„მამათში შევარდნაძის მუზეუმი არ უნდა გაიხსნას, საძრახის საქმეს სოფელმა გვერდი უნდა აუაროს“

საზოგადოება

„მამათში შევარდნაძის მუზეუმი არ უნდა გაიხსნას, საძრახის საქმეს სოფელმა გვერდი უნდა აუაროს“

2017 მაი 4 15:41:57

ლანჩხუთში, სოფელ მამათში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნას ბათუმში მცხოვრები, საქველმოქმედო ფონდი ღვთისშვილებისთავმჯდომარე გოგიტა მურცხვალაძე საძრახის საქმედ მიიჩნევს. მურცხვალაძე „გურია ნიუსს“ დაუკავშირდა და იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც დაუშვებლად მიაჩნია ექს-პრეზიდენტის მუზეუმის არსებობა.

ჩემი შვილი 1992 წელს დაიბადა, მშობიარობის შემდეგ ტრამვა მიიღო  და ჰიდროცეფალიით დაავადდა. ეს ის ბავშვია, 2000 წელს მამა გაბრიელის საფლავზე რომ აიდგა ფეხი.

1995 წელს, როცა ბავშვის მესამე ოპერაციისთვის თანხას ვაგროვებდი, მეგობრის რჩევით, გაზეთის საშუალებით მივმართე ნანული შევარდნაძეს. ძალიან მალე გამოგვეხმაურნენ. სასწრაფოდ, საგანგებო რეისით, ბათუმიდან თბილისში გადაგვაფრინეს. შეგვპირდნენ, რომ  გერმანიიდან ჩამოჰყავდათ ნეიროქირურგი  და ნევროპათოლოგი.

 ათი დღის განმავლობაში ნანული შევარდნაძის გარემოცვა ყურადღების გარეშე არ გვტოვებდა, ყოველდღე მოდიოდნენ დანამუსზე მაგდებდნენ“ _ უხერხულია, ქალბატონი ნანული ასე შეწუხდა თქვენთვის და სამადლობელი წერილი გამოაქვეყნეთო. იმავე გაზეთში დამაწერინეს სამადლობელი წერილი.  როგორც კი ეს წერილი დაიბეჭდა, უარით გამოგვისტუმრეს, ერთი პროცენტიც  არ შეუსრულებიათ იმის, რასაც გვპირდებოდნენ.

ამის შემდეგ სულ ვცდილობდი, შევხვედროდი ნანული შევარდნაძეს, თუმცა, ვერ მოვახერხე. ერთხელაც  მის ქალიშვილს მანანა შევარდნაძეს დავუკავშირდი, რომელიც იმ დროს ტელევიზიაში მუშაობდა. კარგად მახსოვს, პარასკევი იყო და პასუხისთვის ორშაბათს დამიბარა. ორშაბათს კი მეუბნება _ იცით, დედას ფული არ აქვს და ბავშვი უკან წაიყვანეთო.

ამ ამბიდან 12 წლის შემდეგ, როცა ბავშვს მეხუთე ოპერაცია ჩაუტარდაჩემი მეგობარი ჟურნალისტის რჩევით, თავად ედუარდ შევარდნაძეს მივწერე წერილი, ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და დახმარება ვთხოვე. იმავე ჟურნალისტმა შემატყობინა, რომ შევარდნაძე გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას, მას წაუკითხავს ჩემი წერილი და უთქვამს, როცა გერმანიიდან დავბრუნდები, აუცილებლად დავეხმარებიო. სამი თვე ველოდი მის სატელეფონო ზარს, ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ აუცილებლად დამეხმარებოდა. მერე თავად დავურეკე და ავუხსენი, ვინც ვიყავი, მან კი მიპასუხა, რომ საშუალება არ ჰქონდა და ვერ დამეხმარებოდა.

აი, ასე მოგვექცა შევარდნაძეების ოჯახი და მე და ჩემს შვილს. არავის ვაძალებდი, გინდა თუ არა დამეხმარე-მეთქი, მაგრამ რახან დამპირდნენ, უნდა შეესრულებინათ  კიდეც. იმის მწარე შედეგსრაც შევარდნაძეებმა ჩემს შშმ შვილს დამართეს, დღემდე ვიმკი.

