მიმართვა ელჩს - ევროკავშირის მოქალაქე არასრუწლოვანს ცხინვალის გავლით გატაცება ემუქრება

საზოგადოება

მიმართვა ელჩს - ევროკავშირის მოქალაქე არასრუწლოვანს ცხინვალის გავლით გატაცება ემუქრება

3 ივნ. 2020, 13:56:05

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან - ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.

ორგანიზაციის განმარტებით, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს სასამართლო განიხილავს არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის კვიპროსში დაბრუნების საკითხს. მშობლები - დედა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მამა კი - ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. არასრულწლოვანი დაბადებიდან იზრდება მამასთან და მამის ოჯახთან, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დედამ გამოავლინა ბავშვის მიმართ არასათაანდო საამღზრდელო უნარ-ჩვევები. სამწუხაროდ, არასრულწლოვანი დედის მიმართ, ქართულმა პოლიციამ 3-ჯერ მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოყენების გადაწყვეტილება. ორ შემთხვევაში - მეუღლესთან კონფლიქტის გამო, ერთ შემთხვევაში კი ბავშვთან ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მამის ოჯახი 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოში საცხოვრებლად კვიპროსის რესპუბლიკიდან გადმოვიდა, შეწყდა დედის მატერიალური უზრუნველყოფა, ქალბატონმა სარჩელი წარადგინა შვილის გაუჩინარების საფუძვლებით და სამართლებრივი მეთოდებით დაიწყო საქართველოში მყოფი მეუღლის ოჯახის შევიწროვება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განკარგულების საფუძველზე, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დედას - ოლივია ანოტონს მიენიჭა უფლება, ბავშვი წაიყვანოს ღამის თევით, რასაც საქმეში არსებული არაერთი მასალა მიუთითებს, რომ არასრუწლოვანი ეწინააღმდეგება, თუმცა კანონის გვერდის ავლით, პირადი ურთიერთობებისა და ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, ოლივია ანტონმა შეძლო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მენეჯმენტის სამი წარმომადგენლის - ნინო იობაშვილის, გიორგი კუპრეიშვილისა და ეთერ ცხაკაიას (რომელიც, ამჟამად გათავისუფლებულია, მათ შორის დასახელებული საქმის გამო) დახმარება, რეალობის გამომრიცხველი დოკუმენტაციის შექმნა და ოლივია ანტონისთვის ნაკარნახევი სტრატეგიით, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საჩივრების წარდგენა, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანის მამა არღვევს კანონს და არ ახდენს სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულებას - დედისთვის შვილის ჩვენებას. სინამდვილეში, საქართველოში ყველა კომპეტენტური უწყება ინფორმირებულია - მამამ გააძლიერა არასრუწლოვანის უსაფრთხოების დაცვა. არასრუწლოვანის გადაადგილებას იცავდა დაქირავებული პირადი დაცვა, ვინაიდან სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დედა - ოლივია ანტონი გეგმავს ბავშვი ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონის - ცხინვალის გავლით გაიყვანოს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში. ოლივია ანტონი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არალეგალური და იმავდროულად, ადმინისტრაციული მნიშვნელობის საზღვრის კვეთა, მისთვის არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას. შესაბამისად, ბავშვის რუსეთის ფედერაციაში აღმოჩენა, მთლიანად, იურიდიულ საფუძვლებს აცლის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იქმნება, ერთის მხრივ არსებითი საფრთხე იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი შედეგის მქონე გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს, მეორეს მხრივ ვერც საქართველომ, ვერც კვიპროსისა და შემდგომში, პოტენციურად - ჩეხეთის რესპუბლიკამ ვერ დაიბრუნეს საკუთარი მოქალაქე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, არასრუწლოვანის მიმართ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან, დასახელებული მენეჯმენტის მხრიდან, 2020 წლის 2 ივნისს დაიგეგმა ჩვეულებრივი სპეციალური ოპერაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებამ განსაკუთრებული დავალების საფუძველზე, მოითხოვა არასრულწლოვანის გამოკითხვა. უარყოფილი იქნა მამის შეთავაზება ალტერნატიული თარჯიმნისა და ფსიქოლოგის დასწრებაზე. 29 მაისს, მხარე გამოცხადდა დანიშნულების ადგილას, თუმცა საგამოძიებო ორგანოს მიერ მითითებული თარჯიმანი ადგილზე გამოცხადდა ოლივია ანტონისა და მისი ადვოკატის სატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნულ ფაქტს მამის მხრიდან სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუ საგამოძიებო პროცესს ხელს შეუშლიდა, დაიჭერდნენ. არაობიექტურობისა და შეთანხმებების ლუსტრაციის პირობებში, არასრულწლოვანი კანონიერმა წარმომადგენელმა ადგილიდან განარიდა, საგამოძიებო უწყებამ კი შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მამამ ვერ შეძლო შვილის ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა. ფაქტის შესახებ ორგანიზაციამ ოფიციალურად აცნობა საქართველოს პროკურატურას, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2020 წლის 1 ივნისს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსის მხრიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არასრულწლოვანის ინტერესების დამცველის მიმართ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. საგამოძიებო უწყების განმარტებით, მათ სურდათ არასრულწლოვანის საცხოვრებელ მისამართზე გადამოწმება, სატელეფონო ზარიდან 1 საათში. უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ წარმომადგენელი იმყოფებოდა რეგიონში და არ გააჩნდა ინფორმაცია, იმყოფებოდა თუ არა არასრულწლოვანი მისამართზე. უწყების პოზიცია ეცნობა ბავშვის მამას, რომელმაც განმარტა, რომ 1 ივნისს აღნიშნავდა ბავშვის დაბადების დღეს. შესაბამისად, არ იმყოფებოდა სახლში და შესაძლებელი იქნებოდა, სხვა დროისთვის გადადებულიყო ვიზიტი, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ადგილზე დათქმულ დროს გამოცხადდნენ და მოახდინეს ფაქტის კონსტანტაცია არასრულწლოვნის მისამართზე არყოფნის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მამას საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუთქვამს ბავშვის გამოკითხვაზე. შესაბამისად, 2 ივნისს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები გამოცხადნენ საცხოვრებელ მისამართზე. მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას დაესწრებოდა მამის მხრიდან წარდგენილი თარჯიმანი და ბავშვის ბებია. გამოკითხვის დაწყებიდან მცირე დროში, არასრულწლოვანი დიალოგის ოთახიდან გავიდა ბებიასთან და უთხრა, რომ უწყების წარმომადგენლებს სურდათ მამასთან დაეშორებინა, რასაც მოჰყვა მხარის თარჯიმნის დამაზუსტებელი შეკითხვები, თუმცა როგორც ბებია, ასევე თარჯიმანი, უწყების წარმომადგენლებმა, სახლიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.

