„მეშინია მისი“ _ რა მისწერა ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ომბუდსმენს

საზოგადოება

„მეშინია მისი“ _ რა მისწერა ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ომბუდსმენს

2018 ოქტ 10 10:40:49

 ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი კობა ხაბალაშვილი, ონსტანტინე შარაშენიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს _ ხაბალაშვილი ამბობს, რომ შარაშენიძე მას უკანონო ქმედებების გახორციელებას სთხოვს:

მერი ჩემზე ახორციელებს ზეწოლას და მაიძულებს უკანონო ქმედებების ჩადენას. მას სურს დავწერო ისეთი დასკვნა, რომლითაც საფუძველი ექნება, მისთვის არასასურველი კადრი, სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე გაათავისუფლოს, _ აღნიშნა ხაბალაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მერის პირადი ინტერესების გამო, აუდიტის სამსახური პარალიზებულია:

ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ დაიწერა დისციპლინარული წარმოება თამარ დუმბაძეზე, რაც არ შეიძლებამე ვიცი რამდენიმე სამსახური, სადაც არანაკლები სამსახურეობრივი პრობლემებია და  რეკომენდაციების გაცემაა საჭირო, თუმცა, ასე არ ხდება.

ფაქტობრივად, პარალიზებულია შიდა აუდიტის სამსახური და მუშაობს ერთი მიმართულებით  _ ყველა ბრძანება იწერება სოციალური სამსახურის შემოწმებაზე, _ აღნიშნავს ხაბალაშვილი.

მისივე თქმით, შარაშენიძე მას სამსახურიდან გაშვებით მხოლოდ იმის გამო ემუქრება, რომ დუმბაძის საქმიანობაში  დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

_ ნებისმიერი თათბირი, ნებისმიერი სამსახურეობრივი შეხვედრა  იწყება იმაზე ლაპარაკით, რომ სამსახურიდან უნდა გამიშვას, _ ამბობს კობა ხაბალაშვილი.

ის, რომ სოციალური სამსახურის უფროსს, თამარ დუმბაძეს მერის მხრიდან პრობლემები ჰქონდა ახალი თემა არ არის. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა. დუმბაძემ საკუთარი პრობლემების შესახებ და მასზე გახორციელებული დისკრიმინაციული ფაქტების გამო სახალხო დამცველს ორჯერ მიმართა.

ნინო ლომჯარიასთვის გაგზავნილ  წერილებში, დეტალურადაა აღწერილი ზეწოლის ის ფაქტები, რომელიც შარაშენიძის მხრიდან ხორციელდებოდა:

წერილში, რომელიც „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა დუმბაძე წერს:

2012 წლიდან ვარ „ოცნების“ პარტიის მხარდამჭერი. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მხარს ვუჭერდი სახელისუფლებო კანდიდატს ოზურგეთში, ბეგლარ სიორიძეს და არა დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს. მოგეხსნებათ, რომ საქართველოს რანდენიმე ქალაქში გაერთიანდა მუნიციპალიტეტები, მათ შორის ოზურგეთშიც.

მერიის არჩევნებში მინიმალური ხმების რაოდენობით, გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა - კონსტანტინე შარაშენიძემ,  აღნიშნულის მერე მოხდა მუნიციპალიტეტების შერწყმა  და ჩატარდა თანამშრომელთა მობილობის პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ ქართულ ოცნებას  ვარ პარტიის წევრი,  არჩვენების დასრულების შემოდგომ მივულოცე გამარჯვება იმ კანდიდატს  რომელსაც მხარს არ ვუჭერდი, ეთიკურად და გულწრფელად. ნამდვილად არ ვიყავი მის მიმართ მტრულად ანდა უარყოფითად განწყობილი.

გამარჯვებულმა კანდიდატმა და იმ დროისთვის უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, საკუთარ კაბინეტში დამიბარა 2018 წლის 28 დეკემბერს რამის 12-ის ნახევარზე და მითხრა, შემდგომი რამ, რომ შემომთავაზებდა გარკვეულ თანამდებობას ისევ სამსახურის უფროსობას და მე უნდა მეთქვა უარი წერილობით, შემდეგ სადმე დამნიშნავდა, სულ არ გამაგდებდა შენობიდან  მამაჩემის პატივისცემის გამო(მეზობლები ვართ).