გოგიტა მურცხალაძე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ლანჩხუთშიც იმყოფებოდა და პირადად შეხვდა მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს, გელა პატეიშვილს.  მისი მოსაზრებით, ამ ცუდსა და საძრახის საქმეს სოფელმა თავი უნდა აარიდოს და შევარდნაძის სახლმუზეუმის გახსნაზე უარი თქვას.

_ ამ საკითხზე საუბარი ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარესთანაც მქონდა. მან მითხრა, რომ ამ სახლ-მუზეუმის შექმნის ინიციატივა სოფლის მკვიდრებს ეკუთვნით. ჩემი თხოვნა კი იქნება, რომ ამ ცუდსა და საძრახის საქმეს სოფელმა გვერდი აუაროს. ჩემი ბავშვის მდგომარეობაზე ცუდი როლი იქონია შევარდნაძეების ოჯახმა. თუკი სოფლისგან იქნება, მუზეუმის გახსნის გარდაუვალობაზე მოთხოვნა, მაშინ მე სოციალური ქსელის საშუალებით შევეხმიანები ყველა იმ ადამიანს, თვითმფრინავის ბიჭების ოჯახიდან დაწყებული ყველას, ვისაც შევარდნაძეების ოჯახიდან  მწარე რამ გადახდენია და ყველა ერთ დღეს შევიკრიბებით და ხმამაღლა ვიტყვით ჩვენს სათქმელს. არ ვიცი, ვისთვის დედა იყო და ვისთვის დედინაცვალი ეს ოჯახი, მაგრამ ასეულობით ადამიანები ჰყავთ გაუბედურებული.

იმის გამო, რომ  ამ მუზეუმის გახსნით ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც კარგი გაკეთდეს, ჩემს გულისტკივილს  გვერდზე ვერ გადავდებ, გამორიცხულია!  ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მამათში ამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი, ეს ერთგვარი საფეხურია იმისა, რაც შემდგომ თბილისში გვაქვს დაგეგმილი.

მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის, გელა პატეიშვილის თქმით, მამათში ედუარდ შევარდნაძის მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივთა ინიციატივაა და ამ საქმეში შევარდნაძეების ოჯახი არ ჩარეულა, მითუმეტეს, არც ხელისუფლების ზემდგომი ინსტანციები.

 _ ეს ხალხის გადაწყვეტილებაა, სოფელმა ჩათვლა ასე საჭიროდ. ამ საქმეში არც შევარდნაძეების ოჯახის რომელიმე წევრი და არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი არ ჩარეულა

მამათში ხშირად მოდიან უცხოელები, განსაკუთრებით _ გერმანელები,  ედუარდ შევარდნაძის მშობლიური სახლის სანახავად. ამ მუზეუმის გახსნა, უპირველესად, სოფლის ინტერესში შედის. ამ მუზეუმის გახსნით შეიძლება სწორედ ისეთ ხალხს შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას. გამორიცხულია, მუზეუმის გახსნით შევარდნაძეებს დამატებითი  ფუფუნება შეექმნას, აქ ისევ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და რაღაც შემოსავლის წყარო გაუჩნდება.

ცნობისთვის, სოფელ მამათში ედუარდ შევარდნაძის მუზეუმის გახსნის თაობაზე საკრებულომ, დაახლოებით, ორი თვის წინ იმსჯელა. დეპუტატთა გადაწყვეტილებით, ადგილობრივ  საკანონმდებლო ორგანოში  დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

 




 ახალი ამბები
  • სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა. შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას. შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას. შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას. კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას. კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს.(R)   ... ...
  • მკვლელობა ქარელში- კაცმა დის ქმარი მოკლამკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ცოლის ძმას ადანაშაულებენ. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ ... ...
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს(R)საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay შესთავაზა.  iPay  არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Exmpress-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.  iPay -ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთანავე, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა, აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან,  ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს. გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან  iPay არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში. „საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის  მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,_განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.(R) ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს