კომუნიკაციების კომისია: ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს

23 თებ. 2021, 11:49:42

კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი განცხადებების გამო.

ფრიდონ ინჯია კომუნიკაციების კომისიის შესახებ გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით არღვევს  საქართველოს პარლამენტის  ეთიკის კოდექსს, ამასთან მას აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან  ფრიდონ ინჯია და მისი ახლო ნათესავები ფლობენ წილს და უკავიათ მმართველობითი თანამდებობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის რეგულირებად სუბიექტებს. აღნიშნული დეპუტატი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას პარლამენტის ეთიკის კოდექსი უკრძალავს. ამასთან დეპუტატ ინჯიას განცხადებები არის  კომუნიკაციების კომისიის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ფრიდონ ინჯია წარმოადგენს შპსსისტემ ნეტისსამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რაც პირდაპირ წარმოადგენსსაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაცსაჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.“ ამასთანავე ფრიდონ ინჯია ასევე წარმოადგენს სხვა ავტორიზებული პირის - შპსახალი ქსელებისწილის (46.238%) მფლობელს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ იურიდიულ პირებში წილებს ასევე ფლობენ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრი (მეუღლე) და ახლო ნათესავები (შვილი).

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებულისაქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ (რომელიც ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შესასრულებლად სავალდებულოა პარლამენტის წევრისთვის) მე-3 მუხლისქვეპუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. კოდექსის მიზნებისთვისოჯახის წევრსადაახლო ნათესავშიიგულისხმებიანსაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები; საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს;“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პარლამენტის წევრს გააჩნია, როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ასევე მის მიერ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.

კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონითა დაელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონით  არის გარანტირებული. კერძოდ,  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გარანტირებულია მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმადდაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი მარეგულირებლის დამოუკიდებლობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად პრინციპებს წარმოადგენსეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;“ ეს წესი კი განსაზღვრულიამაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის მე-13 მუხლით, რომლის თანახმადაცკომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.“

სწორედ ეს არის ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს კომუნიკაციების კომისიის, როგორც კონსტიტუციური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშვალდებულებას. ნებისმიერი სხვა სახით ჩარევა მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, წარმოადგენს კომისიის დამოუკიდებლობის შელახვის, მასზე არასათანადო ზემოქმედებისა და მის საქმიანობაში არასამართლებრივი ჩარევის მცდელობას და დაუშვებელია კანონმდებლობის თანახმად.

დაუსაბუთებელი და სამართლებრივი ნორმებიდან გასულია ფრიდონ ინჯიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური უნდა ირიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და არა კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში.  2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარალამენტის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებების რამდენიმე საკანონმდებლო აქტში („მაუწყებლობის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონებში), რომლის შედეგადაც გაუქმდა ნუმერაციის რესურსზე ნებართვა, შესაბამისად გაუქმდა სანებართვო მოსაკრებელიც და განისაზღვრა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური, რომელიც გადაიხდება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში. აღნიშნული გარემოება ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ჩანს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცვლილებების პროექტების განმარტებით ბარათებშიც, რომელიც საჯაროა და განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიისთვის როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დეპუტატ ინჯიას მიერ საკანონდებლო ჩარჩოებიდან გასული განცხადებები, რომელიც მის პირად და ბიზნეს ინტერესებს ემსახურება“,_ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...