"მოაშოროს სახელმწიფომ გურიას ვიღაც მეჩაქუჩე მეთხილე!" _ მოსახლეობის ულტიმატუმი ხელისუფლებას

საზოგადოება

"მოაშოროს სახელმწიფომ გურიას ვიღაც მეჩაქუჩე მეთხილე!" _ მოსახლეობის ულტიმატუმი ხელისუფლებას

2019 სექ 6 12:23:18

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები მოსახლეობასთან.

გასულ კვირას, პარლამენტარები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია წულაია და თემურ ჭკუასელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში _ ცხემლისხიდსა და შემოქმედში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრისას, განსაკუთრებით მწვავე პრობლემების შესახებ ცხემლისხიდისა და ბაღდადის (ცხემლისხიდის თემი) მოსახლეობამ ისაუბრა. პარლამენტარები ხალხთან პირისპირ განმარტავდნენ, რომ „ეს საარჩევნო შეხვედრები არ არის, უნდა შედგეს 2020 წლის ბიუჯეტი და უამრავ პრობლემებს შორის უპირველესის დადგენაა საჭირო, რომ სწორი კლასიფიცირება და მერე მისი გადაჭრა მოხდეს“, _ ეუბნებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების მცხოვრებლებს.

განსაკუთრებით ცხემლისხიდში შეხვედრისას ღელავდნენ ადგილობრივები:

 _ ვერ დაგიცდით _ დაპირებები არ სრულდება. სამკილომეტრიანი გზა, რომელიც უჩხუბის უბანს ცენტრთან აკავშირებს, არა და არ გაკეთდა. როდემდე გელოდოთ? ახლა გვითხრეს, 2020 წლისთვის არის დაგეგმილიო. ასე გვეუბნებოდნენ წინა წლებშიც. სანამ ვიცადოთ?! _ თქვა ცხემლისხიდის მცხოვრებმა მარინა გოგაძემ.

_ რა მიკვირს, იცით? რომ არ აკეთებდეთ, არაფერს ვიტყვი. ვხედავთ, როგორ იგება ყველგან ასფალტი, უბნებში აკეთებენ ბეტონის გზებს. რა გახდა ეს ჩვენი უბანი?! რას გვერჩით?! არსად რომ არ იგებოდეს, ვიფიქრებ, რომ არაა საშველი და მორჩა! _ გოგაძეს შეეშველა მეზობელი ხათუნა სანიკიძე.

პარლამენტარმა თემურ ჭკუასელმა პასუხად თქვა, რომ ცუდია, როცა არის დაპირება და არ სრულდება:

_ აქ არის თქვენი გუბერნატორი, რომელიც ამბობს, რომ 2020 წლისთვის აღნიშნული გზის პროექტი უკვე ჩასმულია გასაკეთებელი საქმეების ნუსხაში, _ თქვა ჭკუასელმა.

ადგილობრივი მკვიდრის, ალიკა ჯოხაძის რეპლიკამ, რომ ბევრი რამ კეთდება და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაფერი კეთდება, არასწორია, ცხემლისხიდელი ნუგზარ გიორგაძის აღშფოთება გამოიწვია (გიორგაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია. ავტ.):

_ რას ამბობ, შენ მამალო ნაციონალო?! ფული არის, დაპირება არის და გზა არ დაიგო, ამდენი ხანია. სად არის მერი, რატომ არ მოვიდა აქ? (ცხემლისხიდის შეხვედრას შარაშენიძე არ ესწრებოდა, ავტ). აგერ, თხილის საწარმო გახსნეს აქაურმა ძმებმა, ხალხი დაასაქმეს და შენობის წინა მონაკვეთზე გზა არ დაუგეს. ეს სოფლის პროგრამის ფარგლებში შეიძლებოდა, მაგრამ შარაშენიძემ ბრძანა მაშინ, ბიზნესმენია და თავად დააგოსო. ეს ბიზნესმენი ხალხს არ ასაქმებს? თანადგომა არ უნდა? თუმცა, „ქართული ოცნების “ მომხრე, ვინც შარაშენიძეს არ მისცა ხმა, არ მოსწონს მერს. ამიტომ არ აკეთებს აქ არაფერს. ჩვენ გუბერნატორს ვერ მოვთხოვთ ამას _ ის არ არის განტევების ვაცი. ბიუჯეტი არ არის მის ხელში, _ თქვა ნუგზარ გიორგაძემ.

