"მთელმა მსოფლიომ გეიგო, სუფსაში რაც ხდება და ამ მერიაში რით ვერ გეიგეს?!"

საზოგადოება

"მთელმა მსოფლიომ გეიგო, სუფსაში რაც ხდება და ამ მერიაში რით ვერ გეიგეს?!"

14 დეკ. 2019, 14:10:06

სუფსაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, წლებია, მოსახლეობა უგზოობას უჩივის.  მართალია, პერიოდულად ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად გზის დაგრეიდერებას ახორციელებს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს _ დროის მოკლე მონაკვეთში გზა ისევ გამოდის მწყობრიდან და უამინდობისას მთლიანად წყლით იფარება.

"რამდენიმე წელია, რაც ეს პრობლემა დგას და არაერთი დაპირების მიუხედავად, რომელი მთავრობა გააკეთებს, ღმერთმა იცის.  გულსატკენია, რომ არასდროს გამოუჩნდა ჩვენს სოფელს პატრონი, ცოტა მაინც რომ მოხედოს, ყველა თავის ჯიბესა და სკამისთვის  იბრძვის. ჩვენივე ბრალია ამ დღეში რომ ვართ _ ის შინაურია და ვერ ვიტყვი, ის მეგობრის შვილია... ხალხი არ ვარგივართ, მეტი არაფერი.

მოიყვანენ გრეიდერს, გადაატარებენ, თვითონ საქმეში კი ეთვლებათ და თანხებიც იხარჯება, მაგრამ, საბოლოოდ, პრობლემის მოგვარებას ეს არ შველის _ მოკლე ხანშივე უვარგისი ხდება გზა, უშველებელი ორმოები ჩნდება და წყლით ისე იფარება, ნავი კი არა, გემი ხდება საჭირო გასავლელად. ვენეციაში ვცხოვრობთ გვგონია და არა სუფსაში", _  ამბობენ სუფსის მცხოვრებლები და  ჩვეული გურული იუმორის მოშველიებით  ხელისუფლების წარმომადგენლებს რჩევასაც აძლევენ: "აქ ორი ცალი "სპასატელნი ჟილეტიც"  რომ ჩამოკიდოთ, თქვენთვისვე იქნება კაი, მუნიციპალიტეტის მიღწევების შესამოწმებლად წამოსულები რომ არ დაგვეხრჩოთ".

როგორც მოსახლეობა ამბობს, პრობლემის თაობაზე არა ერთხელ მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ განათავსეს მდგომარეობის ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა, მაგრამ ამაოდ,  წლების მანძილზე ეს გზა მაინც ვერ მოხვდა გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში. 

"ხალხი არ ვარგივართ _ რას ვერჩით სხვას? გზის ნაცვლად ხომ გაგვიკეთეს 200-ათას ლარიანი პარკი, სანაგვედ რომაა იქაურობა ქცეული?! ისე, იცოცხლე, არის  დაპირებები, გაკეთდებაო, მარა დაპირებებს იქეთ საქმე არ წასულა, თუ არ ჩავთვლით წელიწადში ორჯერ გრეიდერის გადაგრუხუნებას. 

ყველას ეზარება ამ გზაზე შემოსვლა, არადა რამდენიმე სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, თან ბათუმისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა, მარა, სადაა გზა?!

 იმდენჯერ დაიდო სოციალურ ქსელში ამ გზის სურათები და ვიდეოები, რომ მთელმა მსოფლიომ გეიგო, სუფსაში რაც ხდება და ამ მერიაში რით ვერ გეიგეს?!  გადმოგვხედეთ, ხელისუფალნო, მაღალი სკამებიდან!" _  თხოვნით მიმართავენ ადგილობრივები ხელმძღვანელ პირებს და   პრობლემის გადასაჭრელად  "ალტერნატიულ"  ვერსიასაც  სთავაზობენ: "თუ საშველი არაა, გადავხუროთ ეს ქუჩა, ზამთარში  გავყინოთ და ჰოკეის და ფიგურული სრიალის შემსწავლელი წრე გავხსნათ, ზაფხულში კი _ ცურვის".

 სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ კუკულავა "გურია ნიუსთან" საუბრისას დაპირებას იძლევა, რომ 2020 წლისთვის  რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებულ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელდება:

"ამ ეტაპზე ეს გზა დაგრეიდერებულია, თუმცა, სამომავლოდ გეგმაშია მისი სრული რეაბილიტაცია. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ის ჩასმულია მომავალი წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში, აქ სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და სოფელ  წყალწმინდამდე  მოხდება ამ გზის რეაბილიტაცია", _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი. 




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...