მიხეილ ჩხენკელი: „მასწავლებლები თანამედროვეობის გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე"

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: „მასწავლებლები თანამედროვეობის გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე"

24 ოქტ. 2020, 16:23:03

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პედაგოგების როლი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში და მასწავლებელებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის.

„როგორც იცით, განათლების რეფორმა, ზოგადი განათლების მიმართულებით, სკოლების მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და   კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სკოლისთვის მთავარი პიროვნება მასწავლებელია. შესაბამისად, მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა - ეს იქნება ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტული მიმართულება. აქ იგულისხმება მასწავლებლების ხელფასების ზრდა, რაც უკვე დაწყებულია და  გაგრძელდება. მაგრამ, ხელფასები მხოლოდ ერთი ნაწილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიაზარდოს მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ეს პროფესია იყოს ჭეშმარიტად დაფასებული.

როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ტალღაა ახალგაზრდების, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, გახდნენ მასწავლებლები. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლის პრესტიჟი საზოგადოებაში იზრდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებეთ, იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდეს.

განათლების რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება მომავლის სკოლა - ხვალინდელი სკოლა იქნება ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს.  ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელსაც გამოიჩენს სკოლა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მასწავლებლების და სკოლის ხელმძღვანელების უდიდესო როლი პანდემიის პერიოდში გამოწვევების თვალსაზრისით, ის მაღალი შეფასებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს და დააფიქსირეს ჩვენი განათლების სისტემის მიმართ, პირველ რიგში ჩვენი მასწავლებლების დამსახურებაა.  მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ამ გმირობისთვის. ისინი ჭეშმარიტად თანამედროვეობის გმირები არიანქედს ვიხრი მათ წინაშე" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. (R)




