მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავად

საზოგადოება

მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავად

2019 ნოე 20 19:21:40

ქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი.

20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება. 

ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა.

1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში;

2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა.

3)      საინიციატივო ჯგუფიგადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად;

4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების კამპანია.




 ახალი ამბები
  • რატომ შეირჩა გასვლის ადგილად ნაგომარი და რამდენი პედაგოგი წავიდა აქციაზე ოზურგეთიდან“ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ბესო მელუა “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმე წუთში ოზურგეთიდან წასული კოლონა დედაქალაქში იქნება. _ თბილისის აქციაზე მე მივდივარ ახალგაზრდებთან ერთად. ძალიან ორგანიზებულია ყველაფერი. _ ოპოზიციის წევრები საუბრობენ, რომ ეს აქცია სინამდვილეში, არ ეხება ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას... _ ეს არის გამორიცხული. ოპონენტები კი ავრცელებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ, მინდა შევახსენო “ნაცმოძრაობას“, როგორ მიჰყავდათ ხალხი აქციებზე. მათ უნდათ ასე იყოს “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ დაანონსებული აქცია, მაგრამ, არ არის და ეს არის რეალობა. ეს არის ის აქცია, რაც არის დაანონსებული და აქ სხვა კითხვები არ არსებობს. _ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პედაგოგებზე გახორციელდა ზეწოლა, რადგან აქციაზე უნდა წამოსულიყვნენ... _ მე პირადად გამოვრიცხავ ამ ინფორმაცია. ათამდე პედაგოგსაც ვერ დაითვლი, რომელიც ოზურგეთიდან აქციაზე მიდის. ესენი, არიან ჩვენი მხარდამჭერები და თან დღეს შაბათია. ღიად ვამბობ, არც ადმინისტრაციული რესურსი დახარჯულა, არც ადამიანებზე ზეწოლა მომხდარა და არც ვინმესთვის რამე დაგვიძალებია. _ რატომ შეირჩა გასვლის ადგილი სოფელი ნაგომარი, ამას რამე დატვირთვა აქვს? _ არა, არანაირი დატვირთვა ამას, არ ჰქონია. იქ იყო შერჩეული ადგილი, საიდანაც ყველა წამსვლელი ერთად გავიდა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 საათზე, თბილისში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლის ორგანიზატორი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ... ...
  • ევროსაბჭო საქართველოს მიმართ იმედგაცრუებას გამოთქვამსევროსაბჭო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მიერ უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და ქვეყნის მიმართ იმედგაცრუებას გამოთქვამს. „სექტემბერში ვიზიტის დროს გამოვხატეთ სერიოზული შეშფოთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა გაუმჭირვალე და არასათანადო შერჩევის პროცესის შესახებ. იმ დროს ჩვენ გამოვთქვით მოლოდინი რომ პარლამენტი პროცესში არსებულ ნაკლოვანებებს გამოასწორებდა, მათ შორის მოსამართლეთა  მინიმალური რაოდენობით დანიშვნას, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ახლა კი ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო დასაბუთების გარეშე დაამტკიცა, მათ შორის იმ პირები, რომლებმაც შერჩევის დროს არ აჩვენეს, რომ მათ აქვთ იურიდიული ცოდნა და დამოუკიდებლობა პოზიციის დასაკავებლად. ეს იმედის გაცრუებას იწვევს“,_ წერია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ევროსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მომავალი წლიდან საქართველოში დამკვირვებლები რეგულარულად ჩამოვლენ. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საჭიროა სწრაფი ზომების მიღება სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებელი სასამარლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ... ...
