"მიწის შვილს მიწას მართმევენ "საჰაერო თავდასხმით მზომავი" მძარცველები!"

საზოგადოება

"მიწის შვილს მიწას მართმევენ "საჰაერო თავდასხმით მზომავი" მძარცველები!"

30 სექ. 2019, 09:52:38

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მცხოვრები ელიკო და რამაზ კალანდაძეების ოჯახი, დიდი ხანია, უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის და როცა ვერაფერს გახდნენ, საგანგებო წერილით ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, არჩილ თალაკვაძეს და უმრავლესობის ლიდერს, გიორგი ვოლსკის მიმართეს.

_ პასუხი იგვიანებს, მომეშველეთ ჟურნალისტები! დიდი კაცისგან პატარის ჩაგვრის მარადიული ფილოსოფია  ჩემზეც საუკეთესო მაგალითია! ნარუჯაში ვცხოვრობ, საკარმიდამო ფართობთან მიმდებარე 6 ათას კვმ. მიწის ნაკვეთის დაკანონებას, რომელზეც თხილი და ჩაის მაქვს გაშენებული და თავის რჩენის ერთადერთი  საშუალებაა, რა ხანია, ვითხოვ. უცებ კი აღმოჩნდა, რომ ვიღაცას 22 ჰა მიწის ფართობი არ ეყო და ეს ერთი მტკაველი მიწა წამგლიჯა! მიწის შვილს მიწას მართმევენ "საჰაერო თავდასხმით მზომავი" მძარცველები! _ სახელმწიფოვ, დამეხმარე! ყველა დამეხმარეთ! _ ასე იწყებს "გურია ნიუსთან" საუბარს რამაზ კალანდაძე და მეუღლესთან, ელიკო კალანდაძესთან ერთად გვიამბობს აქ დასახლების და  მერე მიწისთვის დავის ისტორიას.

როგორც კალანდაძეები გვიამბობენ, მათი მრავალრიცხოვანი ოჯახი ოდითგან ნარუჯაში, მშობლებთან ერთად, ცხოვრობდა.  მათ სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავთ. მრავალრიცხოვანი ოჯახიდან 2014 წელს ელიკო და რამაზი ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად და შეიძინეს სახლი და აქ სულ 9 ათასი კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობით სარგებლობდნენ, სადაც გააშენეს სხვადასხვა ხეხილოვანები. ასევე, ჩაი და თხილი, როგორც თავად გვეუბნებიან, ძირითადი საარსებო წყარო  (აქვე აღვნიშნავთ,  რომ რამაზ კალანდაძე პირველი ჯგუფის მქონე, შაქრიანი დიაბეტით, ჰემოდიალეზზე მყოფი შშმ პირია, გაკეთებული აქვს კიდურის ამპუტაცია. ავტ.)

_ რაკი მიწის საკუთრებაში გაფორმების კანონი არ არსებობდა იმ დროისთვის, 2011 წელს მივმართე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლეგალიზაციის სამსახურს და  ვითხოვე ჩემი გაშენებული და შეღობილი მიწის ნაკვეთის ნაწილის, 6 ათასი კვმ. ფართობის ლეგალიზაცია. კომისიამ ადგილზე მითხრა, რომ ეს ნაწილი მეზობლად მდებარე სახელმწიფო ნაკვეთის შემადგენლობაშია. რადგან ნაკვეთი ჩემია, ნაშრომი მაქვს, შემოვღობე, ლეგალიზაციის კომისიამ დამამშვიდა _ მშვიდად იყავიო. ლეგალიზაცია მხოლოდ 3 165 კვ. მ ფართზე გამიკეთეს. ჩვეულებრივად გადავიხადე  სახლთან ერთად ამ ნაწილში ფული. ხოლო დანარჩენ 6 ათას მეტრზე განვაგრძობდი საქმიანობას, სანამ  ამ უბედურებას არ გადავეყარე. 2016 წელს  ეს 6 ათასი კვმ. მიწის ფართი აღმოჩნდა შპს "ბლუბერის" 22-ჰექტრიან მიწის საკუთრებაში. დირექტორმა მამია ჯანაშიამ აქ თურმე მოცვის პლანტაცია გააშენა და ჩემი მიწაც თავის საკუთრებაში, ჩემს დაუკითხავად მოაქცია.  შევხვდი ამ კაცს, როცა ჩემთვის ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგე. თავიდან მითხრა, რა პრობლემაა ეს ერთი მტკაველი მიწა, ჩამოვჭრი და მოგცემ, თუ გინდა, ხელწერილს დაგიწერო. მოისვა ჯიბეზე ხელი და მითხრა, უი, პასტა და ფურცელი არ მაქვს, კაბინეტში მოდი და იქ დაგიწერო. გავიქეცი მეორე დღეს და იქ მითხრეს, თბილისშია  წასულიო  (ჯანაშიას ამავე ფართობში აქვს დადგმული ადმინისტრაციული შენობა, თუმცა, იქ არავინ დაგვხვდა.  ავტ.)... ასე მატყუებს ორ წელზე მეტია. მოტყუებასთან ერთად გვავიწროვებს, გვაშანტაჟებს, გვემუქრება. თურმე, ჰაერიდან მიუზომავს მთელი 22 ჰა და ზედ ჩემი ნაჯაფ-ნაწვალებიც მიუყოლებია. ცინიკური პასუხი, რომ ახლა მიწის ფართობის აზომვა თანამედროვე მეთოდებით, სივრცითი ზომვით ხდება, ჩემთვის რა ნუგეშია? ზემოდან გვღობავენ ჩვენს დაუკითხავად... ვინ უნდა გამცეს პასუხი ამ კითხვაზე, თუ არა ისევ მთავრობამ და სახელმწიფომ? ჩუმად ხომ არაფერი "მიჩალიჩია"? წლების მანძილზე ვითხოვდი ლეგალიზებას, ხელმისაწვდომი ფასის გადახდას შევპირდი, ეტლით დავგორავ და ისე ვშრომობ რიგებს შორის, რომ თავი გავიტანოთ და შვილიშვილებს ცოტა ხილი დავახვედროთ, როცა მოვლენ. გეკითხებით, სადაა სამართალი? დამეხმარეთ, მოგვეშველეთ, დაგვჩაგრეს! _ ემოციებს ვერ მალავს რამაზ კალანდაძე.