 ახალი ამბები
  • უწყლობა ხიდისთავში- როდის მიეწოდება მოსახლეობას წყალიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სოფელში უწყლობის პრობლემა წყალსადენი მილის დაზიანებას უკავშირდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა. „დილიდან ამ პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. უკვე მესამეჯერ მივდივარ გორთაფონში. ხვალ დილისთვის სოფელს წყალი ექნება“,_ გვითხრა მერის ... ...
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. "ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების ... ...
  • არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავესპოლიციამ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას”, _ წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • ექსტრემალური სათხილამურო სპორტი - რატომ თქვა შვეიცარიელმა ინვესტორმა უარი ბახმაროზეეროვნებით შვეიცარიელმა ინგო შლუტსიუსმა საქართველოში თხილამურებით სრიალის თავისუფალი სტილი ექსტრემალურ სპორტად 2016 წელს დაამკვირდრა. ამ წელს 500 000 ევროს ინვესტიციით, მან ბახმაროში შვეიცარიული ტურისტული კომპანია Powderproject-ი დააფუძნა. რა პერსპექტივები აქვს საქართველოში ექსტრემალური სათხილამურო სპორტის მიმართულებას, რა პრობლემებს აწყდება კომპანია და რატომ აღარ აპირებს შვეიცარიული კომპანია საქართველოში ინვესტირებას, ამის შესახებ Powderproject-ის დამფუძნებელი ინგო შლუტსიუსი საუბრობს. „საქართველოში ექსტრემალური სპორტის მიმართულებით კომპანიის შექმნის იდეა 2014 წელს გამიჩნდა, როდესაც Cat skiing-ით (სათხილამურო სპორტის სახეობა) მეგობრებთან ციმბირში ვიყავი. ჩემი მეგობარი სპორტსმენია, მე ტურიზმის სპეციალისტი - მან მითხრა, რომ თუ რამის გაკეთება მინდა ამ მიმართულებით, ლოკაციად კავკასიის მხარე და კერძოდ საქართველო უნდა ავირჩიო. ეს კომპანია დავაარსე, როგორც შვეიცარიული კომპანია, რათა საერთაშორისო კლიენტებს შევთავაზოთ თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალი.  ამ ეტაპზე არ გვაქვს რამე სახის სერვისები, რადგანაც სტუმრების მიღებას ვიწყებთ დეკემბრის პირველი რიცხვებიდან. ბახმაროში გვაქვს სახლები და ვამატებთ კიდევ რამდენიმეს. როგორც წესი, ქუთაისის აეროპორტიდან კლიენტის აყვანით ვიწყებთ, მოგვყვას ბახმაროში, ვთავაზობთ საცხოვრებელს, ასევე ვთავაზობთ გიდის მომსახურებას და სასრიალო ტრასებს, რომელიც ჩვენ გავიყვანეთ.  აგვყავს კლიენტები მწვერვალზე და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო დაშვებას. ძირითადად, გვყავს 4 ჯგუფი - სამი ჯგუფი გვყავს ბახმაროში, ხოლო ერთი ჯგუფი - აჭარაში. ჯგუფში მინიმუმ 10 ადამიანია, მძღოლისა და გიდის ჩათვლით. სტუმრები ჩამოგვყავს იტალიიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან - თითქმის მთელი პლანეტიდან,“ - ამბობს ინგო შლუტსიუსი. ინვესტორის თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს საუკეთესო ექსტრემალური სპორტის მიმართულებით, რომ არა კონკრეტული გარემოებები, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზები. „ექსტრემალური სპორტის სახეობა საკმაოდ უნიკალურია,  ამისთვის გამოცდილება გჭირდება. ვინც ჩვენთან მოდის, მათ ძირითადად სრიალის 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ, ანუ ბავშობიდა თხილამურებზე დგანან და სეზონზე მინიმუმ 30 დღეს სრიალით არიან დაკავებული.  საქართველოს შეუძლია გახდეს იდეალური ადგილი ექსტრემალური სპორტის სახეობებისთვის, მაგრამ პრობლემა გვაქვს სხვა ოპერატორებთან, რომლებიც ცდილობენ დააკოპირონ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ გაგვყავს ტრასები და სხვადასხვა კომპანიები უბრალოდ იყენებენ მას. საერთაშორისო ბაზარზე - კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში -  შენ არ გაქვს ეს პრობლემა, რადგან გაქვს საკუთრების უფლება.  ოპერირებს ერთი კომპანია ერთ არეალზე და შეგიძლია მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდო ხალხს -  ამას საქართველოში ვერა და ვერ მივღწიეთ.  2 წლის წინ, მინდოდა მეორე ბაზა გაგვეხსნა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს სისტემა მოუწერიგებელია და იგივე განმეორდება. მე აღარ ვაპირებ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას,“- ამბობს ინვესტორი. ცოტა ხნის წინ კომპანია Powderproject-მა ახალი მიმართულება დანერგა აჭარის მთებში, თუმცა ელექტროენერგისთან დაკავშირებული პრობლემები, მოგების მიღების შანსებს ამცირებს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.  „პანდემიის გამო, ახალი სისტემა შევქნებით, რომ ყველა ჯგუფი განცალკევებით იყოს და უსაფრთხოდ, ამიტომაც ისინი ცალკე სახლებში არიან.  Cat Skiing-ი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ჯერ საკმარისი თოვლი არ გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ წელს საკმაოდ მზარდი მაჩვენებელი იყო ქართველი ტურისტების. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, სიტუაცია ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფრენების გამკაცრება მძიმე ტვირთია ყველა ბიზნესისთვის. ბევრი შესაძლებლობა არაა უცხოელებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ. ამიტომ, გვინდა მეტი შესაძლებლობა ადგილობრივებს მივცეთ არა მხოლოდ ექსტრემალურ სპორტის სერვისებით, არამედ უბალოდ დასვენებით და სრიალით ბახმაროში.  მეორე ტრასა აჭარის მთებში იმდენად უნიკალურია, ვფიქრობ, არავინ გამოიყენებს ამ ტრასებს, მაგრამ პრობლემაა უშუქობა იმიტომ, რომ ჩოხატაურში ამ ტერიტორიას დენი არ მიეწოდება და გენერატორებზე ვმუშაობთ, ვფიქრობ მომგებიანიც ვერ იქნება,“ - განმარტავს ინგო შლუტსიუსი.  powderproject.ch რომელიც cat ski სრიალით არის დაკავებული, მსურველებს ბახმაროში “სახლის ოფისის” გადატანას სპეციალური პირობებით სთავაზობს. სტუმრებს რომლებსაც ბახმაროში 2, 3 კვირა და მეტი დროით დარჩენის სურვილი ექნებათ კომპანია გარანტირებულ სრიალს სთავაზობს პანდემიის პირობებში. წყარო: ... ...
  • სად დაზიანდა გაზსადენის მაგისტრალი და როდის მიეწოდება ბუნებრივი აირი მოსახლეობასგუშინდელი დილიდან, გურია-აჭარის რეგიონს გაზი არ მიეწოდება გაზსადენის ავარიიის გამო. შპს  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  ავრცელებს განცხადებას, რომ  მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მილი, ქობულეთის სიახლოვეს აღმოაჩინეს. „ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" სპეციალური ჯგუფების მიერ, განხორციელებული სამუშაობის შემდეგ, დადგენილ იქნა, ავარიის მიზეზი"ქუთაისი-სოხუმის", მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე.   შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 28 ნოემბრის 24 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება, სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს. ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას.“ განცხადების მიხედვით, მოსახლეობა დღეს უნდა ელოდოს გაზის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...