გიორგაძის მიმართვაზე ალიკა ჯოხაძე გაბრაზდა და თავის მხრივ, გიორგაძის მისამართით უკმაყოფილო სიტყვებს ამბობდა. ადგილობრვებმა სიმშვიდისკენ მოუწოდეს მეზობლებს, თუმცა, გიორგაძე არ ცხრებოდა:

_ ხალხს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს საქმეს. შარაშენიძე იძახის, მე ვაკეთებო. ვინ მისცა მას ფული? რაც კეთდება დღეს, „ქართული ოცნების“ მთავრობა აკეთებს. რასაც არ აკეთებს მერი პირადი ინტერესით, მერე ამას ბიძინას აბრალებენ. ამას არავის გავუტარებ! _ ბრაზობდა ნუგზარ გიორგაძე.

მიუხედავად გიორგაძის მოწოდებისა, თხილის საწარმოში არავინ შესულა და გზა სოფელ ბაღდადისკენ გააგრძელეს.

ადგილობრივები საბავშვო ბაღის შენობაში შეიკრიბნენ.

ბაღდადელმა ნოდარ ხომერიკმა ზოგად პრობლემებზე ისაუბრა.

_ სულ „მიშა მოდის“ ძახილი არ შეიძლება _ სასაცილოა. ვიცით, რომ არ მოვა და არც არავის ეშინია. არც ისეა საქმე, ვერ ვხედავდეთ, რამდენი რამ გაკეთდა _ მარტო C ჰეპატიტის პროგრამა რად ღირს, მაგრამ ხალხს ძალიან უჭირს. თხილის ფასის პრობლემა არსად არ მოგვარდა, _ თქვა მან.

სოფელ ბაღდადის მკვიდრმა ლექსო ხომერიკმა ყურადღებით მოსმენა ითხოვა:

_ მე ქალაქი დავტოვე _ ძალიან კარგი სამსახური მქონდა. გავაშენე თხილის დიდი მეურნეობა. დავასაქმე ხალხი. აქ არიან და გეტყვიან. ყველა მადლობას მიხდის. თუმცა, რა ხდება თხილის ფასის ირგვლივ გურიაში? რატომ მიტეხს გურიაში თხილს ვიღაც მეჩაქუჩე მეთხილე? როცა ერთი კაკალი თხილი 50 თეთრად იანგარიშება, უვარგისი თუ ვარგისია, გამოდის, რომ ას კილოგრამზე 50 ლარს მართმევს? ვისი მიფიქრებული არითმეტიკაა?! ამ მიდგომით ყველა ვარიანტში გლეხი ზარალდება. ახლა სახლში შვიდი ტონა თხილი მაქვს. რა ვუყო? რა მიდგომაა, ვინ მოიფიქრა?! სადაა სახელმმწიფო! ჩაიბაროს სახელმწოფომ. ვიღაცას ჩაქუჩი რომ უჭირავს და მტეხლაობს, ვინ არის, რა უფლებით მედიდგულება, სად, როდის დადგინდა ეს წესი, გვითხარით. სახელმწიფომ ისარგებლოს, მეჩაქუჩე ვისი გამოგონებაა? თხილის საშრობი საწარმოს გახსნა მინდოდა. დავწერე პროექტი. მივმართე „აწარმოე საქართველოს“. არ გაინტერესებთ, რა პასუხი მომწერეს? მადლობა, ბატონო, რომ იღებთ მონაწილეობას, მაგრამ ახლა არაა ამის საშუალებაო, _ უთხრა მან პარლამენტარებს.

თავის მხრივ, დიმიტრი ხუნდაძემ მოკლედ მიმოიხილა პრობლემები და თქვა, რომ ეს შეხვედრები იმიტომ არის განსაზღვრული, რომ პირისპირ მოისმინონ ხალხის გასაჭირი:

