მალხაზ მაჩალიკაშვილი: "მინდოდა კორდონის გარღვევა და ამ ადამიანებისთვის და ჩემი თავისთვის კითხვა..."

საზოგადოება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: "მინდოდა კორდონის გარღვევა და ამ ადამიანებისთვის და ჩემი თავისთვის კითხვა..."

2018 ნოე 9 12:09:46

"გუშინდელი დღე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოცდილება იყო. ვუყურებდი პოლიციის კორდონის სხვადასხვა მხარეს მდგომ შვილმკვდარ მშობლებს და ვწუხდი, რომ ჩვენი საზოგადოება ამ მდგომარეობამდე მივიდა," _ წერს სოციალურ ქსელში პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, "უსამართლობა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, დღეს გვყოფს":

"ტკივილი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, დღეს, პოლიტიკურად გამოყენებულია. საერთოობა, რომელმაც ჩვენ საზოგადოებად უნდა გვაქციოს, დარღვეულია. 

გუშინ მინდოდა კორდონის გარღვევა და ამ ადამიანებისთვის და ჩემი თავისთვის კითხვა _  როგორ შეიძლება აქამდე მივსულიყავით? მაგრამ ამ დაძაბულ გარემოში ამის თქმა და გაკეთება ვერ მოვახერხე. არ ვიცოდი ვინ როგორ გამიგებდა? სიტყვების თავმოყრაც გამიჭირდა. 

მე სამართლიანობის ბრძოლაში მხოლოდ თემირლანის დაკარგვის გამო ჩავერთე. ცხადია, ჩვენს ხალხს ჩეჩნეთში ომის დიდი ტკივილი და მეხსიერება აქვს. მაგრამ ის ჩვენი წარსულის ნაწილია. ყოველდღიურობაში უსამართლობაზე ჩემი ხედვა შეიძლება ესეთი ფხიზელი არ იყო, მაგრამ თემირლანმა ყველაფერი შეცვალა.

დღეს ჩემი ბრძოლა თემირლანისთვის მიძღვნილი ბრძოლაა მხოლოდ, მაგრამ ამ ტრაგედიამ და ბრძოლამ უსამართლობა, როგორც ყველას საერთო პრობლემა დამანახა.

ამ პერიოდში უამრავ ადამიანს შევხვდი, რომელსაც სხვადასხვა დროს და ხელისუფლებების დროს შვილი მოუკლეს, უკანონოდ დასაჯეს, გააღარიბეს, ადამიანობა და ღირსება წაართვეს.

ამიტომ დღეს მე სამართლიანობას ვხედავ და მოვითხოვ ყველასთვის და ყოველთვის. მე მწუხარებას გამოვხატავ რობაქიძის, გირგვლიანის და სხვა მოკლული ბიჭების ოჯახების მიმართ.

მათი მკვლელობა წინა ხელისუფლების დანაშაული და მძიმე შეცდომა იყო და მე ეს მესმის. მათი ტკივილი ჩემი ტკივილია. ჩემი ტკივილი კი მათი ტკივილი უნდა გახდეს. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს. 

ზაზას და მე არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა იმიტომ მოვითხოვეთ, რომ თავად ამ სისტემამ ჩვენს მიმართ სამართლიანობის აღდგენის ნება არ აჩვენა და ჩვენ მისი იმედი და ნდობა სრულად დავკარგეთ.

ეს იმედი წინა ხელისუფლების დროს დაკარგეს სხვებმა, მაგრამ დღეს ჩვენი პოლიტიკური რეალობა ისეთია, როგორიც არის _ ორად გაყოფილი და მტრული.

ჩვენ ამ რეალობის მსხვერპლები ვართ და გამოსავალი თითქოს არც ჩანს. უბრალოდ ყველას მინდა ესმოდეს, რომ ზაზას და ჩემი ეს ბრძოლა ინტერესის ბრძოლა არ არის. 

ეს უიმედო და სიცოცხლეწართმეული ადამიანების ბრძოლაა, რომელსაც სისტემამ სხვა გზა არ დაუტოვა. შეიძლება ეს გზა მარცხიანია, მაგრამ სხვა გზა ჩვენ ამ რეალობამ არ დაგვიტოვა. 

შეიძლება ბრძოლების გზები ერთმანეთს გავუკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვეყოს ძალა ერთმანეთის ტკივილის და საერთო უსამართლობის გაგება შევძლოთ. იქნებ მანდ არის გამოსავალიც", _ წერს მაჩალიკაშვილი.