  • "საქართველოში ცოცხლად გლეჯენ „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს " _ კალანდია ზაზა ურუშაძეზე გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა, დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო", _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა და კინორეჟისორმა გიორგი კალანდიამ დაწერა. როგორც კალანდია საკუთარ პოსტში ამბობს, საზოგადოება ხმას მაშინ იღებს, როცა უკვე ძალიან გვიანაა. "ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვი და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია! არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის! მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემ მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე. უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა, საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი, ჰოდა, დაიწყო… ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს! და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი, რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს…. დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე, ვითარცა რკინა და „უშიში, ვითარცა უხორცო“, რადგან, როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს. ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა! ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ, საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ, დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენს ხსოვნას მიუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედკრულ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ ... ...
  • კახა ასკურავა: ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ამბობს, რომ “ქართულ ოცნების“ ლიდერები დაბნეული არიან. “ის, რომ ეს არა არის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიება, ეს ბოლოს თავად პარტიის გენ მდივანმა კახა კალაძემ უარყო. რადგან, ეტყობა ვიღაც ჭკვიანმა თქვა, ამას ეს სახელი რომ დავარქვათ, მაშინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც უნდა დავპატიჟოთო და მაშინ პარტიულ ღონისძიებად გაუჭირდებოდათ და არც დაუპატიჟებიათ“- გვითხრა ასკურავამ. კახა ასკურავას თქმით, “ზოგადად, "ოცნება" ახლა ძალიან დაბნეულია. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს. ოზურგეთში რკინიგზის სადგური რომ გადავჭედეთ, მესამე დღეს გურიის სამივე რაიონში არჩევნები წავაგეთ. ასე რომ, ის, რაც ახლა თბილისში ხდება, სრულად საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და პლუს ძალდატანებით წაყვანილი ხალხის რესურსია. ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს. თავისუფლების მოედნიდან ავლაბრის მეტრომდე რომ გადაჭედონ ხალხი, "ოცნება" ... ...
  • გიორგი თარგამაძე “ფორმულაზე“ და მისი მეუღლე, თათია თოფურია “მთავარ არხზე“ გამოჩნდებაჟურნალ “სარკესთან“ ინტერვიუს დროს ტელეკომპანია “ფორმულას“ ახალი გადაცემის წამყვანი და ერთ დროს პოლიტიკოსი, გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ის და თათია ერთდროულად დაუბრუნდა ეკრანს. გიორგი თარგამაძე: – ორივეს გვქონდა ჟურნალისტური პაუზა. ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში არც ერთი არხის ეთერში აღარ იყო მისი ადგილი. ესეც იმ მითებისა და ლეგენდების, ნეგატიური დეზინფორმაციული კამპანიის შედეგი იყო. თათია არსად მიიღეს, ამიტომ სხვა სფერო სცადა და იქ ახლაც აგრძელებს მუშაობას. ახლა კი უცნაური ამბავი მოხდა – ჯერ თათიამ მიიღო შეთავაზება ტელევიზიაში მუშაობასთან დაკავშირებით და თვენახევრის მერე – მე, ოღონდ სხვადასხვა არხზე. ისე მოხდა, რომ ეთერში გასვლა მე დავასწარი. ისინი ჯერ კიდევ მზადების პროცესში არიან და, თუ არ ვცდები, 2 დეკემბერს გავლენ პირველად ეთერში. ეს იქნება “მთავარ არხზე”. დილით ადრე დაიწყება გადაცემა, რომელიც შუადღემდე გასტანს. თათია კვირაში სამჯერ გაუძღვება ამ გადაცემას. მას, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ და ძალიან მიხარია. ეს იქნება შემეცნებითი, საზოგადოებრივი, დიასახლისებზე გათვლილი გადაცემა კულტურული კომპონენტებით. ეს ის შემთხვევაა, როცა მინდა, ჩვენს კონკურენტ არხს წარმატება ვუსურვო. თათია საქართველოს ეროვნული ლატარიის საზოგადოებრივი სახეა და ძალიან ბევრი საქველმოქმედო იდეის ხორცშესხმა უხდება, რაც ადამიანური თვალსაზრისით ბევრი პოზიტიური ენერგიის მომტანია. ახლა კი, რასაც ამის პარალელურად გააკეთებს, მისი პროფესიაა – ეთერში ყოფნა, მაყურებელთან ურთიერთობა, სიახლის მიღება და გაცემა… მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული დისკომფორტი ექნება მისი ბიოლოგიური რიტმიდან გამომდინარე – მოუწევს ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება, რასაც აქამდე ჩემი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ აკეთებდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ძალიან მიხარია, რომ ტელევიზიაში ბრუნდება.“- თქვა ინტერვიუს დროს გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...