_ წინათ გამარჯობაზე ადრე რომ პრობლემებზე გესაუბრათ, თან ისე, როგორც ახლა ცხემლისხიდიში ხდებოდა, მეორე დღეს სუს-ში იქნებოდა ოჯახის ყველა წევრი დაბარებული. ახლა პირიქით _ თქვით, რა გსურთ, რა გიჭირთ. ჩვენ აქ ამისთვის მოვედით და კვლავ მოვალთ. თქვენ ყველაზე უკეთ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია. თუმცა, ყოვლისშემძლე არც ჩვენ ვართ. ერთბაშად ყველა პრობლემა არ გადაიჭრება. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ერთგან გვითხრეს, 200 ლარი ეყოფა ბავშვსო? კი, ეს ბავშვი ჩვენია, სამშობლოსია, სახელმწიფოსია, მაგრამ მშობლებისაც ხომ არის? პენსიამაც მოიმატა. კიდევ ვაპირებთ. ამ ეტაპზე მოხდა ისე, რომ ლარმა „შეჭამა“ ეს პენსია, მაგრამ მაინც უკეთესობისკენ მიდის საქმე და ვეცდებით, მეტი გავაკეთოთ თქვენთვის, _ უთხრა დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივებს.

ადგილობრივების მიერ დასმული წყლის პრობლემის თაობაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ისაუბრა. მან თქვა, რომ 7-მილიონიანი პროექტია მზად, რომელიც ტენდერზე 19 სექტემბერს გავა.

გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ რამდენიმე მოქალაქე მეორე დღესვე დაიბარა გუბერნიაში, აქ გამოთქმული პრობლემების მოსაგვარებლდ.

ბაღდადელებმა კიდევ ერთი კონკრეტული პრობლემის შესახებ ისაუბრეს, რაც გარე განათებას შეეხებოდა.

_ სოფელი ტყიანია, სახლები დაშორებულია ერთმანეთს. საბავშვო ბაღში ძალიან ცოტა ბავშვია. გვჭირდება გარე განათება. გვითხრეს, თუ გავაკეთებთ, ენერგიის ხარჯი თქვენ უნდა გადახადოთო.

_ თუ გაგვიკეთებენ ამ ტყეში გარე განათებას, კიდეც გადაგვიხადონ მოხმარებული ენერგიის საფასური. გადახდის თავი რომ გვქონდეს, „ფუსუსიეთ“ კი არ ვივლით ღამით, _ თქვეს ადგილობრივებმა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, ისევე, როგორც პარლამენტარები, შეხვედრის დასასრულს ყველაფრის მოგვარების დაპირებით დაემშვიდობნენ ადგილობრივებს.

_ ჩვენც ვიმახსოვრებთ, რას შეგვპირდნენ. უმეტესს თუ გააკეთებენ, მაინც კმაყოფილი ვიქნებით, _ თქვეს ბაღდადელებმა.




 ახალი ამბები
  • "შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, თავგანწირვაც" _ გიორგი კვირიკაშვილი შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს. "მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ, სამწუხაროდ, ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო პოლიციელების, მესაზღვრეების, სამხედროების, ტრასპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე, და სხვა უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას და ქვეყნის სამსახურს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული. ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან. ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს",-წერს ... ...
  • ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული_ ავტოსაგზაო შემთხვევა გორშიერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა გორში, სოფელ კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულები გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში განუცხადეს,ერთი პაციენტი უკვე ბინაზე გაეწერა, ხოლო მეორე, 18 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი,ჯერჯერობით,უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებასაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას. პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208. საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი“ ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება. საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს“ მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული ძალიან დროული და სწორი ... ...
  • თბილისში მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. თვითმხილვების თქმით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც შესახვევიდან გამოდიოდა, ავტობუსი ვერ დაინახა და დაეჯახა. როგორც „გურია ნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, უწყებამ კანონდამრღვევი ... ...
  • მსოფლიო ბანკმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყომსოფლიო ბანკი საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკურ ზრდას მხარს უჭერს. როგორც მსოფლიო ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეკონომიკური მენეჯმენტისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკისთვის ქვეყანას 45 მილიონი ევრო გამოუყო. მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს რეფორმებს, რომლებიც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას და უფრო მეტ ეკონომიკურ ინკლუზიურობას. ყურადღება გამახვილებულია: საჯარო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, უფრო კონკურენტული ბაზრების პოპულარიზაციაზე, ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე, მასწავლებლის ანაზღაურების გაუმჯობესებასა და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე. ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ასევე COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სებასტიან მოლინეუსმა. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ "განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები" შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიასთან და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...