“მწვანე გურია“ კაკო ღლონტის სამეფოში

საზოგადოება

“მწვანე გურია“ კაკო ღლონტის სამეფოში

3 ივნ. 2020, 21:30:17

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურიანთაში მცხოვრები ფერმერი, აგრონომი კაკო ღლონტი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეხვდა ღლონტების ოჯახი პანდემიას.

კაკო ღლონტი ასევე ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომელია.

_ ბატონო კაკო, როგორ შეხვდით კორონავიურისს და როგორია თქვენი დღის წესრიგი?

_ თითქმის არაფერი შეცვლილა, ვმუშაობდით ჩვეულებრივ რეჟიმში და გადავედით დისტანციურ რეჟიმზე.  ჩვენ ფერმერებთან  არ გაგვიწყვეტია კონტაქტი და ის, რაც პროექტები გვქონდა, გრძელდებოდა მისი გახორციელება. თხილის, ციტრუსის პროექტი გვაქვს, სიმინდის კუთხით ახალი ჯიშებს ვიყვანთ. ახალი ის არის, რომ ბროკოლის მოყვანა გადავწყვიტეთ და დავამტკიცეთ, ესეც შესაძლებელია გურიაში.

_ სახლში რა ხდება, სადაც თქვენ ხართ მბრძანებელი?

_ საქმის კეთება ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ვაგრძელებ სხვადასხვა კულტურების მოყვანას და მომრავლებას. უფრო მეტად აქტიური გავხდი ამ კორონავირუსის შემხედვარე. ვმუშაობ დაუღალავად. ჩემი მეუღლე, შვილები ჩემს გვერდით არიან.  

_ ეს  პანდემია როდის გადაივლის,  ჯერჯერობით, არავინ არ იცის. დამწყებ ფერმერებს რა რჩევა-დარიგებას მისცემთ, რომ შემოდგომა-ზამთარს მომზადებულები შეხვდნენ?

_ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მზად, რა იცი, წინ რა გველოდება. სიმართლე გითხრათ, ბევრი,  დავუშვათ, ვერ შემოიტანეს უცხოეთიდან მარცვლეული ან სხვა პროდუქტი? ადამიანმა იმდენი მაინც უნდა იშრომოს, რომ სახლში მოყვანილი პროდუქტებით ერთი ან ორი თვის მანძილზე გაიტანოს თავი. პირველ რიგში, უნდა დაეკითხონ და დაუჯერონ დარგის სპეციალისტებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობაში. ასევე იკითხონ წიგნი, ნამეტარი ინტერნეტს ნუ მიეჯაჭვებიან.

_ რომელი კულტურის მოყვანით და გამრავლებით არიან დაინტერესებულები?

_ ყველას უნდა კონსერვი გააკეთოს. ძირითადად ბოსტნეულების მოყვანით არიან დაინტერესებულები. მაგრამ, მარტო კიტრის და პომიდორის მოყვანა ხომ არ არის საკმარისი. შეგვიძლია შემოდგომაზე და ზამთარში სალათების, მწვანილების, კიტრის მოყვანა. ფუჭად არ უნდა დავკარგოთ დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ დროის გამოყენება შედეგიანად, რომ შემდეგ საკუთარ თავთან და ღმერთთან მართლები ვიყოთ. კარგად უნდა დავგეგმოთ თითოეული წუთი და საათი. უფრო მეტი გააქტიურება არის საჭირო და საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება.

_ თქვენ პირადად, რომელი კულტურის მოყვანით ხართ დაკავებული?

_ მე ვარ მრავალფეროვნების მოყვარული. თუ კი რამეს მოყვანა შეიძლება გურიაში ყველაფერი მომყავს, ვაშენებ, ვამრავლებ და ვახარებ. ჩემთან, რომ მოდის ფერმერი ნერგის საყიდლად, აუცილებლად მას ვანახვებ იმ კულტურებს, რომლის გახარება და გამრავლება შევძელი. ამ კონსულტანციას და რჩევა-დარიგებებს კიდევ არავის ვამადლი. მთავარია, სასაუბრო დრო მქონდეს.  აგერ, მაგალითად, ჩემს ეზოში, სახლის გვერდზე, კომბოსტო უკვე თავშეხვეულია. ხომ იძახიან გურიაში არ იხარებს და არ მოდის კომბოსტოო, არ არის ეს სიმართლე, ბატონებო - მოდის, თან წელიწადში  _სამჯერ.

_ რატომ არ ვიყენებთ?

_ საკმარისი ცოდნა არ აქვთ და იმიტომ. მაგალითად, დაიწყო დამწყებმა ფერმერმა სხვადასხვა კულტურების მოყვანა, მაგრამ ცოდნა რომ არ ქონდა, ვერ გაახარა და ვერ გაამრავლა. შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და დაჯდა სახლში. საბედნიეროდ, მოდიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად სწავლობენ და მუშაობენ. შედეგიც არის და ეს იძლევა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

_ როგორც ვიცი, წელს ყველაზე მეტად იყიდება პომიდორის, კიტრის, ბულგარულის და სხვა კულტურის ნერგები.

_ ჩემი მეუღლე მენერგეობას მისდევს და აგრარულ ბაზარში ყიდის ნერგებს. წელს  ფაქტიურად სახლიდან გაიყიდა ნერგები. ბაზარში ორი დღეც არ გასულა. თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან რომ დაბრუდნენ, თავის კარმიდამოს მიხედვა ხომ ჭირდება, დაიწყეს მოვლა, შემდეგ ბოსტანში სხვადასხვა ნერგები დარგეს. ყველა ცდილობს, რაღაც გააკეთოს... ცოტა შიშმა შეაფუცხუნა ჩვენი ხალხი.

_ ბატონო კაკო, საუბრის დასასრულს, იქნებ, თქვენ გვითხრათ, კორონავირუსის დროს გურია და კახეთი მწვანე ზონა იყო. თქვენი ვერსია  როგორია,  შეინარჩუნებს გურია მწვანე ზონად თავის თავს?

_ ხომ იძახოდნენ გურულები, არ არიან კანონმორჩილნიო?! სინამდვილეში კანონმორჩილნი ვყოფილვართ. ყველაფერს ვასრულებდით, რაც რეკომენდაციები გაიცა სპეციალისტების მიერ.  კიდევ შემიძლია ვთქვა: ღმერთი გვფარავს გურულებს, ლაღები ვართ, ლაღი იუმორით და ალბათ, ლაღი ბუნებიდან გამომდინარე. ჩემი მოსაზრებით, არ მოგვივლინა დიდი განსაცდელი. შეიძლება ჩვენი სისუსტის ბრალია: აგენი ვერ გადაიტანს მაგასო და აღარ შეგვხდა ეს კორონავირუსი.

_ გურიაში ხომ იყო პერიოდი, როდესაც არ სწამდათ ღმერთის და ეკლესია-მონასტრებში მძიმე მდგომარეობა იყო.

_ ეს მხოლოდ გურიაში არ ყოფილა. იყო რაღაც პერიოდი, რომ ეშმაკმა დაძლია საზოგადოებას, მაგრამ დროულად გამოფხიზლდა ერი. გურიაში სწრაფი ტემპით მიდიოდა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა. ადამიანები დაუბრუნდნენ ეკლესიას და მოინანიეს.




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...