“მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“

საზოგადოება

“მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“

27 სექ. 2020, 20:27:03

83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.

 “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე.

ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში.

ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში.

აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს.

ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში.

მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი.

ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს.

“მე არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“

ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა.

“10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას“.




 ახალი ამბები
  • 250 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია (R)„ფორ ლაბი“ უკვე მეოთხე წელია საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს მაღალი ხარისხის სახარჯი მასალებით ამარაგებს. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო სფეროში აღნიშნულ მასალებზე მოთხოვნა გაიზარდა. „ფორ ლაბმა“ თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა და ბაზარზე მასალების მიწოდება გააორმაგა. ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის  გასამარტივებლად, თიბისიმ უპრეცენდენტო ცვლილება განახორციელა დაკრედიტების მიმართულებით და ბიზნესებს მისცა საშუალება ისარგებლონ 250 000 ლარამდე ბიზნესსესხით უძრავი ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე. ამ დრომდე საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის  ლიმიტი 50 000 ლარი იყო, თიბისიმ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე გაზარდა. უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა რაგბის კლუბმა „იუნკერები“, რომელიც უკვე მეორე წელია უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. იგი აერთიანებს როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდებს, ხოლო მის ბაზაზე მოზარდებს 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ რაგბს დაეუფლონ. „ჩვენ ვზრდით ახალ თაობას, რომლებსაც განვითარების შესაძლობა აქვთ. ამით საფუძველს ვქმნით, რომ შემდეგში მათ პროფესიონალური კლუბებში ითამაშონ. ამ სპორტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, რომ განვითარება შევძლოთ, გამართული ინფრასტრუქტურა გვქოდეს, მოვიზიდოთ ახალი მოთამაშეები და ა.შ.“ - ამბობს კლუბის  გენერალური დირექტორი გიორგი ნოზაძე. უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ, ასევე, შესაძლებელია ფილიალში მისვლაც. დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan  (R)         ... ...
  • სროლა ავჭალაში _ დაღუპულია 1 ადამიანისროლა იყო ავჭალაში ლიბანის ქუჩაზე. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან წყარო ატყობინებს, სროლის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. დეტალების გარკვევას "გურია ნიუსი" შსს-ში ცდილობს, რასაც უახლოეს დროში ... ...
  • ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები„გურია ნიუსმა“ იმ ავტომობილის ფოტო მოიპოვა, რომლითაც ზუგდიდში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ. მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ,  თავდამსხმელები გადაადგილდნენ,   დღეს დილით, სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის  თანხა ... ...
  • თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესსაქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს.-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ნ.ს. და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, საქმიან ნდობაში შევიდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოს დირექტორთან, რომელსაც თითქოსდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად გამიზნული 89 240 ევრო, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.ს.-ის მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის შეწირული თანხის 47% მმართველ პარტიაზე მოდის„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 22.6 მლნ ლარის შემოწირულება მიიღეს, რომლის 47% მმართველ პარტიაზე მოდის. ორგანიზაცია აღნიშნავს რომ ბოლო ერთ კვირაში, 10 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, მმართველმა პარტიამ 1 222 200 ლარის შემოწირულობა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 4 999 831 ლარის, „სტრატეგია აღმაშენებელმა“- 180 000 ლარის, ლელომ კი 170 700 ლარის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნება“ 10.7 მილიონი ლარი, 2.8 მილიონი ლარი „ლელოს“, 2.7 მილიონი ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 2.1 მილიონი ლარი „სტრატეგია აღმაშენებელს“, 1.5 მილიონი ლარი „პატრიოტთა ალიანსს“, 1.2 მილიონი ლარი კი „ევროპულ საქართველოს“ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...