„კორონე მოუხდა“ _ ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6 ლარია

საზოგადოება

„კორონე მოუხდა“ _ ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6 ლარია

12 სექ. 2020, 10:47:18

დღეს, დილიდან ოზურგეთში თხილის ფასი მაღალ ნიშნულ მიუახლოვდა.

ერთი კილოგრამი „გულშიშველა“, საღი და  ხმელი, გატეხვის გარეშე, 6 ლარი ღირს. ერთ ცალს 60 თეთრად ანგარიშობენ. ფასის გამოყვანა  ცნობილი „მეთოდით“, ათი ცალიდან ხდება. ოღონდ, თვით თხილის მიმღებ პუნქტებში, ზოგან ტეხენ, ზოგან  _  არა.

_ „გულშიშველას“, ერთ ცალს, თუ კარგია, 55-60 თეთრად ვანგარიშობთ. ახლა, თუ ზედვე  ეტყობა, რომ საშუალო ხარისხისაც არ არის, მაშინ უნდა გავტეხოთ. საშუალოდ, 4 ლარი მაინც გამოდის კილოგრამის ფასი. რაც შეეხება ბერძნულას“, 5 -10 თეთრით მეტს ვიხდით, თუ ძალიან კარგია. თუ არადა, თითქმის, ერთნაირი ფასი აქვს,  ესაა, „ბერძნულა“ აუცილებლად უნდა გავტეოთ, რადგან რატომღაც ბევრი უვარგისი გამოდის, რაც  გარედან ნაკლებად  ეტყობა, _ გვეუბნებიან თხილის მიმრები ოპერატორები.

„თხილის ფასი, ორ დღეში გაიზარდა, რაც გურიაში კორონა ვირუსი  შემოვარდა“; „მოუხთა კორონე, მოუხთა“; „ათი კილო თხილი რომ ჩავაბარე და 55 ლარი მომცა, მივუბრუნდი, ხო არ გადმოაყოლე-თქვა“,  _ ხუმრობის გარეშე  ვერ ძლებენ გურულები.

თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავეები, ცალკეულ შემთხვევებში, თავისკენ ეპატიჟებიან მომხმარებლებს, ხან გადაჩურჩულებით, ხან თვალით ანიშნებენ, მე   მეტს მოგცემო.

კითხვაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში, გვპასუხობენ, რომ ბაზარია და მოვლენები ხშირად იცვლეობა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ასევე, გუშინ სოფლებში, მათ შორის ჭანიეთში, თხილის მყიდველებმა ჩამოიარეს და ერთი კილოგრამი ხუთ ლარად წაიღეს, ყოველგვრი გატეხვის გარეშე.

_ თხილს კი დააკვირდნენ, თქვეს, დამპალი არ ერიოს და სუფთად გარჩეული უნდა იყოსო, გვითხრეს, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.

დღეს კი, უკვე,  ქალაქ ოზურგეთში,  როგორც ვთქვით, კარგი ხარისხის ხმელ პროდუქციაში,  კილოგრამში 6 ლარს სთავაზობენ.




 ახალი ამბები
  • "იდენტიფიცირება უკვე მოხდა" _ ვინ არის ავჭალაში მოკლულიგავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ავჭალაში სროლას პროკურორი ემსხვერპლა პროკურატურაში არ ადასტურებენ. როგორც „გურია ნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ის პროკურორი არ არის. „პროკურორები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე როგორც მიდიან ხოლმე. იდენტიფიცირება უკვე მოხდა. გაიგეს ვინც იყო“,_ გვიპასუხეს პრესსამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას ... ...
  • "კალაშნიკოვით ჩაცხრილეს" _ მოკლული, სავარაუდოდ, პროკურორიაავჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც „გურია ნიუსს“ შემთხვევის ადგილიდან შეატყობინეს, პირი, რომელიც ავჭალაში მოკლეს, სავარაუდოდ, პროკურორია. „სროლის ხმა ისმოდა და გავედით. ისინი გაიქცნენ. როგორც ვიცი, კალაშნიკოვით ჩაცხრილეს. ორი ტიპი იყო. ერთს პისტოლეტი ეჭირა“,_ ამბობენ შემთხვევის ადგილას მყოფი ადამიანები. „გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას  უწყებაში ... ...
  • 250 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია (R)„ფორ ლაბი“ უკვე მეოთხე წელია საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს მაღალი ხარისხის სახარჯი მასალებით ამარაგებს. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო სფეროში აღნიშნულ მასალებზე მოთხოვნა გაიზარდა. „ფორ ლაბმა“ თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა და ბაზარზე მასალების მიწოდება გააორმაგა. ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის  გასამარტივებლად, თიბისიმ უპრეცენდენტო ცვლილება განახორციელა დაკრედიტების მიმართულებით და ბიზნესებს მისცა საშუალება ისარგებლონ 250 000 ლარამდე ბიზნესსესხით უძრავი ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე. ამ დრომდე საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის  ლიმიტი 50 000 ლარი იყო, თიბისიმ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე გაზარდა. უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა რაგბის კლუბმა „იუნკერები“, რომელიც უკვე მეორე წელია უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. იგი აერთიანებს როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდებს, ხოლო მის ბაზაზე მოზარდებს 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ რაგბს დაეუფლონ. „ჩვენ ვზრდით ახალ თაობას, რომლებსაც განვითარების შესაძლობა აქვთ. ამით საფუძველს ვქმნით, რომ შემდეგში მათ პროფესიონალური კლუბებში ითამაშონ. ამ სპორტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, რომ განვითარება შევძლოთ, გამართული ინფრასტრუქტურა გვქოდეს, მოვიზიდოთ ახალი მოთამაშეები და ა.შ.“ - ამბობს კლუბის  გენერალური დირექტორი გიორგი ნოზაძე. უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ, ასევე, შესაძლებელია ფილიალში მისვლაც. დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan  (R)         ... ...
  • სროლა ავჭალაში _ დაღუპულია 1 ადამიანისროლა იყო ავჭალაში ლიბანის ქუჩაზე. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან წყარო ატყობინებს, სროლის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. დეტალების გარკვევას "გურია ნიუსი" შსს-ში ცდილობს, რასაც უახლოეს დროში ... ...
  • ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები„გურია ნიუსმა“ იმ ავტომობილის ფოტო მოიპოვა, რომლითაც ზუგდიდში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ. მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ,  თავდამსხმელები გადაადგილდნენ,   დღეს დილით, სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის  თანხა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...