მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე _ აშშ-ს საელჩოს განცხადება

საზოგადოება

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე _ აშშ-ს საელჩოს განცხადება

2019 დეკ 12 20:48:03

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მოუწოდებს დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე.

"ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში,"_წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ დაღუპულია ახალგაზრდაცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში _ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ... ...
  • გამოაცხადდება თუ არა მიმდინარე სემესტრი აკადემიურად _ რას აცხადებს განათლების სამინისტროგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება. უწყების თქმით, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ. რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ კატეგორიის სკოლებისა და მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი დანერგა. როგორც უწყებაში აცხადებენ პროექტი „ტელესკოლა“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას მისცემს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში. განათლების სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც მორგებული იქნება, რადგან ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. „მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება“,- განაცხადეს უწყებაში. წყარო: ... ...
  • მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ონლაინკონსულტაციები გაიმართებამასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ონლაინკონსულტაციები გაიმართება, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიაწოდეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს. "საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის კონსულტაციებს 30 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: ონლინე.ნაეც.გე ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: · მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; · ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება; · მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე. თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის. პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება", _ ვკითხულობთ ... ...
  • ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო _ მამუკა მდინარაძე „ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი რამე დახმარება სურს ვინმესთვის, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად. მათი დახმარებით და მათი  რეკომენდაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ, ასევე წარმოიშობა საფრთხე და ეს იქნება არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს ნამდვილად არ არის",- ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ, ზუგდიდის ცენტრში ნაციონალური მოძრაობის მიერ მოქალაქეების შეკრების ფაქტის შეფასებისას გააკეთა. მამუკა მდინარაძის თქმით, მსგავსი აქციების ჩატარებისას, ორგანიზატორებმა შესაბამის ადგილობრივ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლონ და გამოიყენონ მათი კარგად გამართული მენეჯმენტი და შესაბამისად  დატრენინგებული ადამიანური რესურსი.  „ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანდაცვის ორგანიზაცია და რასაც გვირჩევენ ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები. ამიტომ, თუ ვინმეს რამე დასარიგებელი აქვს და  უნდა რამე დახმარება განახორციელოს კონკრეტული ეგიდით, მან უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ შესაბამის სტრუქტურებთან, მუნიციპალიტეტებთან, სადაც არიან კარგად დატრენინგებული ადამიანები. ეს მენეჯმენტიც საათივით არის აწყობილი და მოხალისეც კი კარგად არის დატრენინგებული", _ განაცხადა მამუკა ... ...
  • ვიდეოჩანაწერების შექმნა და დაარქივება სახელმწიფო ინსპექტორმა კანონიერად მიიჩნია (R)სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის 3 მარტის N გ - 1/100/2020 გადაწყვეტილებით შეაფასა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის 21 იანვარს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების შექმნის, მოპოვების, შენახვისა და გამჟღავნების კანონიერება. საქმე ეხება 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის საპასუხოდ გასაჯაროებულ ვიდეომასალას.  გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. მოცემული დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი კითხვის ნიშნები ჩანაწერის დამზადების კანონიერებასთან დაკავშირებით. ასევე, ინსპექტორის გადაწყვეტილების თანახმად, პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების დაარქივება/შენახვისას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით გათვალიწინებული მოთხოვნების დარღვევას. ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, როგორც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის, მასში დასაქმებული პირების ინტერესების დაცვისა და სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობის დადასტურების მიზნით, გააჩნდა საზოგადოებისთვის საპასუხო არგუმენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის უფლება.  ამით ინსპექტორის აპარატმა გაიზიარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისას სამსახურის მიზანს წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და პირადი ღირსების შელახვის ფასად ახერხებენ მსჯავრდებულებზე ზრუნვას და დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ პირობებში სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც რეალობაზე მეტად ასახავდა არსებულ ნაკლოვანებებს არნახული მასშტაბით და უმეტეს შემთხვევაში ცდილობდა არარსებული რეალობის წარმოჩენას, საჭიროებდა სამსახურის მხრიდან შესაბამის ქმედებას. სწორედ პენიტენციურ სამსახურში და პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირების კანონიერი ინტერესების, სამსახურის რეპუტაციის დაცვისა და რეალური სურათის ჩვენებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით (რაც გამოწვეულია პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე არსებული უმძიმესი მდგომარეობით, რადგან პატიმრებზე ძალადობა ქართული საზოგადოებისთვის არის მეტად სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხი) მიიღო სამსახურმა ზემოთხსენებული ჩანაწერების გასაჯაროების გადაწყვეტილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების ჩაწერა/დაარქივების და გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩანაწერების ჩაწერა/დაარქივებასთან არსებობდა კითხვის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის მოცემული გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული და ჩანაწერების როგორც შექმნა, ისე მათი შენახვა და დაარქივება კანონიერად იქნა მიჩნეული. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ოფიციალურად მიეწოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, იხილეთ აქ: http://www.sps.gov.ge/images/temp/2020/03/27/a766c47ed8fc2d8c6a7c566c3075f581.pdf  ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...