ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 2 000 კვმ მიწის ფართი, შსს-ს უსასყიდლოდ გადაეცემა


საზოგადოება

ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 2 000 კვმ მიწის ფართი, შსს-ს უსასყიდლოდ გადაეცემა

2 დეკ. 2020, 22:25:12

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელიც 27 ნოემბერს, 12 საათისთვის იყო დანიშნული, თითქმის, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

განცალკევებით მდგარი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია კარგა ხანს ურეკავდა დეპუტატებს, რომ სხდომაზე მოსულიყვნენ.

მალე დეპუტატთა რიგებს შემოემატნენ ლეიბორისტი დავით მამალაძე, " ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი დეპუტატები _ დავით მდინარაძე და დავით ჭაკნელიძე, რის შემდეგაც სხდომა დაიწყო.

_ მეგობრებო, ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა. ვიცი, რომ ზოგი ტესტირებაზე იყო, ზოგიც ავად არის, თუმცა, უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება, სიფრთხილის დაცვა და ასე მუშაობაა საჭირო. ბიუჯეტი მისაღებია. დიდი მადლობა ყველას, რომ შეძელით მოსვლა, _ ასე მიმართა დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებს და მათ დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი გააცნო.

საკრებულოს წევრებმა, ცალკეული საკითხების ირგვლივ განკარგულებები, რომლებიც კომისიების სხდომებზე იყო განხილული და აღარ საჭიროებდა კვლავ განხილვას, მსჯელობის გარეშე მიიღეს. ამასთანავე, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, რომელთაგან ზოგს ტაშიც კი დაუკრეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა საკითხი "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ" _ ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული 2 000 კვ.მ. მიწის ფართი, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცემა.

დეპუტატმა გოჩა კილაძემ განმარტა, რომ ეს საკითხი განიხილეს კომისიაზე და მიზანშეწონილად ცნეს სამინისტროსთვის აღნიშნული ფართის გადაცემა.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, როგორც სხდომაზე დასმული კითხვების პასუხებიდან გახდა ცნობილი, საპატრულო პოლიციისთვის მოეწყობა სადგომი, სადაც საჯარიმოდ გადატანილ ავტომანქანებს განათავსებენ.

საკითხი _ "მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ", იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ წარმოადგინა.

საკითხის ირგვლივ საუბრისას მან განმარტა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნება ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილება. ახალ განყოფილებაში ხუთი თანამშრომელი იმუშავებს.

დარბაზიდან გაისმა საკრებულოს წევრთა კითხვები კადრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, ადგილზე მოხდება შერჩევა თუ ცალკეული პირები კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

_ შესაძლოა, გამოცხადდეს შიდა კონკურსი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსი, _ განაცხადა ლაშა თავაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ შიდა კონკურსი ჩატარდება და გამარჯვებულები დაიკავებენ ბავშვთა მომსახურების განყოფილების თანამშრომელთა ადგილებს, მერიაში გათავისუფლებულ საშტატო ერთეულებზე სამომავლოდ გამოცხადდება კონკურსი ახალი თანამშრომლების დასანიშნად. თავაძემ განმარტა, რომ მერიის რომელიმე თანამშრომელი თუ ბავშვთა განყოფილებაში გადავა სამუშაოდ შიდა კონკურსის საფუძველზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორ ადგილზე იმუშავებს და ასე კითხვა არც უნდა დაისვას.

საკრებულოს წევრმა დავით მდინარაძემ, რომელიც პროფესიით პედიატრია და საბავშვო კლინიკას ხელმძღვანელობს, გამოთქვა თვალსაზრისი, რომ კადრების შერჩევას სერიოზულად უნდა მიუდგნენ:

_ სერიოზული სფეროა და ძალზე გულისხმიერი მიდგომა სჭირდება. აუცილებელია კადრების  სწორად შერჩევა, _ თქვა მან.

ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილებაში დასაქმებულ ხუთ თანამშრომელს, სხვადასხვა პოზიციაზე, ხელფასი განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობით: განყოფილების უფროსი _ 1 400 ლარი; უფროსი სპეციალისტი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი _ 1 100 ლარი; ბავშვის ფსიქოლოგი _ 1 000 ლარი; უფროსი სპეციალისტი ბავშვის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში _ 900 ლარი და უფროსი სპეციალისტი, ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი _ 900 ლარი.

სხვადასხვა თვალსაზრისის გამოთქმის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს.

საკრებულომ მოისმინა მერის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2020-2021 წლებში, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დასაფინანსებელი პროექტების და ა(ა)იპ "სოციალური პროექტების განვითარების ფონდის" მიერ წარმოდგენილი წინადადებები _ დეპუტატებმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას უყარეს კენჭი,

მომხსენებელმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა პროექტების ჩამონათვალის ირგვლივ:

_ ეს იქნება ციხისფერდი-გურიანთის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ ხვარბეთში და ძიმითში სასოფლო გზების რეაბილიტაცია, ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტება, სოფელ შრომაში საბავშვო ბაღის მოწყობა, საბაგირო გზის მოწყობა მთისპირი-ბახმაროს მიმართულებით და სხვა, _ თქვა მამეშვილმა.

