„ქვეყნის სტაბილურობა, განვითარება და ხალხის კეთილდღეობა განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს“_პრემიერი

საზოგადოება

„ქვეყნის სტაბილურობა, განვითარება და ხალხის კეთილდღეობა განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს“_პრემიერი

2018 მაი 7 14:04:46

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ახალ კანონპროექტებზე ისაუბრა.

სასკოლო რეფორმის გახორციელება, პროფესიულ განათლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია_ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც პრემიერმა ყურადღება გაამახვილა.

„ნებისმიერი გეგმა, რომელიც განათლებასა და განათლების სისტემის მომავალს უკავშირდება, პირველ რიგში ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული და შეჯერებული. ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალგაზრდებს გააჩნიათ თამამი იდეები, მომავლის სხვანაირი ხედვა და ასევე, თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის.  მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, ძალიან საინტერესო გეგმის წარმოდგენისთვის. მათ ამ გეგმაზე ძალიან ბევრი იმუშავეს.

ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. სწორედ ამან განაპირობა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში, რომელიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას ისახავს მიზნად, უმთავრესი, ნომერ პირველი პრიორიტეტული მიმართულება არის სწორედ განათლება.

ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა იყოს უფრო მეტად ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და გახდეს ეკონომიკური წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა. რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება და ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც აუცილებლად იქნება გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე.

უპირველესი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში, გახლდათ განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი რიგი ღონისძიებები გავატარეთ, განვახორციელეთ სპეციალური პროექტები, მივიღეთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტები. რა თქმა უნდა, განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით სამუშაო კიდევ არის, თუმცა დღეს უმთავრესი გამოწვევაა ხარისხი განათლების სისტემაში, ხარისხის უზრუნველყოფა განათლების ყველა დონეზე.

ამავე დროს ჩვენ ხელს ვუწყობთ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპის დამკვიდრებასაც.

უმაღლესი განათლების სფეროში ჩვენ ვახორციელებთ ძირეულ ცვლილებებს, ხელს ვუწყობთ მოთხოვნადი დარგების და პროფესიების განვითარებას, დავიწყეთ ავტორიზაციის და აკრედიტაციის ახალი, გაუმჯობესებული სტანდარტების დამკვიდრება, მსოფლიო ბანკთან ერთად დაწყებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება.

საქართველოში თითოეული აბიტურიენტი, სტუდენტი, მშობელი, მთლიანად ჩვენი საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი მის სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტის, საერთაშორისო დონის განათლებას აძლევს.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, როგორც იცით, ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს განათლების რეფორმის ფარგლებში. კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვნერგავთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს. პროფესიული სწავლება, ერთი მხრივ, შრომის ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული, მეორე მხრივ, მოერგება კონკრეტული რეგიონის საჭიროებებს. უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებასა და თავსებადობას უზრუნველყოფს. დაწყებულია პროფესიული კოლეჯების შექმნა როგორც უმაღლესი სასწავლებლების, ისე კერძო კომპანიების ბაზაზე. უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან იგეგმება ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გაცვლითი პროგრამების განვითარებისთვის.

სასკოლო განათლების განვითარების მიზნად ვისახავთ შემოქმედებითად მოაზროვნე, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების თაობების აღზრდას, მათ მომზადებას სწავლის შემდეგი საფეხურებისა და ზოგადად, ცხოვრებისათვის. სკოლა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ყალიბდება ადამიანი. ამდენად, ჩვენ სკოლაში ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ სწორად დაგეგმილი, თანმიმდევრული ნაბიჯებით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სკოლასა და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა. ამ მიმართულებითაც დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - სხვადასხვა უწყებების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, უფრო ინტენსიურად მოხდება სასკოლო პროცესში ფსიქოლოგების და მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა, დაიწყო მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაციის პროექტიც.

დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ისინი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს, ამავე დროს, ეს ყველაფერი მოითხოვს საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას. ჩვენი ვალია არა მხოლოდ მკაფიოდ ავუხსნათ საზოგადოებას განხორციელებული ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის არსი, არამედ უწყვეტი საჯარო დისკუსიის პირობებში ერთად შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გახდება ძალიან ძლიერი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში ჩვენ ნამდვილად დიდ წარმატებას მივაღწევთ“,_განაცხადა კვირიკაშვილმა.




