"მოვლენ, ნახავენ, პროექტში არის, მალე იქნებაო და... გავიდა ამასობაში ცხოვრება!"

საზოგადოება

"მოვლენ, ნახავენ, პროექტში არის, მალე იქნებაო და... გავიდა ამასობაში ცხოვრება!"

1 თებ. 2020, 09:40:35

ბოლო წლებია, ლანჩხუთში წესად დამკვიდრდა რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეტაპობრივად გახორციელება. რა თქმა უნდა, მსგავსი მიდგომით, პრობლემის ბოლომდე მოგვარება ვერ ხერხდება, ხშირ შემთხვევაში კი, მოსახლეობა უკმაყოფილო რჩება და გახორციელებული სამუშაოების შესრულების პრინციპთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი უჩნდება.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ არსებულ ზაალ მდინარაძის ქუჩა, რომელიც მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე მოკლე ქუჩაა.

ზაალ მდინარაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 2016 წლის ზაფხულში, წინა საარჩევნო პერიოდში მხოლოდ იმ ნაწილზე დაიგო, სადაც "ქართული ოცნების" ოფისი მდებარეობს, ქუჩის მეორე ნაწილი კი, დაახლოებით, 70 მეტრი, ოფსაიდში დარჩა. არადა, ქუჩის ამ მონაკვეთზე გაცილებით მეტი მოსახლეა, თან ის ერთადერთი სამანქანო გზაა, რომელიც იქვე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოსთან მიდის.

რატომ სანახევროდ და არა სრულად? ამ კითხვით მაშინ "გურია ნიუსმა" ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძეს მიმართა და განმარტებად მიიღო, რომ სამუშაოები ქალაქის ყველა ქუჩაზე პროექტის შესაბამისად გახორციელდა, მოცემული თანხების შესაძლებლობის ფარგლებში.

მაშინ ჩხაიძეს არ დაუკონკრეტებია, როდისთვის იყო გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელება მდინარაძის ქუჩის იმ ნაწილში, რომელიც 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ვერ მოხვდა.

ირკვევა, რომ ქალაქის ცენტრში, ცენტრალური სკვერის მიმდებარე ქუჩის ეს მონაკვეთი ყველას გადაავიწყდა. მოსახლეობა კი, რომელიც მეოთხე წელია პრობლემის მოგვარების ამაო მოლოდინშია, ამჯერად სოციალური ქსელის საშუალებით ცდილობს, მიიპყროს მავანთა ყურადღება და აქ შექმნილ მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც იქვე არაერთი კომენტარი მოჰყვა:

"ამ ქუჩაზე მცხოვრებთა შორის მეც ვარ. 12 წლის მანძილზე, ყოველ დღეს მიხდებოდა ამ გზის გავლა სკოლაში მიმავალს და მერე გამოვლაც უკან მომავალს. ეს ადგილი ჩემი ყოველდღიურობაა და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტად ნადგურდება. ადრე არსებული, შედარებით მცირე ზომის ორმოები, დღეს დიდ, თითქმის თხრილის ოდენადაა ქცეული... მე რომ შესაბამისი ფულადი სახსრები გამაჩნდეს, საერთოდ არავის დავეკითხებოდი, ისე დავაგებდი იმ უბანში გზას, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება", _ წერს სოციალურ ქსელში მდინარაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები დავით წულაძე.

პრობლემის გადაჭრაში ზოგს კარს მომდგარი არჩევნები ეიმედება: "მართლაც არ ეკადრება ასეთი გზა ქალაქს ცენტრში. არჩევნები მოდის, თუ ვიაქტიურებთ, მალევე გააკეთებენ".

თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც არჩევნებთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს სულაც არ იზიარებენ: "დაგეგმილიაო, ალბათ, იტყვიან. დაგეგმვა კარგია, მაგრამ შესრულება უნდა მოხდეს სწრაფად და ხარისხიანად. 21-ე საუკუნეს და გზების და ხიდების პრობლემებზე ვსაუბრობთ ადამიანები, როცა ცოტა ხანში მარსზე დაიწყებენ დასახლებას";

"იტყვიან დაგეგმილიაო, გეთანხმები. მერე არჩევნების წინ მოვლენ, ნახავენ, პროექტში არის, მალე იქნებაო და... გავიდა ამასობაში ცხოვრება!"

ზოგიერთი კი ჩვეულ იუმორს იშველიებს პრობლემის წარმოსაჩენად: "ნავი იყიდოს მერიამ, ქე მაინც იაფში გამოვლენ"; "მანქანაში თბილად ჯდომა კარგია, მაგრამ ვისაც არ ჰყავს, იცუროს თუ ბოტებით იაროს?!"; "მოვა ზაფხული და დაშრება".

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რეალურად რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას ამ კუთხით და იგეგმება თუ არა ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ არსებული ქუჩის, რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილი ნაწილის, მოწესრიგება.

 ამის გასარკვევად ამჯერადაც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირს დავუკავშირდით, თუმცა, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ _ ლევან ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპისთვის არ არის გადაწყვეტილი, ქალაქის რომელ ქუჩაზე დაიგება ასფალტის საფარის და შესაბამისად, არც ისაა ცნობილი, მოხდება თუ არა ქუჩების ჩამონათვალში ზემოთ ნახსენები ტერიტორია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...