ნინო ლომჯარია: მე მჭირდება დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღო

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: მე მჭირდება დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღო

20 ოქტ. 2017, 12:49:40

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია ოზურგეთში იმყოფებოდა. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მან ისაუბრა თემაზე ფული და პოლიტიკა. შეხვედრის დაწყებამდე მან “გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა.

_ ქალბატონო ნინო, თქვენ ერთი წელი იყავით აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. ახალდანიშნულ უფროსს ჰქონდა თუ არ შემოთავაზება დარჩენილიყავით აუდიტის სამსახურში?

_ შემოთავაზება არ ყოფილა. წამოსვლამდე, როდესაც ვისაუბრეთ, გაირკვა, რომ ახალ ხელმძღვანელს  სხვა ტიპის მენეჯერებთან და გამოცდილების მქონე ადამიანებთან წარმოუდგენია აუდიტის სამსახურის მართვა. შესაბამისად, რთულად წარმომიდგენია, რა შემოთავაზება უნდა ყოფილიყო?

_ მაგალითად, იმავე პოსტზე?

_ არა, არ ყოფილა.

_ თქვენ იყავით არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე და წლების განმავლობაში აქტიურად იყავით ამ სექტორში, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჯარო სტრუქტურაში გადასულიყავით...

_ აუდიტის სამსახური იყო ისეთი საჯარო უწყება, რომელსაც კონსტიტუციით ევალება პოლიტიკურად იყოს ნეიტრალური და რომელიც დაკავებულია ანტიკორუფციული საქმიანობით, საჯარო ფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფით და პარტიების დაფინანსების მონიტორინგით. ურთიერთობა აქვს პარლამენტთან, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან... ამ ტიპის საქმიანობას სხვა სექტორიდან მე უკვე ვაკეთებდი, უბრალოდ, სექტორი შევიცვალე, თორემ სამუშაოს ხასიათი არსებითად არ შემიცვლია. იმ ეტაპზე ამოვწურე ჩემი თავი არასამთავრობო სექტორში და ჩემი პროფესიული განვითარებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვან სფეროში გადავინაცვლე.

_ რამდენად თავისუფალი იყავით აუდიტის სამსახურში. იყო თუ არა ჩარევა გადაწყვეტილებების მიღებაში ან ხელისშემშლელი ფაქტორები?

_ ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ვყოფილიყავი თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი ყოფნა აუდიტის სამსახურში. არაერთხელ მითქვამს, წინა აუდიტის სამსახურის უფროსისგან მქონდა სრული ნდობა საქმიანობაში და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღების დროს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები თანხმდებოდა ერთობლივად და თვითნებურად არ ვმოქმედებდი, თუმცა, შემიძლია ვთქვა ნამდვილად შემეძლო გადაწყვეტილების მიღების დროს ჩემი ხედვისა და პოზიციის დაფიქსირება, ასევე, გავლენის მოხდენაც. არ მქონია არასდროზე შეგრძნება, რომ ვინმე ერეოდა ჩემს საქმიანობაში და ვინმე მზღუდავდა. აუდიტის სამსახურში დამხვდა წინ გადადგმული ძალიან ბევრი ნაბიჯი. ძალიან კარგი ახალგაზრდები და პროგრესული და ინოვაციური გუნდი, რომლებთანაც ერთად ვაკეთებდი საქმეს.

_ თქვენი აზრით, რადგან არ შემოგთავაზეს დარჩენა აუდიტის სამსახურში, „ჩაიკეტება“ თუ არა ეს უწყება?

_სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დამკვიდრებული იყო გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის ძალიან მაღალი სტანდარტი, რაც აღარებული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერაც.  რთულად წარმომიდგენია, დღევანდელ დღეს ვინმემ აღნიშნული სტანდარტი დაბლა დაწიოს და აუდიტის სამსახური „ჩაიკეტოს“,  რადგან ბუნებრივად სამსახურის პროდუქტებზე არსებობს ძალიან მაღალი მოთხოვნა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების მხრიდან.

_ სად გააგრძელებს მუშაობას ნინო ლომჯარია?

_ კონკრეტულ ადგილს და საქმიანობას ახლა ვერ გეტყვით და ვერ დავასახელებ. არის გარკვეული შემოთავაზებები და ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება საჯარო სივრცეს და საჯარო აქტიურობას, მათ შორის იმ თემებსაც, სადაც მე მიმუშავია, ეს იქნება ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ა.შ.

_ იხილება თუ არა თქვენი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე?

_ ჩემთვის ასეთ რამ ცნობილი არ არის.

_ ეს შემოთავაზებები ხელისუფლებისგან იყო თუ არასამთავრობო სექტორიდან?

_ რამდენიმე შემოთავაზება არსებობს და უბრალოდ, მე მჭირდება დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღო.




 ახალი ამბები
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...
  • "ესაა ბიზნესის დაშინება"- შალვა ალავერდაშვილი პანდემიის მძიმე შედეგებზე საუბრობს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, მაშინ როცა პანდემიის პირობებში ბიზნესი გაკოტრებულია, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჯარიმებია დაწესებული.  „ჩვენ ხომ ყველაფერში „მოწინავეები“ ვართ, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამხელა ჯარიმები, როგორც საქართველოს, მაშინ, როცა ბიზნესის გაკოტრებულია, რამოდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა ვალი აიღოს და გახსნას ობიექტი, ამისთვის გაიარეს საჭირო პროცედურები და აიღეს ლიცენზია. ამ ლიცენზიის მიღების შემდეგ ისევ მიადგნენ ამ ხალხს და თავისივე შემოწმებული ობიექტები იგივე პირობებით დააჯარიმეს, რაზეც თვითონ ჰქონდათ გაცემული ლიცენზია. ესაა ბიზნესის დაშინება და ბევრმა ადამიანმა  გადაწყვიტა აღარ გახსნას ობიექტი“,_ განაცხადა ალავერდაშვილმა. ალავერდაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ამოქმედებული წესების დარღვევისთვის სულ  31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 ივენთია  დააჯარიმებული. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის განცხადებით, ერთმა რესტორანმა ძალიან კარგ შემთხვევაში 10 000 ლარის მოსაგებად 4 თვე უნდა იმუშაოს.  მან ასევე აღნიშნა, რომ თუ  2021 წლის ივნისამდე არ მოხდა სესხების გადავადება და შეთანხმება კონკრეტულ ობიექტებთან, ძალიან რთული იქნება სესხების  გადახდა და მით უმეტეს, აღსრულების გახორციელება ამ სესხების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...