მეუფე იოსები: ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია

საზოგადოება

მეუფე იოსები: ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია

17 აპრ. 2020, 09:13:17

შემოქმედელი მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა  გუშინ ჩოხატაურში, იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იქადაგა.

ქადაგების დროს მან თქვა, რომ თუ ადამიანების გარკვეული ნაწილი ვერ მივა ეკლესიაში და არ დაესწრება სააღდგომო ლიტურგიას, ცოდვად არ ჩაითვლება.

შეგიძლიათ დარჩეთ სახლში თუ რამე დაავადებები გჭირთ, ან გეშინიათ, მერე რა, მეც მეშინია, იცით? ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია,  ვიდრე ამ ვირუსის. რომც დამემართოს კორონა ვირუსი რა პრობლემაა, რა ვიცი, შეიძლება ქუჩაში დამემართოს, შეიძლება სუპერ მარკეტში ისეთი ამბებია ეკლესია მონაგონია. ნებისმიერ ადგილას შეიძება დამემართოს კორონა ვირუსი, რა ვქნა, თუ ღვთის ნებაა, დამემართება, თუ არაა ღვთის ნება- არ დამემართება. ვაჟკაცობა, რომ მე ვირუსი არ დამემართება, არ შეიძლება. პირიქით, შეიძლება უფრო დაგემართოს. თავმდაბლობით მივიდეთ უფალთან და ვთხოვოთ უფალო, შემაძლებინე აღდგომის ღამეს თაყვანი გცე და მოვიდე შენს წმინდა ტაძარში. თუ ვერ მოხვალთ, არც ესაა პრობლემა. ერთი კვირის მანძილზე თქვენ შეგიძლიათ ეზიაროთ. მე ვერც იმას გეტყვით, არ მოხვიდეო, არც იმას გეტყვით - მოდიო. თქვენი გადასაწყვეტია. მე აუცილებლად მოვალ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენსავით მეც მეშინია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანია, ვინც გარდაიცვალა და ძალიან დიდი პრობლემებია მსოფლიოში. - თქვა ქადაგების დროს მეუფე იოსებმა.

მისივე თქმით, აშკარად, ეს ვირუსი შექმნილია სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ რწმენით, სასოებით, სიყვარულით შევხვდეთ ამ დიდ განსაცდელს.

„30 წელია სასულიერო პირი ვარ და ასეთი მარხვა, განსაცელი არ მქონია. ყველაფერი ღვთის ნებაა, ხალხო! დაგვემართება- დაგვემართება, რა ვქნათ. შეიძლება გარეთ გავიდე, აგური დამეცეს და გარდავიცვალო. კორონა ვირუსი მომკლავს, შიმშილი მომკლავს თუ აგური დამეცემა, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე აუცილებელია, რომ ჩვენ სხვას არ გადავდოთ ჩვენი ავადმყოფობა. არ არის სასურველი ხელზე კოცნები. მე დარწმუნებული ვარ, არც ჩემგან გადაგედებათ, არც ეკლესიიდან. ეკლესიაში არსებობს 7 საიდუმლო და 7 საიდუმლოდან არაფერი არ გადაგედებათ. ეს არის საკურნებელი სულისა და ხორცისა. დანარჩენი- ჩვენ შეგვიძია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. წარმოიდგინეთ, ადრე მუსლიმები შემოდიოდნენ ადრე საქართველოში და ხოცავდნენ ქრისტიანებს. შემოვარდებოდნენ და ვინც წირვაზე იდგა ყველას კუწავდნენ. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის თავი მომაჭრის ვინმე  თუ საავადმყოფოში გარდავიცვლები.

როდესაც კონსტანტინეპოლი აიღეს და აია სოფიას ტაძარში შევარდნენ მუსულმანები. არც ერთი ქრისტიანი იქ ცოცხალი არ დატოვეს და მღვდელი, რომელიც აზიარებდა ხალხს, შეტრიალდა, შევიდა საკურთხეველში, გავიდა კედელში და გაქრა. წინასწარმეტყველებაა, რომ ის მღვდელი გამოვა საკურთხევლიდან და გააგრძელებს ზიარებას. ზიარება, ლიტურგია ამაზე დიდი არ არსებობს. ლიტურგია ეს არის უპირველესი, ამის გარეშე აზრი არა აქვს ეკლესიის არსებობას. აქ რომ ლიტურგია არ ჩატარდეს ეს იქნება ჩვეულებრივი სახლი.

შევთხოვოთ ღმერთს, გამოგვიყვანოს ამ უდიდესი განსაცდელიდან. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დავიცვათ ერთმანეთისგან დისტანცია. გაიკეთეთ დეზინფექცია. სანამ პანდემია გავრცელდებოდა, მე პატრიარქს ვიცნობ 40 წელია. მას ჯიბეში სულ ჰქონდა სპირტი. როდესაც წირვას დაასრულდებდა, დაისხურებდა ხელებზე და იწმინდავდა. ხოდა ახლა ეს აუცილებელია. სისუფთავე აუცილებელია,”_ თქვა ქადაგების დასასრულს მეუფე იოსებმა.




 ახალი ამბები
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...