გამოკითხვის დასრულებისთანავე, რომლის შედეგებიც უცნობია, საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე, ოთხი ეკიპაჟით, იმყოფებოდნენ საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე და არასრულწლოვნის მამას გადასცეს შემაკავებელი ორდერი. გაირკვა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნისა და მიმართვის საფუძველზე, მამას 30 დღის განმავლობაში, აეკრძალა შვილთან ურთიერთობა. საფუძვლად დასახელდა ძალადობის ფორმა - „უგულვებელყოფა“, რაც გულისხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული დროებითი განკარგულების შეუსრულებლობას. პოლიციამ ნების საწინააღმდეგოდ, ბავშვი გადასცა სააგენტოს თანამშრომელს ნინო იობაშვილს, რომელმაც არასრუწლოვანი მიიყვანა დედასთან, ვინაიდან ოლივია ანტონს, გასაჩივრებული დროებითი განკარგულების მიხედვით, სამშაბათს დღეს შეეძლო ბავშვის გაყვანა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ასეთი არასრულწლოვანისა და მისი ერთი კანონიერი მშობლის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია, კრიტიკას ვერ უძლებს, მთლიანად ამორალურს ხდის სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ინსტიტუციას და ნდობას არ სძენს პოლიციის საქმიანობას. არასრუწლოვანი დგას ობიექტური საფრთხის წინაშე და არ არსებობს მხარე, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ბავშვის საქართველოში უსაფრთხოებაზე. მთლიანობაში, დაირღვა არასრუწლოვანის კანონიერი ინტერესები, სახეზე არ გვაქვს გამოკითხვის აუდიო ოქმი, უარყოფილ იქნა მხარის მოთხოვნა ბავშვის სასამართლოს წინაშე გამოკითხვის უფლებაზე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გამოკითხვის პროცესში ბავშვზე ზემოქმედების მოხდენაზე, გამოძიების თარჯიმანი, წინა დღეებში დაფიქსირებული შემთხვევისა, არ იმსახურებს კანონიერ ნდობას, უცნობია ბავშვის ამჟამინდელი მისამართი და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, უსაფუძვლოდ შეიზღუდა ბავშვის ბებიის უფლება შვილიშვილთან ურთიერთობის შესახებ, მამის მიმართ ადგილი ჰქონდა მტრული და ანტაგონისტური დამოკიდბეულებას, ვერბალურ განცხადებას, რომ დაიჭერდნენ, სააგენტოს ოფიცილაური პირებმა შეწყვიტეს ბავშვის მდგომარეობის შესახებ მის წარმომადგენელთან სატელეფონო და ელექტრონული სახის კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა.

საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელის ნაწილობრივი კვლევაც განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლომ, მთლიანობაში მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის დედასთან დაბრუნება არ ემსახურება მის საუკეთესო ინტერესებს, რადგან მას არ აქვს არავითარი გამოცდილება ბავშვთან დამოუკიდებელი ურთიერთობისა, არ იცის ჩეხური ენა, ხოლო ბავშვმა არ იცის რუსული და ინგლისური ენები. ოლივია ანტონს ამოძრავებს შურისძიება მეუღლის მიმართ, ვინაიდან დედამ ქართულ სასამართლოში წარადგინა ფოტოები, სადაც მამა შვილს ჰიგიენური წესით აბანავებს და მამას ბრალი დასდო პორნოგრაფიაში. 2019 წლის 21 ნოემბერს, ქართულმა სასამართლომ, ეს დოკუმენტი საქმიდან ამოიღო და დედის ამორალურ ზრახვებზე მიუთითა. სასამართლოს პოზიციის მიუხედავად, დედამ იგივე დოკუმენტები პოლიციაში წარადგინა და იმავეს მოითხოვს. პოლიციაშია დედის მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადების და სასამართლოსთვის მისი მიწოდების საქმეც, რომელიც შეეხება კვიპროსში დასაქმების კონტრაქტს და ქირის სადავო ხელშეკრულებებს. სასამართლოს წარედგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანის დედის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენას. აგრეთვე, აჭარის ა/რ პროკურატურა განიხილავს მამის და შვილის 2019 წლის აგვისტოში მარტვილიდან გატაცების საქმეს, სადაც კითხვები არასრულწლოვანი დედის მიმართაც დაისმის. საქართველოს შესაბამისმა კომპეტენტურმა უწყებამ არასრულწლოვანის დედას უარი უთხრა ცალკეულ საკითხებზე საქმის აღძვრაზე არა იმის გამო, რომ უყურადღებოდ მიიჩნიეს განცხადებით დასმული მოთხოვნები, არამედ ყველა მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, გამომწვევი და მითითებული გარემოებები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ჩვენ არ გვაქვს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ გვაქვს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ დედა გაფრინდა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ და მამის ხარჯებით ოთხდღიანი ვიზიტით ამსტერდამში, სადაც მას სურდა გამოეცადა ახალი ტიპის მარიხუანა. ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ოლივია ანტონის, როგორც დედის მოვალეობები, უკიდურესად უარყოფითადაა შეფასებული. სასამართლოს წინაშეა მშობლებს შორის 2016 წლის ხელშეკრულება, რომელის მიხედვითაც, ოლივია ანტონი უარს ამბობს ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარებასა და არასრუწლოვანის თანდასწრებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებასა და სიგარეტის მოწევაზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება, როგორც სხვა ფაქტობრივი გარემოებები, დასახელებული საქმიდან, მნიშვნელობის, შეფასებისა და რეაგირების გარეშეა იმ უწყებების მხრიდან, ვისაც სწრაფი გამოძიება და გადაწყვეტილებების მიღება ეხება.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, 2019 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. საქმეში არსებობს მხილების დოკუმენტები, რომელიც სოციალური მომსახურების სამსახურის მენეჯმენტის მიკერძოების, სოციალური მუშაკის - ნინო იობაშვილის მხრიდან კი ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხება, რასაც ორგანიზაცია სათანადო გამოქვეყნებას მისცემს.




 ახალი ამბები
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...