მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ტარას იჩქიტიძე 95 წლის გახდა (R)

საზოგადოება

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ტარას იჩქიტიძე 95 წლის გახდა (R)

2018 ივლ 19 11:13:59

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ტარას იჩქიტიძე 95 წლის გახდა. იუბილარს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
"ხარაგაულის რაიონში, სოფელ მოლითში დავიბადე. ჩემი ორი უფროსი ძმა ფრონტზე იყვნენ ომის დაწყების დღიდან. მე კი ჯერ სკოლაში ვსწავლობდი. შინიდან ორჯერ გავიპარე. პირველ ჯერზე, ჩემი წლოვანება რომ შეიტყვეს, უკან დამაბრუნეს, მაგრამ შემდეგ ცდაზე წამიყვანეს. ახლაც თვალწინ მიდგას ის ამბავი, რაც გაწვევის ადგილზე ხდებოდა _ ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, საყვარელ ადამიანებს ემშვიდობებოდნენ... ზოგს _ სამუდამოდ...
ათ ახალგაზრდასთან ერთად წამომიყვანეს ჩემი რაიონიდან თბილისში. 1942 წლის 5 მაისი იყო. დედაქალაქშიც ყველა ტიროდა, აქაც ერთმანეთს თვალცრემლიანი ემშვიდობებოდნენ. ნავთლუღის მიმღებ პუნქტში აღმოვჩნდით, თმა გადაგვპარსეს, მატარებელში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს. ვფიქრობდი, სადმე გავჩერდებით და დედას წერილს მივწერ-მეთქი, მაგრამ 38 დღე-ღამე ვიარეთ და ვლადივოსტოკში ჩავედით. საბოლოოდ, კუნძულ სახალინზე ისე აღმოვჩნდი, რომ დედას წერილი ვერ გავუგზავნე.
სახალინზე ფიცი დავდეთ და მესაზღვრეების ნაწილში ჩავირიცხე. მძიმე დღეები დამიდგა. ყოველღამე, სულ ცოტა, ორჯერ მაინც განგაში ცხადდებოდა, ბევრს გვარბენინებდნენ. ცოტა ხანში მივიღეთ განკარგულება, რომ ფრონტზე უნდა წავსულიყავით. ორი თვის შემდეგ მოვხვდი კუიბიშევში, სადაც ჩვენი ნაწილი დააკომლექტეს და 62-ე არმიას შეუერთეს. დივიზია 45-ე იყო. გამოგვიცხადეს, რომ სტალინგრადში უნდა ჩავსულიყავით.
ბავშვობაში შურდულიდან კარგად ვისროდი, ამიტომ, როცა იარაღს გვირიგებდნენ, ვთქვი, კარგი სნაიპერი ვარ, ამ საქმეში გამოვდგებიმეთქი. კარაბინი მომცეს. სნაიპერის მოვალეობა ნეიტრალურ ზონაში ბრძოლაა. სტალინგრადში ქარხანა იყო, "წითელი ოქტომბერი". სწორედ ამ ქარხნის ტერიტორიაზე ვიბრძოდი წინა ხაზზე ორ თვის განმავლობაში. 1943 წლის 14 იანვარს დამჭრეს.
გერმანელები და ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. მათი სანგრებიდან ამოსული კვამლი ჩანდა, ხმა გვესმოდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავდით,რადგან ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. როცა გერმანელმა მესროლა,მივხვდი, რომ დამჭრა, მაგრამ სროლა მოვასწარი. დიდხანს ვიყავი მიწაზეგართხმული, მეგონა, კიდევ მესროდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოვკალი.
საველე პირობებში გაშლილ ლაზარეთში შევედი, ჭრილობა დამიმუშავეს, აუცილებელი აღმოჩნდა ჩემი ჰოსპიტალში გადაყვანა. ჩემზე უმცროსი გოგო იყო ერთი, რომელმაც, როგორც კი მოსაღამოვდა, ციგაზე დამაკრა და წამიყვანა. გზა არ იყო, ვოლგის ნაპირზე მოვდიოდით. თითქმის მთელი ღამე მატარა, 8 კილომეტრი გამოვიარეთ და ბორანთან მიმიყვანა.
მხოლოდ ჰოსპიტლიდან მოვახერხე დედისთვის სამკუთხა წერილის გაგზავნა.დედას ჩემი წერილი რომ წაუკითხავს, გონება დაუკარგავს და რამდენიმე დღის შემდეგ დაღუპულა კიდეც ახალგაზრდა ქალი. რვა თვის განმავლობაში ჩემზე არაფერი იცოდა...
მალე გამოვჯანმრთელდი და ფრონტს დავუბრუნდი. ვიბრძოდი ბელორუსიაში, დიდი ბრძოლები გადამხდა დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევში, ოდესაში... იქაც დამჭრეს, მერე _ პოლონეთშიც. პოლონეთი და გერმანია ფეხით მაქვს მოვლილი.
ფრონტიდან სამივე ძმა დავბრუნდით.
როგორც სნაიპერმა, სტალინგრადში 18 გერმანელი გავანადგურე, სულ კი დიდი სამამულო ომის პერიოდში _ 59 ფაშისტი. ორჯერ დაწერეს გაზეთში ჩემზე.
მას შემდეგ ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ბევრიც _ ცუდი, მაგრამ დიდი სამამულო ომის დღეები ვერაფერმა დამავიწყა."- იხსენებს ბატონი ტარას იჩქიტიძე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ ტარასს. (R)




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...