ამის მიზეზი ბუნებრივია ჩემი პოზიცია იყო არჩევნების მიმდინარეობისას, ვახდენ მის სიტყვების ციტირებას: ,,ხომ გააკეთე იმისთვის ყველაფერი, რომ ბეგია სიორიძეს ყვერები თბილად ქონოდა და მჯდარიყო ამ სკამზე“. (ამ სიტყვების მოსმენა იყო ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი და დღემდე მტკივნეულია გასახსენებლად).

აგრეთვე, ,,შენ არ მოწონხარ ხალხს, არ უყვარხარ“. ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი ჩემით განცხადების დაწერას და სამსახურის დატოვებას,  ასევე ისიც ვუთხარი,  ხალხს ჩემდამი უარყოფითი დამოკიდებულება არ ქონდა და შევეხვედრებინე იმ ადამინებს   ვისაც ჩემთან პრეტენზია ქონდათ,  დამიბარა მეორე დღის სამსახურში დილის 7 საათზე უარყოფითად განწყობილ ხალხთან შესახვედრად.  მეორე დღეს დილის 7-ზე ვიყავი სამსახურში საერთოდ არ მოსულა. ზემო აღნიშნული ფაქტის შემდეგ ვიგებ. რომ დამნიშნა სამსახურის უფროსად.

აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ უბრალოდ კანონმა არ მისცა სხვაგვარად მოქცევის საშუალება. დანიშვნიდან დღემდე დრემდე არ მესალმება (მყავს უამრავი მოწმე), არ ვარ ჩართული არც ერთ პროცესში: მოქალაქეებთან შეხვედრა, ბიუჯეტის შემუშავების პროცესი და მრავალი სხვა.

28 დეკემბრის მერე მხოლოდ ერთხელ მქონდა მასთან კომუნიკაცია, როდესაც დამიბარა ოთახში,  ლაშა ჭელიძეთან ერთად (პარლამენტარ არჩილ თალაკვაძის ბიუროს თანამშრომელი) და მითხრა,  რომ ხსნის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს ოზურგეთში და იქ გადავსულიყავი სამუშაოდ, იქ დამხვდებოდა კარგი სამუშაო პირობები ,,2 სველი წერტილით“. მე  ვუთხარი რომ არ ვარ დაინტერესებული ამ სამსახურით. სხვა შემთხვევაში თუკი რაიმეზე უნდა ჩემთან კომუნიკაცია, მესაუბრება მისი მოადგილე ირაკლი სირაძე. 

მოქალაქეთა შეხვედრის დრეებში არ ვარ ჩართული ამ პროცესში,  ამას ადასტურებს მუნიციპალიტეტის გვერდზე განთავსებულ ფოტოებში, სამაგიეროდ, ყოველთვის ესწრება ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილების უფროსი.

კონსტანტინე შარაშენიძის მხრიდან  ვარ დისკრიმინაციის მსხვერპლი მუდმივად.

მაგალითად ბრძანებით გამოუყო ყველა სამსახურის უფროს და სხვა თანამშრომლებსაც  საწვავი, მე - საერთოდ არ გამომიყო. (აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ არ უნდა ამ ადგილას ვიმუშაო რადგან არჩევნებში მას არ ვუჭერდი მხარს და უნდა ყველანაირად გამიუარესოს სამუშაო პირობები) ასევე მოექცა ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს ხათუნა სურგულაძეს, (რომელიც ჯერ უკანონოდ დააქვეითა, ავიწროებს, დევნის ქვრივს, ორი შვილის მარტოხელა დედას - მის საქმეს თქვენი უწყებაც სწავლობს) რომელსაც ჯერ 50 ლიტრი საწვავი გამოუყო თვეში,  შემდეგ საერთოდ გააუქმა, რადგან ხათუნაც მის ოპონენტს უჭერდა მხარს თვითმმართველობის არჩევნებზე.

ჩემი სამსახურეობრივი პოზიციისთვის  მნიშვნელოვანია გარკვეული საკითხები გადავამოწმო ადგილზე, მაგალითად ბინის ქირას ვუხდით შეჭირვებულ მოსახლეობას და უნდა გადავამოწმო ხომ არ ააქვს ადგილი სახელმწიფო  თანხის  არამიზნობრივ ხარჯვას, რამდენად ნამდვილად ემსახურება გადარიცხული  თანხა მიზანს. (შეგიძლიათ გამოითხოვოთ საწვავის შესახებ ინფორმაცია და ამით დადასტურდება ეს საკითხი).