ჩვენი არაერთი ზარის მიუხედავად,  შპს "ბლუბერის"  მფლობელმა, მამია ჯანაშიამ არ გვიპასუხა.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, განხილვის რა სტადიაშია კალანდაძეების ოჯახის განცხადება, მოხდა თუ არა კონკრეტული მოკვლევა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ლაშა ჭელიძე ჩვენთან ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ როგორც გაირკვა, რამაზ და ელიკო კალანდაძეები არსებული მიწის ნაკვეთს მოიხმარდნენ  თვითნებურად.  რეალობა ასეთია _ ფირმა, რომელიც ადრე ფლობდა აქ ვრცელ ტერიტორიას, დღეისთვის არ არსებობს! ხოლო ამ დღეისთვის არარსებულ ფირმას ეს მიწის ფართობი თავის დროზე სრული წესების დაცვით მიუყიდია შპს "ბლუბერისთვის" (?).  ეს ყველაფერი აუქციონის წესით არის მომხდარი. საქმე შესულია ჩიხში. ყველა დეტალი მოვიკითხეთ. სამწუხარო რეალობაა. ახლა გამოდის, რომ კალანდაძემ უნდა უჩივლოს სახელმწიფოს და მიწის თავდაპირველ მფლობელს...(მიწის თავდაპირველი მფლობელის ვინაობის შესახებ არაფერია ცნობილი. ავტ.)  სხვა ლოგიკური  გაგრძელება ამ საქმეს არ აქვს. რა ვქნა? ერთადერთი ალტერნატივა, შესაძლოა, იყოს ის, რომ ფირმის კეთილი ნება თუ იქნება, მით უფრო, კალანდაძე ამბობს, რომ ასეთი საუბარი მათ შორის იყო, დათმოს ეს 6 ათასი კვმ. მიწის ფართობი, რომელზეც ოჯახს თხილი და ჩაის პლანტაცია აქვს გაშენებული და შემოსავლის წყაროს მათთვის მხოლოდ ეს  წარმოადგენს. სხვა გზას, ვწუხვარ, მაგრამ ვერ ვხედავ, _ ამბობს ლაშა ჭელიძე.

კალანდაძე კი ამბობს, რომ თუ არაფერი გამოუვა, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს.

_  ჯერ კიდევ ვიბრძვი. შემდეგ კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავ. რა ავადმყოფობას და შიმშილს მოვუკლავარ და რა ამ მტაცებლების უსაზღვრო მადას გადავუყლაპივარ?! ჩემი წვალების და ჩაგვრის ამბავი, მინდა, ქვეყანამ გაიგოს. დამეხმარეთ! პასუხს არ მაძლევენ. მიწის შვილი  ვარ და დამტოვეთ, მამყოფონ მიწასთან! ეყოფა 21 ჰექტარზე მეტი ჯანაშიას და მის თანამზრახველებს. ჩემს ნაშრომში დამაყენონ ინვალიდი კაცი. კი ვსარგებლობდი, მაგრამ არ მიმიტაცებია. შემოსვლის დღიდან ვითხოვდი დაკანონებას, ყველანაირ გადასახადზე თანახმა ვიყავი, რეალური ფასის გათვალისწინებით. რა დავაშავე, რატომ გადამიარეს?! გააგებინეთ ჩემი ამბავი მთელ საქართველოს, _ გვევედრება ეტლში მჯდომი მშრომელი კაცი.

"გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს ყველა პროცესს, რომელიც კალანდაძეების სადავო საკითხის ირგვლივ განვითარდება.




 ახალი ამბები
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...
  • Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა (R)საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: •             ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); •             საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში,  თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე  ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს. სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: •             სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს •             საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს •             საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს •             „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. ... ...
  • გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს - ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.  2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. „ აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,_ აცხადებს სახალხო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...