ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან, საღამოს _ ქმარი


საზოგადოება

ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან, საღამოს _ ქმარი

1 აგვ. 2020, 18:38:49

გრიგოლეთის სანაპიროზე, ძლიერი შტორმის დროს ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი გადაარჩინეს დახრჩობას, საღამოს კი მისი ქმრის სიცოცხლე იხსნეს.


,,ყველა გავაფრთხილეთ, რომ ზღვაში არ შესულიყვნენ, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, ნაკლებად გვიჯერებენ. ის იყო, ზღვაში შესაბამისი ფერის ალმები აღვმართეთ, რომ შტორმის გამო, წყალში შესვლა აკრძალული იყო, დახმარებისთვის მოგვმართეს მოქალაქეებმა.

ახალგაზრდა ქალბატონი შველას ითხოვდა. უცებ გავეშურეთ შემთხვევის ადგილზე და ეს მოქალაქე სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. საღამოსაც ძლიერი ღელვა იყო და კიდევ ერთხელ დაჭირდათ ჩვენი დახმარება. ამჯერად მამაკაცი ითხოვდა შველას. უცებ მივვარდით, ალბათ, ნახევარი წუთი რომ დაგვგვიანებოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. შემდეგ გავიგეთ, რომ დილით გადარჩენილი ქალბატონი და საღამოს გადარჩენილი მამაკაცი ცოლ-ქმარი ყოფილან. ბავშვი ჰყოლიათ მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებების გამო ჩამოყვანილი და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა მათ თავს.

გავიდა ორი დღე და მოულოდნელად სამაშველო კოშკურასთან ეს ცოლ-ქმარი გვესტუმრა, ფოთელები აღმოჩნდნენ, მადლიერების ნიშნად ტორტი წარწერით "მაშველი გიშველის" და სხვადასხვა სახის ნუგბარი მოგვიტანეს." _ ჰყვება ერთ-ერთი მაშველი.

მაშველთა ინფორმაციით, ბოლო ათ დღეში 15-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.




