"მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით გაიზრდება"

საზოგადოება

"მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით გაიზრდება"

30 სექ. 2019, 15:06:44

2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება როგორც წელს, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაშიც გაიზრდება და შესაბამისად 2020 წელს მასწავლებლის ხელფასი ჯამური ნამატით 300 ლარით გაიზრდება.

"თუ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში - მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე დღეს 2020 წლის ბიუჯეტი განიხილება.

გახარიას განცხადებით, გაგრძელდება ხელფასის მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვისაც, მათი ანაზღაურების ნამატი კი  მინიმუმ 125 ლარი იქნება.




 ახალი ამბები
  • თურნავა: გვაქვს რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე დანარჩენ საქართველოშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს. „კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ - განაცხადა თურნავამ. თურნავას განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს. საუბარია, სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება. ასევე, უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ - 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების გვამები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, - განაცხადა ვახტანგ ... ...
  • შს მინისტრი: ბაჩალიაშვილის საქმეში თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო  ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება. „ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, - განაცხადა ... ...
  • ვახტანგ გომელაური - ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება. „გამოძიება მიმდინარეობს. პირი, ვინც ჩაიდინა მკვლელობა, დაკავებულია. დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება“, - ვახტანგ ... ...
  • „ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა (R)ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს  პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება. „ჯუსოს მეღვინეობა“ არტიზანულ, ნატურალურ  ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის  ღვინოს სთავაზობს, მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური. 3 წელიწადში „ჯუსოს მეღვინეობის“ ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ჩამონათვალს წითელი ბუდეშურისგან და ქისისგან დამზადებული  ქვევრის ნატურალური ღვინო დაემატება. სწორედ ყურძნის აღნიშნული ჯიშები გააშენა „ჯუსოს მეღვინეობამ“ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თიბისის შეღავათიანი აგროსესხის ფარგლებში. სოფელ შილდაში  ვენახები 4.5 ჰა ფართობზე გაშენდა. „ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქვევრის ღვინის წარმოება.  ჩვენს მცირე მარანში წლიურად 10-13 ტონამდე ყურძენი იწურება და ქვევრში ღვინის დაყენების მთლიანი პროცესი, დაწურვიდან ბოთლში ჩამოსხმამდე, ჩემი, ჩემი ძმის და ჩვენი მთავარი მეღვინის გიორგი ბარისაშვილის მნიშვნელოვანი ჩართულობით წარიმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატურალური ქვევრის ღვინის დაყენება და რაც მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მსურს გამოვარჩიო “ჯუსოს მეღვინეობის” კოსტაფეს (რქაწითელი-ქისი-მწვანე-ბუერა) ჩამოსხმა, რომელიც   ჩვენი პაპის ჯუსო მეზვრიშვილის  60 წლის წინ გაშენებული ვენახებიდან მოდის,“   - ამბობს „ჯუსოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ხვედელიძე. გარდა კომპანიის სახელისა, ჯუსო პაპისგან ბევრი ისტორიაც დარჩათ, რომლითაც ოჯახი ამაყობს. მაგალითად, ის რომ ჯუსო მეზვრიშვილი საგარეჯოს რაიონში სახელგანთქმული მეღვინე იყო და მას საბჭოთა კავშირში ცნობილი ქართული ღვინის „მშობლიური 8 ნომერის“ დამზადების ისტორია უკავშირდება. ჯუსოს მარანი მოიცავს  18 ქვევრს (ჯამში 17 ტონის) და სადეგუსტაციო სივრცეს სტუმრებისათვის.  ყოველწლიურად 7-დან 10 ათასმდე ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომელიც წარმატებით გადის ექსპორტზე აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში. ახალგაშენებული ვენახებიდან ყურძნის მოსავლის მიღების შემდეგ „ჯუსოს ღვინის“ წარმადობა და შესაბამისად, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც გაიზრდება. მანამდე კი, ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, „ჯუსოს ღვინოების“ შეძენა სხვადასხვა ღვინის მაღაზიებსა და ღვინის ბარებშია შესაძლებელი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...