 ახალი ამბები
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.წ. ერთხმად ცნო დამნაშავედ. ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ვ.წ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, ასევე გამოკვლეულ იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულ გ.რ.-ს სისხლია აღმოჩენილი. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ვ.წ. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული  ქ. თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე გ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და გ.რ.-ს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში მიაბჯინა და ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილიდან მასრა აიღო და მიიმალა. სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ვ.წ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ვ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  12 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • "არჩევნები მოაგებინეს და ახალ საქმეს „უკერავენ“_ ლანჩხუთელების თანადგომა გია თვალავაძეს„არჩევნები მოაგებინეს და ახლა ცდილობენ, ახალი საქმე შეკერონ გია თვალავაძის წინააღმდეგ, რომ ქრთამის აღების ბრალი წაუყენონ. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოჩნდება ჩვენს ქვეყანაში რამდენადაა შესაძლებელი სიმართლის დადგენა და უდანაშაულობის დამტკიცება“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარში ლანჩხუთელთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის მხარდასაჭერად საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საჯაროდ ითხოვენ.  „ვიცით, ამ გაზეთს ხმა მთავრობამდეც მიუწვდება და გვინდა მათ ჩვენი ხმაც გავაგონოთ. გია თვალავაძე ორიოდე თვის წინ დააკავეს, თუმცა, მაშინვე ცხადი იყო, რომ ბრალი შეთითხნილი იყო. მისი პიროვნების გათვალისწინებით, შეუძლებელია, ის ჩართული ყოფილიყო „სააფთიაქო ნარკომანიაში“, – ამბობენ რიგითი ლანჩხუთელები და იმასაც დასძენენ, რომ თავის დროზე ლანჩხუთელთა ერთსულოვნებითა და პროტესტით, ხელისუფლება იძულებული გახდა, თვალავაძისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, რამაც არჩევნების შედეგზე საკმაო გავლენა იქონია. სამწუხაროდ, გია თვალავაძის სახელი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა არასასიამოვნო კონტექსტში.  საინტერესოა, ვის და რატომ აქვს ასეთი დიდი ინტერესი ამ ადამიანის მიმართ.  რა გამოდის, არჩევნები მოაგებინეს და ახლა ახალ საქმეს „უკერავენ“, რომ ქრთამის აღების ბრალი წაუყენონ?!  თუ საჭირო გახდა, ისევ გამოვალთ ქუჩაში, ბევრად მეტი, ვიდრე ორი თვის წინ და ჩვენი რაიონის საამაყო შვილს გვერდით დავუდგებითო. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის ოთხ დეკემბერს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნ.ჯ. დააკავეს, რომელსაც სასამართლომ მოგვიანებით პატიმრობა შეუფარდა. სუს-ის ინფორმაციით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსის, გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნ. ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ჯამში ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა  4 094 709 ლარი შეადგინა, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში 21 პირი მისცეს. 24 ოქტომბერს   დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 000 ლარის გირაოთი შეუცვალა ქრთამის აღების ფაქტთან გია თვალავაძის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.  „მე ვიცავ ბრალდებულ გია თვალავაძეს, რომელსაც სულ ახლახანს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა სრულიად უკანონო პატიმრობიდან. შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღების ფაქტთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით და არასდროს არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა. როგორც ჩანს, ადგილი აქვს მცდელობას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ გია თვალავაძეს როგორმე შეუკოწიწონ ახალი საქმე და წაუყენონ ბრალდება ქრთამის აღების მუხლით. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა იქნება წარუმატებელი, ვინაიდან შეუძლებელია ადამიანს დაუმტკიცო იმ დანაშაულის ჩადენა, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. როგორც ბრალდებულის ადვოკატი, კარგად ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მისგან ქრთამის აღებას ადასტურებს. იმდენად არარეალურია გია თვალავაძისთვის ქრთამის აღების დაბრალება, ბრალდების მხარის მხრიდან მისი ამ დანაშაულთან დაკავშირების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. დაცვის მხარე აუცილებლად არგუმენტირებულ პასუხს გასცემს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და ყველა ნათლად დაინახავს გია თვალავაძის სიმართლეს. კანონის ფარგლებში გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს და არ დავუშვებთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის დასჯას", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე და  სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გია თვალავაძის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევს. სუს-ის მიერ ზემონახსენებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება გია თვალავაძის კიდევ ერთი ადვოკატი ლალი აფციაური. „პროკურატურა და ჟურნალისტებო!!! გია თვალავაძის მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს?? თუ აღკვეთის შეცვლის საფასურად მიღებული ჩვენებები მიგაჩნიათ მტკიცებულებად??? არ გამოვა უდანაშაულო ადამიანის დასჯა!!! ოცნებაააააააააა... ოცნებაააააა!!!!! ჯანმრთელობა შევწირეთ უსამართლობასთან ბრძოლას!!!! არაფრის დათმობას არ ვაპირებ!!!!“-წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლალი ... ...
  • თბილისში ავტომობილი გაიტაცესთბილისში წერეთლის გამზირზე ავტომობილი გაიტაცეს. როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს მისი მფლობელი მანქანიდან თანხის ჩასარიცხად იყო გადასული. გატაცებიდან ცოტა ხანში პირი, რომელმაც ავტომობილი გაიტაცა ავარიაში მოყვა და 5 მანქანა დაამტვრია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავტომობილის გამტაცებელი პირი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ... ...
  • საქართველოში ძლიერ ნალექს ელოდებიანგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. „11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“,_წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული მ.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...

რა საფრთხე ახლავს ბურთის თავით თამაშს

თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი...

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...