 მისმა მოადგილემ გამომიცხადა, რომ ჩემი მეგობარი ეკა ნინიძე რომ არ უნდა შემოვიდეს  ჩემს ოთახში, რადგან ეკაც არჩევნებში მერის მოწინააღმდეგის მხარდამჭერი იყო.

 ჩემს საკითხზე  იურისტებს,  აუდიტის სამსახურის უფროსს  დანიშვნის  დღიდან  ავალებს როგორმე  გამათავისუფლონ სამსახურიდან.

მოდიან ჩემთან მეგობრები და მეუბნებიან, რომ გავიდე ბიულეტინზე ან შვებულებაში.

მე რეალურად მეშინია მისი მხრიდან რაიმე სახის აგრესიის, ანდა ანგარიშსწორების ან მარტო დარჩენის შემდგომ პროვოკაციის მოწყობის მიზნით. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მიმართვა თქვენთვის. როცა ჩხუბობს ხმამაღლა საუბრობს სამსახურში, სულ ვერიდები სადმე არ გადავაწყდეთ, მეშინია მისი. ჩემი ინფორმაციით, აქვს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები, სვამს დამამშვიდებელ წამალს. ვფიქრობ ყველა თანამდებობის პირი უნდა მოწმდებოდეს ნარკოლოგიურ ტესტზე, რამდენად შეესაბამება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ პასუხისმგებლობას და თანამდებობას  რასაც ასრულებს. (კარგი იქნება თუ დაექვემდებარება ეს პირი გადამოწმებას, რომ მეც და სხვა თანამშრომლები დაცული ვიყოთ).

ამ მოლოდინს ამყარებს რაიონში კარგად ცნობილი ინციდენტები როდესაც მან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა სხვადასხვა პირს. მართალია სხვა პირთა დანაშაული მე არ მეხება, თუმცა ამ ისტორიებიდან გამომდინარე მე მიმძაფრდება  შიში, რომ ეს პირი რაიმე ზიანს მომაყენებს, გარდა იმისა რა ზიანსაც, ფსიქოლოგიურ წნეხს ვგულისხმობ, ყოველდღიურად მაყენებს.

ვმუშაობ მუდმივ სტრესულ გარემოში, შიშში; ვარ განსხვავებული, შეურაცხმყოფელი დისკრიმინაციული დამოკიდებულების მსხვერპლი მუდმივად; გადაწყვეტილი მაქვს მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა,  სიტუაციას, არ წამოვიდე სამსახურიდან. მუდმივად მეშინია, არ ვიცი რას უნდა ველოდო სამსახურში ყოფნის დროს“, _ აღნიშნულია წერილში, რომელშიც მოყვანილ ფაქტებს სახალხო დამცველის აპარატი უკვე სწავლობს.

ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს ოზურგეთის მერი. კონსტანტინე შარაშენიძე „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მერიაში რამდენჯერმე მისულებს კი სამსახურში არ დაგვხდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი მერიას მოუწოდებს ამომწურავი განმარტება გააკეთოს:

იმ ფონზე, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არაერთ თანამშრომელს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მოტივით დავა აქვს მერიასთან, თამარ დუმბაძის და კობა ხაბალაშვილის განცხადებები დროულად უნდა იყოს შესწავლილი.

დაუშვებელია შიდა აუდიტის სამსახურის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის _ მისი მთავარი ამოცა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის და ეფექტიანობის შემოწმებაა. ოზურგეთის მერიამ ამომწურავი განმარტება უნდა გააკეთოს, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე: წინასწარ ნაყიდი შარვალ-კოსტუმი და ერთ მუშტად შეკრული ოპოზიცია პოზიცია ოზურგეთის საკრებულოში

რა ხდება ოზურგეთის მერიაში _ ოთახებში გადაადგილება თუ ზეწოლის მორიგი მცდელობა

ახალი სკანდალი ოზურგეთის მერიაში _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქმის დროულ შესწავლას ითხოვს




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...