 ახალი ამბები
  • ანა იოსავა: "ვფქირობ და ფაქტია ჩემი მოშორება უნდათ!"დღეს ფოთის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო ანა იოსავას საქმის მოსმენა, რომელიც 10 იანვარს დააკავეს ქალაქ ფოთში თევზის სუნის საპროტესტო აქციაზე. იოსავას თქმით, სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო ერთი და იგივე მიზეზის გამო _ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება. მიზეზად ასახელებენ ანა იოსავას მიერ დაკავების დროს ვიდეო კამერის დაზიანებას და შესაძლებელია კადრები ვერ აღდგეს. „წარადგინეს საბუთები, რომ გაგზავნილი აქვთ ვიდეო აპარატი  სამი-ოთხი დღის წინ,  როცა პირველი სასამართლო თითქმის ერთი თვის უკან ჩატარდა. ჩემი აზრით, რაღაც საქმეს კერავენ. რაღაცას მედავებიან, თვითონაც არ იციან რას“, _ ამბობს ანა. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს სასამართლოზე ედავებოდნენ ისეთ დანაშაულს, რაც ოქმში არ იყო მითითებული-ქუჩის უკანონო გადაკეტვას  და სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას: “აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი _ აკაკის ქუჩაზე, რომელზეც ჩვენ ვმოძრაობდით, მიმდინარეობს გზის რეკონსტრუქცია და გადათხრილია ტროტუარი. იქ შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაიაროს. აქციის დროს,  შეუძლებელია, 7-6 ადამიანის ამ ტროტუარზე  ერთდროულად მოძრაობა. პოლიციელმა დაკავების დროს შეურაცხყოფა  თვითონ მომაყენა და ხელით შემეხო, როცა მეუბნებოდა, გადაიწიეო. მე ამის გამო არ გავჩერებულვარ და მაინტერესებდა, რის გამო მაკავებდა. ამათ კი არ დამაკავეს, წამათრიეს“. იოსავას  თქმით,  გრძელდება მისი თვალთვალი, ქუჩაში აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ისმინება მისი მობილური ტელეფონი: „ეს რომ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, საქმე, რომელსაც გამოძიება და დრო სჭირდება, გავიგებდი, მაგრამ ეს არის ადმინისტრაციული დანაშაული, რომელსაც ამდენი ხანი გაწელვა არ სჭირდება. ვფიქრობ და ფაქტია, ჩემი მოშორება უნდათ“. მესამე სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 11 თებერვალს, 11 ... ...
  • 21 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს21 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჩამომხრჩვალი ნახეს. ტრაგედია თელავში, სოფელ ბუშეტში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"  მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ივანე გობეჯიშვილმა დაუდასტურა. "პატიოსანი ახალგაზრდა იყო. არვიცი რა გახდა ტრაგედიის მიზეზი",-ამბობს გობეჯიშვილი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • გურიაში საერთაშორისო პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა (R)გურიის რეგიონში საერთაშორისო  პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც  მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებასა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაში ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, პროექტის პარტნიორები:  პრეილის (ლატვია) და ნიჟინის (უკრაინა) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  შეხვედრაზე  პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ოზურგეთის  საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მათ საჩუქრები საერთაშორისო ჟიურის, გურიის სამხარეო ადმისტრაციის, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ  გადასცეს.  მხარეებმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. „პროექტი მიზნად ისახავს ლატვიის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ლატვიურ-უკრაინულ-ქართული შემოქმედებითი კონკურსი ახალგაზრდებისათვის. კოვიდ - 19 გათვალისწინებით პროექტი მოდიფიცირდა და ონლაინ ფორმატში წარიმართა ( ჩატარდა საინფორმაციო, საგანმანათლებლო  ონლაინ ვებინარი და ინტერაქტიული შეხვედრები). პროექტის მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, თანამონაწილეობით პროცესების გააქტიურებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და კონკურსის ორგანიზატორებს“ - ამბობს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.   „ძალიან სასიხარულოა, რომ გურიის რეგიონის ჩართულობა ლატვიაში, ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების პროექტის ფარგლებში  აქტიურად და წარმატებით ხორციელდება,  რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას, მუნიციპალიტეტების დონეზე ლატვიას და საქართველოს შორის და გამოცდილების გაზიარებას. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ვულოცავ პროექტის გამარჯვებულებს“ - თქვა  თეა მაისურაძემ,  ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.   როგორც შეხვედრაზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანია  ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღმავება. საერთაშორისო გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკების გაზიარების  მიზნით, მუნიციპალიტეტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს  თანამშრომლობას ლატვიის, უკრაინის და  სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტებთან. ასევე, იგეგმება მემორანდუმის გაფორმება პროექტში მონაწილე პარტნიორებთან. ... ...
  • საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს კიბერშეტევების შესახებ აფრთხილებსქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას საბანკო ასოციაცია ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებგვერდების რეკლამას აკეთებენ. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის: არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე; ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი; ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის ვებგვერდზე იმყოფებით. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან. ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ კომერციული ბანკის ვებგვერდის მისამართი; მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით,“  – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან მიმართებაში სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი"„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან მიმართებაში გამოძიებაა ჩასატარებელი. „ვფიქრობ, გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან  მიმართებაში სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი! რადგან,  ამ სამეულმა ისე მოახვია საკუთარი მმართველობა  ქვეყანას, არანაირი არჩევანი არ დატოვეს. მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი,  საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას, ხალხს,  როგორც ეკონომიკურად,  ისე ჯანმრთელობის მხრივ. მოკლედ, დღეს ყველა ზიანი კონკრეტულია! არანაირი ოპოზიცია, საუბარია ახალგაზრდებზე, ბიზნესის წარმომადგენლებზე, რიგითი ადამიანებზე, ისინი, ვინც თავს დამოუკიდებელ მოქალაქეებად  გრძნობდნენ,  დღეს კი, ისეთ ხაფანგში მოახვედრა ხელისუფლებამ, ყველანაირი პერსპექტივა წაართვა. რაშიც  „წარმატებულად“  ეხმარება გაფეტიშებული სამეული და  ფსიქოლოგიური შეტევას ახორციელებენ,  რათა ავადმყოფობიდან გამომდინარე შიშის ფაქტორით, ბოლომდე გადატეხონ ადამიანებში  ყველანაირი წინააღმდეგობის გრძნობა. მოკლედ, უნდათ, არ უნდათ გაზაფხული მოვა, ამას ვერ გაექცევიან. „ქართული ოცნებაც“ ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში, გამორიცხულია,  უბრალოდ როგორ გაუშვებენ, აი მაგაზეა საუბარი“,_ აცხადებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....