"მოვა შალვა და გვეშველება!"

საზოგადოება

"მოვა შალვა და გვეშველება!"

2019 ოქტ 8 13:01:53

ბოლო წლების განმავლობაში ლანჩხუთში წესად დამკვიდრდა რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეტაპობრივად გახორციელება. მსგავსი მიდგომით, რა თქმა უნდა, პრობლემის ბოლომდე მოგვარება ვერ ხერხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

ასეა სოფელ მაჩხვარეთის შემთხვევაშიც, სადაც წმინდა ნინოს ქუჩაზე 80 ათასი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელება მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო.

აღნიშნული სამუშაოების დაწყების თაობაზე ინფორმაცია, თავის დროზე, მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, აქ გზა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და წვიმიან ამინდში გადაადგილება, ფაქტობრივად, არ შეიძლებოდა.

მერიის მიერ გავრცელებულ ამ შინაარსის ინფორმაციას კი, მოწონებების პარალელურად, მოქალაქეთა უკმაყოფილების გამომხატველი არაერთი კომენტარი მოჰყვა:

"მესამედი გზის შეკეთება არ ნიშნავს მთლიანი გზის გაკეთებას ან როდემდე უნდა გაგრძელდეს სოფლის აგდება?!"

"სამი სოფელი აიგდეს, ნეტა, სიამაყით რასაა, რომ აცნობენ ხალხს, ეს ყველაფერი ფულის გათეთრებაა".

"აქ რა დასაწერი იყო საერთოდ ვითომ, ხალხის აგდებაა".

"ყველა ჩვენ როგორ გვიგდებს მასხრად. მრცხვენია ამ ყველაფრის!"

"ხალხი არ ვარგა, თორემ საერთოდ არ უნდა დააგებინონ. ეს ხალხის აგდებაა. ნუთუ, არავის რცხვენია. სადამდე უნდა მოიქცეთ ასე ხალხის უპატივცემულოდ? მართლა, ხმები არ გინდათ არჩევნებზე? მერე კარგად დაფაცურდებით და დაგჭირდებათ ხალხი და ახლა უპატივცემულოდ ექცევით".

"ხმებზე მერე კარგად მოგვადგებიან, აგვავსებენ ცრუ დაპირებებით".

"ამხელა ასფალტი თქვენ რომ აგებთ, ეზოშიც დავაგე. სასაცილოა, უბრალოდ, ეს ყველაფერი. არჩევნები კარს მოგვადგა და ეს გვაწყობს?"

"მანდ მარტო წვიმიან ამინდშია გავლა ეტყობა შეუძლებელი და სოფელ ჯუნჯუათში აგვისტოშიც ვერ ადის მანქანები, წვიმიანში საუბარიც ზედმეტია".

 "ნეტა, მთელი გზა რომ გაკეთდეს, რა თანხა ეყოფა, როცა ასე პატარა გზა ამხელა თანხასთანაა დაკავშირებული. ერთი საინტერესოა, ვის აშტერებს მაგენი. თვალში ნაცარს რომ გვაყრიან გამოვფხიზლდეთ. ესენი ზედმეტად რომ გავიდნენ თავს. ერთ უბანს სახლამდე ეკუთვნოდა და ჩვენ წყალმა უნდა წაგვიღოს? ეს ჩვენი კი არა, სამი სოფლის აბუჩად აგდებაა".

"სამარცხვინოა და ხალხის გაშტერებაა ეს ყველაფერი. ამდენი წელია, ამდენი მთავრობა გამოიცვალა და მაჩხვარეთის საშველი მაინც არაა. არ ვარგა ხალხი თორე... დახარჯულ ფასს რომ წერთ სამარცხვინოდ, საიდან სანამდე აგებთ, ისიც დაწერეთ თუ არგია გაჭირვებულ ხალხს, რომ აგებთ მის იქეთაა მთავარი, მაგრამ სად არის სამართალი".

"მოვა შალვა და გვეშველება".

"იძახის ერთხელ მაინც მანდეთ ქვეყანაო და ვანდოთ რა".

"მაჩხვარეთი მაინც ვანდოთ".

აღსანიშნავია, რომ მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ გზის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქცია რამდენიმე თვის წინ გამართა და მათთან შესახვედრად მისულ მუნიციპალიტეტისა და სოფლის ხელმძღვანელობას ესაუბრა:

"ყველაზე უფრო უგზოობა გვაწუხებს. ეს პრობლემა, წლებია, მოდის და ჯერ კიდევ ზაზა ურუშაძის გამგებლობის დროს უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ მაშინ, მიზეზთა გამო, მაჩხვარეთის სხვა უბანში მოხდა ასფალტის საფარის დაგება. წელს 200 მეტრის დაგება იგეგმება, რაც ზღვაში წვეთია ჯუნმერესა და ორაგვის მოსახლეობამდე მისასვლელად", _ ამბობდა მოსახლეობა.

მაშინ შეხვედრაზე მისულმა მერმა შეკრებილებს, მართალია, კონკრეტული ვადა ვერ დაუთქვა, თუ როდისთვის გახდება აქ შესაძლებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, თუმცა, პირობა დადო, რომ პროექტი წელსვე გაკეთდებოდა:

"მე ვერ მოგცემთ ტყუილ დაპირებას, რომ ხვალ ან ზეგ აქ გზა გაკეთდება. წელს მხოლოდ პროექტი შეგვიძლია გავაკეთოთ და გვქონდეს მზად, რომ შემდეგ მოხდეს საჭირო თანხის მოძიება", _ თქვა მაშინ ალექსანდრე სარიშვილმა.




 ახალი ამბები
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...
  • სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა, 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერი თ.მ.  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების  დახმარებით,  დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად  და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.  შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია  შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა. თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა, რომელიც  საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმა“-სთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით  6-დან 9 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს",_ წერია გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...