 ახალი ამბები
  • რისი "სიგნალი" გახდა აგრარული ბაზრების დახურვა მსოფლიო პანდემიას ებრძვის. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულ სხვა შეზღუდვებთან ერთად აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. როგორც ეკონომისტი აკაკი ცომაია "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აგრარული ბაზრების დახურვა სუპერმარკეტებისთვის პროდუქციაზე ფასების ზრდის შესახებ გაკეთებული სიგნალია. „აგრარული ბაზრის დაკეტვა მომხმარებლებს დააზარალებს. ეს სუპერმარკეტებისთვის არის სიგნალი, რომ გააძვირონ პროდუქცია. სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება, ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა და არ ვიცით, უსაფრთხების რისკის ფაქტორიდან გამომდინარე, რამდენად გაიზარდა ამ გადაწყვეტილებით უსაფრთხოების მასშტაბი. ამის შეფასება მე არ შემიძლია“,_ გვპასუხობს ცომაია. შეკითხვაზე _ მოსალოდნელია თუ არა, რომ ფასის ზრდა მარკეტებში იმ პროდუქტებსაც შეეხოს, რომლის ღირებულების ზრდის რისკის დაზღვევის შესახებაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საუბრობდა, ეკონომისტი გვპასუხობს, რომ მარკეტინგის პრინციპის გათვალისწინებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტებზე შეიძლება, არ გაიზარდოს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ გაიზრდება სხვა პრუდუქტებზე. „სამინისტრო აწესებს ზედა ზღვარს კონკრეტულ ფასებზე, რაღაცა დროის განმავლობაში, ფასები ამ ტიპის პროდუქტებზე, შეიძლება, არ გაიზარდოს, მაგრამ გაიზრდება სხვა პროდუექტებზე. ეს მარკეტინგის პრინციპია. სუპერმარკეტები ორიენტირებულები იქნებიან, გაყიდონ იმავე რაოდენობის პროდუქცია მაღალ ფასად, რადგან კონკურენტების რაოდენობა მცირდება და ბიზნესი, როგორც წესი, ამ ნაბიჯით პასუხობს“, _ ამბობს აკაკი ... ...
  • ოზურგეთის მერიის განმარტება პრემიების გაცემასთან დაკავშირებითოზურგეთის მერია  პრემიების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მერია განმარტავს, დანამატების გაცემისას გათვალისწინებული იქნა - ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის 18.03.2020 წლის წერილი, რომლის მიხედვითაც მოგვეცა შემდეგი რეკომენდაცია - ,,გაეზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებსა და პროფილატიკოსების შრომის ანაზღაურება და/ან მინიმუმ გაუთანაბრდეს მუნიციპალიტეტების სხვა სამსახურებში სპეცილისტების შრომის ანაზღაურებას,,. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტება - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულია, ასევე გაჯერებულია არასწორი შეფასებებით და ინტერპრეტაციით. გაცნობებთ, რომ დანამატები გაცემულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობის გათვალისწინებით ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის“ თანამშრომლებზე დადგენილი კანონმდებლობის სრული დაცვით. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობაში ჩართული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 3 თანამშრომელი, რომელებიც 24 საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევდნენ და უწევენ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს. დანამატების გაცემისას გათვალისწინებული იქნა - ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის 18.03.2020 წლის წერილი, რომლის მიხედვითაც მოგვეცა შემდეგი რეკომენდაცია - ,,გაეზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებსა და პროფილატიკოსების შრომის ანაზღაურება და/ან მინიმუმ გაუთანაბრდეს მუნიციპალიტეტების სხვა სამსახურებში სპეცილისტების შრომის ანაზღაურებას,, (ამონარიდი წერილიდან); ხოლო მერიის თანამშრომელთაგან ორ პირზე დანამატის გაცემის საფუძველი გახლავთ თბილისის მერიის მიერ გადმოცემული ავტობუსებისა და სხვა ტექნიკის ჩამოყვანა და მასთან დაკავშირებული პროცედურები. „TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში გამოქვეყნებული ორი პირისათვის მერიის მიერ დანამატის ჩარიცხვის საფუძველი წარმოიშვა მიმდინარე წლის თებერვალში ხოლო ჩარიცხვა განხორციელდა მარტის თვის ბოლოს. ხსენებულმა პირებმა უზრუნველყვს თბილისის მერიის მიერ გადმოცემული 4 სატრანსპორტო საშუალების ჩამოყვანა ოზურგეთში, ხოლო გადმოცემული ორი სპეცდანიშნულების ტექნიკა მომზადებული იქნა გადმოსაყვანად, რის გამოც მათზე გაიცა 60%-ი (და არა 80%იანი დანამატი). სულ გაცემულია 12 930 ლარი; „TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში მითითებულ სხვა პირებზე, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე დანამატები არ გაცემულა ქვეყანაში არსებული სტუაციიდან გამომდინარე და ყველა ინტერპრეტაცია, რომელიც ამ საკითხან გახლავთ დაკავშირებული არის არასწორი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქმიანობას ახორციელებს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებლი საქმიანობის ფარგლებში მოხდა მოსახლეობის საჭიროებების კვლევა და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს სასურსათო და სხვა სახის დახმარებას. