მერი შავაძე: "როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები"

საზოგადოება

მერი შავაძე: "როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები"

2019 ოქტ 15 18:06:24

“რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ, მაგრამ არასდროს დავცემულვართ სულიერად. ძალიან მშრომელი მშობლებში ოჯახში გავიზარდე და მეც მათგან ვისწავლე დაუღალავი შრომა“, _ გვიყვება თავის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას (მთისპირი) მცხოვრები მერი შავაძე.

მერი შავაძე მეუღლესთან, ჯემალთან და შვილთან _ თამუნასთან ერთად სოფლის ბოლოს, მთის ძირას ცხოვრობს. ქალაქიდან მოშორებით, შეიძლება ითქვას, სხვა სამყაროში. ჯემალს და მერის კიდევ ჰყავს ერთი შვილი, რამაზი, რომელიც ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.

დღეს მხოლოდ ქალბატონი მერის შესახებ მოგითხრობთ. ვთვლი, რომ ის ჩვენი დროის გმირია და თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამას წერილიდან შეიტყობთ.

მერის ამბები სპონტანურად ჩავწერეთ. ხან _ ბოსტანში, ხან _ სამზარეულოში და ხან კიდევ ეზოში მოგვიწია მასთან გასაუბრება.

ბავშვობა

“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ვცხოვრობდით. ვიდრე ცოცხალი იყო ბებიაჩემი და ბაბუაჩემი გადასახადს იხდიდნენ, რადგან რეპრესირებული ოჯახის წევრები ვიყავით. ბაბუაჩემი 1941 წელს წაიყვანეს  ომში, ბებიაჩემი მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად. ჩვენს ოჯახს შუა აზიაში უპირებდნენ გადასახლებას, მაგრამ ბებიაჩემა იმდენი მოახერხა, დატოვეს. მამაცი ქალი იყო, წერა-კითხვა არ იცოდა. შვილებთან ერთად მუშაობდა ყოველდღე. მისი ნამუშევარის დიდ ნაწილს ხარკის სახით სახელმწიფოს უხდიდა.


წლების შემდეგ გაირკვა, რომ ბაბუაჩემს ცოლად გერმანელი ქალი შეურთავს. ბაბუაჩემმა მითხრა, ომში სიცოცხლე გერმანელმა ქალებმა შეგვინარჩუნესო. გერმანიაში ორი შვილი შეეძინათ, შემდეგ ბაბუაჩემი შვილებთან ერთად ჩამოვიდა ზოტში. ბავშვები ბებიაჩემმა და მამიდაჩემმა გაზარდეს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, არანაირი გასართობი არ იყო ბავშვებისთვის... მახსოვს კვირაში ერთხელ კინო იყო სოფელში. ბავშვობიდან ვიყავი ბოსტანში, ყანაში, ვუვლიდი შინაურ ცხოველებს და ფრინველებს“.

პირველი სიყვარული და ოჯახი...

მამაჩემის ბიძაშვილმა ცოლი მოიყვანა უკანავიდან. როდესაც სოფელში მოიყვანეს პატარძალი, იქ დავინახე ჯემალი და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. წელიწადში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს. გაცნობიდან სამ წელში გავთხოვდი. მეათე კლასში ვიყავი, საგამოცდო ბილეთები მქონდა ხელში, როდესაც დავინიშნე ჯემალზე. პედაგოგიურზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. შეგვეძინა ორი შვილი _ რამაზი და თამუნა".


მერი შავაძე 2006 წელს „გურია ნიუსის“ რედაქციაში მოვიდა და თავისი მთავარი გასაჭირის გასაცნობად სახლში მიგვიწვია.

„ყველაზე მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ვიდრე თამუნა ეტლით მოსარგებლე გახდებოდა, ათასი პრობლემა იყო სოფელში და ეს ჩვენს ოჯახსაც შეეხო. 90-იანი წლები ყველას ახსოვს. მე და ჩემმა მეუღლემ სოფლის მეურნეობას მივყევით ხელი _ წელიწადში მარტო ათას ძირ ლობიოს ვუვლიდი, სიმინდის ყანა გვქონდა, შინაური ცხოველები. როდესაც ოჯახი შევქმენით უკანავაში დავსახლდით. ტყის პირას ქოხში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ პატარა სახლი ავაშენეთ.


შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა _ თამუნას ოთხივე კიდური პარალიზებული ჰქონდა (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი ჰქონდა კისერი, კერძოდ, მეხუთე და მეექვსე მალა. ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად გადარჩა. ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. ახლაც სჭირდება დახმარება და რეაბილიტაციისთვის თურქეთში წასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს.

წამებში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი თვე დამჭირდა გამეაზრებინა თამუნას ამბავი და შემდეგ შევუდექი აქტიურობას. 2006 წლიდან დღემდე ყველას შეძლებისდაგვარად ვაწუხებდი და ვაწუხებ. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები და ეს გრძნობა ენით აღუწერელი არის. იყო დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელს ვხვდებოდი, ფეხსაცმელიც არ მქონდა მთელი, შიგნით ცელოფანი მქონდა ჩაფენილი და ისე მივდიოდი სოფლიდან ქალაქში. რამდენჯერ ცხვირწინ მოუხურავთ ჩემთვის კარი, ამის გამო მიტირია, მაგრამ ეს ამბავი სახლში არ მითქვამს. ბევრჯერ დაგვხმარებია ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საზოგადოების წევრები. კეთილი ადამიანები არსებობენ და ამით გადავრჩით. ხშირად მქონია უიმედობის შეგრძნება, მაგრამ ისევ კეთილი ადამიანებს გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან".


“როგორია ქალის ცხოვრება სოფლად?“

იშვიათად მცალია მეზობელთან გადავიდე და ყავა დავლიო. დილა იწყება ჩემთვის 6 საათზე და არც ვიცი, როდის ვიძინებ. დილით ყავას დავლევ და შემდეგ, როდის ვჭამ საჭმელს, არ ვიცი. ბოსტანი მაქვს, ვუვლი ყვავილებს, ზაფხულიდან დღემდე ზამთრისთვის შესანახებს ვინახავ. მეტი, რა უნდა გავაკეთო, ერთმა ქალმა. ასეთია სოფლად მცხოვრების ქალის ბედი. მთავარია, ჯანმრთელობა და სხვას მე არაფერს ვნატრობ“.

რაზე ოცნებობს მერი შავაძე?

“თამუნიას ჯანმრთელობაზე ვოცნებობ, რომ ეტლით აღარ დადიოდეს. ჩემი ოცნება ეს არის. მინდა წავიყვანო თურქეთში და ჯანმრთელად მყავდეს ჩემი გოგო. მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ“.

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა!

საქართველოში დასაქმებული ქალების 36% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა მცირე საოჯახო მეურნეობებში მუშაობს. მცირე მეურნეობების მხარდაჭერა სოფლად ქალების გაძლიერებას ნიშნავს.




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...