"მიზნად ისახავს ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლს"- ორგანიზაციები სუს-ის გამოძიებაზე

საზოგადოება

"მიზნად ისახავს ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლს"- ორგანიზაციები სუს-ის გამოძიებაზე

3 ივლ. 2020, 13:18:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის" მუხლით წარმოებულ გამოძიებას, რომელიც  „მთავარი არხის" ეთერში გასულ სიჟეტს ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციები შეგაშფოთებელს უწოდებენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესი შეშფოთებით ვეხმიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის" მუხლით წარმოებულ გამოძიებას.  გამოძიების ფარგლებში „მთავარი არხის" სიუჟეტზე აქცენტირება, შემაშფოთებელია და აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ, მიზნად ისახავს კონკრეტული მედიის დემონიზირებას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლსა და მასზე გამყინავი ეფექტის მოხდენას ცდილობს. აღნიშული შეიცავს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში აშკარა და უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას.

გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის" მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური  დაინტერესდა 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" გადაცემა „შაბათის მთავარში" გასული სიუჟეტით, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან" რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებაში „მთავარი არხის" ქმედებებში „დეზინფორმაციას" და „საბოტაჟის" შემადგენლობას, დადგენილ ფაქტად უთითებს.

გვსურს შევახსენოთ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლებს, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს ასევე მიზანს. იგი, ის ფუნდამენტური ფუნქციური ელემენტია, რომელიც საზოგადოების განვითარებას, ხელისუფლების თვითნებობის შეზღუდვას და ადამიანის პიროვნულ განვითარებას განაპირობებს. ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის" დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა.

დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლებისა და სამართლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის გარეშე. პრესის თავისუფლება მოიცავს არამხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ საზოგადოების უფლებას მიიღოს, გაიზიაროს ან უგულებელყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

საბოტაჟი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენის საკითხიც აქტუალური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დაწესებულებისთვის  მიყენებული  ხელშესახები ზიანი - მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

იმ შემთხვევაშიც კი თუკი ცალსახად დადგინდება, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში გასული სიჟეტი შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს, მასზე რეაგირება, არა სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მანქანის, არამედ, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედებაა ან/და კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში უფლების სამოქალაქო წარმოებით სასამართლოს გზით დაცვაა, რაც ჩვენი საზოგადოების მონაპოვარსა და ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევებისგან თავისუფალი მედიის არსებობის უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შინაარსს განსაკუთრებულ პრობლემურობას, საარჩევნო წელი და 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ანიჭებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას სასიცოცხლო როლი ენიჭება არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასებისთვის.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში ნებისმიერი სახის ჩარევისგან და უარი თქვას მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გამოყენებაზე“,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ერთობლივად ავრცელებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC).




 ახალი ამბები
  • ნატანებში ავტომანქანა ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახაგუშინ, 13 აგვისტოს კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში. მსუბუქი   ავტომანქანა  ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს დაეჯახა. ჩვენი   ინფორმაციით, ბავშვი რეანომობილით სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში. მომხდართან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" შსს-ს პრესსამსახურიდან ასეთი კომენტარი გააკეთეს: _საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას ... ...
  • მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას" სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი აქვს„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული შედეგებია, მაგრამ ეს არ არის ზუსტი და სწორი მონაცემები. ბოლომდე ამ მონაცემებს ვერ ვიზიარებთ, გამომდინარე ერთი მარტივი მიზეზიდან, რომ რეალურად ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, „ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში"- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „რუსთავი2¬"-ის ეთერში ბრიტანული კომპანიის დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, შესაძლებელია, კომპანიამ  გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის, ალოკაციის მეთოდთან დაკავშირებით და ამიტომ მიიღო ეს შედეგი.„სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, ეს არის  რეალობა, თუმცა ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ. „ქართული ოცნებისთვის" ეს არის მინიმუმზე მინიმუმი , რაც კი შეიძლება თეორიულად შეიძლება დღეს  იყოს ცდომილების ფარგლებში" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, რეიტინგი გაზრდილია იმიტომ, რომ ხალხმა დაინახა რეალობა, რა გააკეთა სახელმწიფომ მათთვის, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში. „დღეს ოპოზიციის რეიტინგები არის გაცილებით დაბალი, ვიდრე 2016 წელს იყო და 2016 წელს არჩევნებამდე, ზუსტად ამ პერიოდში,  ორთვენახევრით ადრე უფრო დაბალი რეიტინგი გვქონდა. ოპოზიციის დიდი ნაწილი დადგა კოვიდ ვირუსის მხარეს და ეს სიშიშვლე დაინახა ხალხმა, ამომრჩეველმა  ამოიცნო მათი სახე, კიდევ უფრო კარგად  დაინახა, რა გააკეთა მათთვის სახელმწიფომ და თურმე როგორ ჰქონია სისტემები დალაგებული ქვეყანას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად, თორემ  კოვიდის გამო მხოლოდ ეკონომიკური ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა და როგორ შეიძლებოდა, რომ განწყობა გაუმჯობესებოდათ?! კოვიდმა ის გააკეთა, რომ დაანახა თეთრი და შავი ქართველ ხალხს"- განაცხადა მამუკა ... ...
  • ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთშიამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 2 ახალგაზრდა იჯდა, მოხრეშილ გზაზე მოცურდა, იქვე მცხოვრების ეზოში შევარდა და ხეებს შორის გაიჭედა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარები ბრიგადა, რომელმაც ახალგაზრდები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდებასაქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები. თუმცა უკვე ათვისებული დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ 6 ჰა მიწის ნაკვეთზე ესპანური,  მაღალმოსავლიანი  8,600 ნერგი დარგო.  შპს ნათს ჯორჯია 1 ჰა-დან  საშუალოდ 1,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას გეგმავს. კომპანია არ გამორიცხავს სამომავლოდ ნუშის რძის წარმოება და ექსპორტზე გატანა დაიწყოს. ნუშის ბაღის სრულად გაშენების შემდგომ კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 199 000 ლარი. „საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მის პარტნიორ შპს ნათს ჯორჯიასთან ერთად კოდაში ნუში ბაღის გაშენებისთვის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. კომპანია უკვე  7,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას ელოდება. პროექტის დასრულების შემდეგ შპს ნათს ჯორჯია ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • “პატრიოტთა ალიანსის” 2 ტყუილი მანდატურების ისტორიასა და განათლების შესახებ კანონზე26 ივლისს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა მანდატურების ინსტიტუტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მანდატურები ევროპაში პირველად ნაცისტური პარტიის მმართველობის დროს გაჩნდა. მისი თქმით, საქართველოში მათი გამოჩენა “მომავალი თაობის „გამოლენჩებას” ემსახურება. ოთარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ განათლების კანონით მასწავლებელს მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემა ეკრძალება. ოთარაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა, გერმანიის სკოლებში მანდატურის სამსახური არ არსებობს. ინფორმაცია ასევე არ იძებნება ნაცისტური მმართველობის პერიოდში მანდატურების შემოყვანაზე. ევროპის კონტინენტზე მანდატურის თანამდებობა კი ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში ბიზანტიის სამეფო კარზე არსებობდა, საქართველოს ისტორიულ წყაროებში კი მეცხრე საუკუნიდან იხსენიება. რაც შეეხება განათლების შესახებ კანონს, ის კრძალავს არა შენიშვნის მიცემას, არამედ მოსწავლის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.   წყარო : .mythdetector ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...