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოზურგეთის მერიაში შექმნილი ჯგუფის მიერ ამ დროისათვის:- უკვე 180 ოჯახს დაურიგდა სურსათი.- უახლოეს დღეებში დმატებით 500 ოჯახზე გავცემთ პროდუქტებს. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურდა დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური ინფორმაციის (პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათი ანგარიშის ნომრების და მათთვის ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია) ოზურგეთის მერია ბოდიშს უხდის მათ და აცხადებს, რომ ამ დროისათვის ხდება პერსონალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ფაქტებისა და საკითხების სამართლებრივი ანალიზი (ასეთი ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს) რის შედეგებზე დაყდრნობითაც განვახორციელებთ შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას. დამატებით ვაცხადებთ, რომ ოზურგეთის მერია უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირისათვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებას და ასევე ითანამშრომლებს ყველა სპეციალური კომპეტენციის ორგანოსთან საკითხის სამართლებრივ ფორმატში გარკვევის ... ...
  • "ზიარება ერთი კოვზით შეიცავს საფრთხეს და ვირუსი შეიძლება დღესასწაულებზე გავრცელდეს"ზიარება ერთი კოვზით შეიცავს საფრთხეს და ვირუსი შეიძლება დღესასწაულებზე გავრცელდეს, _ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძემ "ფორმულასთან" ისაუბრა. "როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი ფორმატით - ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რის გამოც, ვფიქრობ რომ, ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა, რაც გამოიხატება სოციალური დისტანცირების დაცვაში და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დღეებში, მე მაინც ვფიქრობ (თუმცა ეს კიდევ ვიტყვი არ არის ჩვენი გადასაწყვეტი), რომ ვირუსის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვისაც და ზოგადადაც სენსიტიურია და ის, როგორც ქრისტიანი უდიდეს პატივს სცემს ეკლესიას, ყველა იმ ტრადიციასა და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა.  "ეს ზოგადად სენსიტიური და პირადად ჩემთვისაც სენსიტიური საკითხია. როგორც ქრისტიანი და ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი და პატრიოტი, უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ეკლესიას და ყველა იმ რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია", _აღნიშნა თენგიზ ... ...
  • "ამ სილამაზის ცქერით დაკავდნენ ეს გარეწრები!" _ ვანდალური ფაქტი ანასეულშიანასეულში ვანდალური ფაქტი მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ჩაის სუბტროპიკული კულტურების და მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, თემურ რევიშვილი ავრცელებს. „ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორი დღე ვიფიქრე დამეწერა, თუ არა, მაგრამ ფაქტი იმდენად სერიოზული და დამაფიქრებელია, თუ რასთან გვაქვს საქმე, გადავწყვიტე, გაგიზიაროთ. 3-4  აპრილს (ზუსტი დრო უცნობია), ანასეულში მოხდა ვანდალური ფაქტი. უკეთურებმა დააზიანეს კამპუსის ინგლისურენოვანი აბრა და რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებული, საზიანო და ვიმეორებ დამაფიქრებელია, ჩამოხსნეს, დააზიანეს და შეურაცხყვეს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს დროშა. მიმდინარეობს გამოძიება. იმედს ვიტოვებ, ოპერატიულად დაწყებული საგამოძიებო ქმედებები, საგანგებო მდგომარეობის ზომების გათვალისწინებით, გაგრძელდება. ანასეულის დენდროპარკში 100 -ზე მეტი სახეობის არაჩვეულებრივი მცენარე ხარობს და იქვე ამ სილამაზის ცქერით დაკავდნენ ეს გარეწრები!“_ წერს  თემურ რევიშვილი. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა StopCov ფონდში თანხას გადარიცხავსჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა უერთდება პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას და ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავს. აღნიშნულ ინიციატივას, 1/3 - ის გადარიცხვის თაობაზე, ასევე, უერთდებიან მერის მოადგილეები თამაზ ჯინჭარაძე და მინდია ჟღერია. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...