_ სულ ცოტა, ამ პროექტების გახორციელების შემთხვევაში, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ასიგნებებს თანხა დაერიცხება და ეს იქნება ძალიან კარგი. მაინტერესებს, ეს სააგენტო ხომ არ ითხოვს ე. წ. განზრახვათა წერილს. როგორც ვიცი, იყო შეხვედრები მერთან. და ხომ არ მომზადებულა ასეთი წერილი? _ იკითხა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ, რაზეც მამეშვილმა უპასუხა, რომ ჯერ არ ყოფილა ასეთი მოთხოვნა.

საკრებულოს წევრმა, სოფელ ნატანების დეპუტატმა თამაზ ტუღუშმა უკმაყოფილება გამოთქვა ნატანებში მუსიკალური სკოლისთვის რემონტის დაგვიანების გამო.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ მას უპასუხა, რომ მომავალ წელს მოხერხდება ამის გაკეთება:

_ ახლა სკოლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. ამიტომ, ჯერ სხვა პროექტებს მივხედოთ და შემდეგ _ მუსიკალურ სკოლას, _ თქვა გიორგაძემ და მიანიშნა, რომ ჯერ რეგფონდის და სოციალური პროექტების განვითარების ფონდის წარმოდგენილ პროექტებს სჭირდება მხარდაჭერა:

_ კარგია ერთი პროექტი ნატანებშიც თუ გახორციელდება. მერე ერთ თეთრს არ მოვითხოვ ბიუჯეტიდან, _ იუმორით დაასრულა თავის გამოსვლა თამაზ ტუღუშმა.

სხდომაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო პირობების და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცება", რაც ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღეს.

როგორც მომხსენებელმა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, თემურ მურვანიძემ განმარტა, ცალკეულ ტრანსპორტის მარშრუტებზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ოზურგეთშიც გამოცხადდება კონკურსი:

_ მასში მონაწილეობის უფლება ექნებათ როგორც ორგანიზაციებს, ისე _ ფიზიკურ პირებს. ვინც კონკურსში გაიმარჯვებს, მიიღებს ნებართვას უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერისგან.

მსგავსი კონკურსი 2000 წელს მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში ჩატარდა.

ახლა ჩატარდება კონკურსი ტრანსპორტის კანონში ცვლილების საფუძველზე, რის შემდეგაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულად დარეგულირდება შიდა გზებზე მგზავრთა გადაყვანა, _ თქვა მურვანიძემ.




 ახალი ამბები
  • “გელათში, მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია და ხარვეზების იდენტიფიცირება“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ფეისბუქზე წერს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გელათის დროებითი გადახურვის რევიზია. “ყველას გილოცავთ ნათლისღებას!!! ვინაიდან გუშინ უხვი ნალექი მოვიდა გელათში, ადგილზე ვარ გუშინდელიდანვე. ჩემი ზედამხდველობით მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია, ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება. გელათზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეიცვალა, ამავე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. ახალი კომპანიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს სრულად დააფინანსებს დაჯარიმებული კომპანია. ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს დროებითი სახურავი ჩამოინგრა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, _ წერს ნიკა ... ...
  • “მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში“თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს: ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს ვებგვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა _ ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ. ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, _ წერია აღნიშნულ ... ...
  • ნათლისღების თოვლი ჩოხატაურშიჩოხატაურში, ამინდის პროგნოზით დღეს, 19 იანვარს ღამით -6 გრადუსი ყინვა იქნება. მომდევნო დღეებშიც ყინვაა მოსალოდნელი, თუმცა, პროგნოზით, -5 გრადუსს არ გადააჭარბებს. დათბობას გურიაში 24 იანვრიდან უნდა ... ...
  • სტოლტენბერგის ეს განცხადება ეკუთვნოდა რუსეთს- წერეთელი„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე. წერეთელის თქმით, სტოლტენბერგის ეს განცხადება ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. წერეთელმა აღნიშნა, რომ  ნატოს გენერალური მდივნის მუდმივი განცხადებები ნატოს რეალურ წევრობაზე  კარგია, თუმცა მას თან უნდა ერთვოდეს ქვეყნის შიგნით შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, რაც დაახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან. „ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი მუდმივად აკეთებს განცხადებას საქართველოს იმ რეალურ წევრობაზე, რომელიც აუცილებლად ერთ დღეს უნდა იყოს, ეს არის კარგი. თუმცა, გაცილებით უკეთესია როდესაც ამას მოსდევს კონკრეტული ნაბიჯები ინტეგრაციის და აქ ეს გზავნილი რაც ჩვენ მოვისმინეთ, რათქმაუნდა ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთი ყველაზე უფრო მეტად იბრძვის ამის წინააღმდეგ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. ამრიგად, ეს რუსეთისადმი გზავნილია, თუმცა, იმ ნაწილში, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობას და სწორედ ნატო და საქართველო წყვეტს, წესით, უნდა იყოს თუ არა ალიანსის წევრი ქვეყანა, აქ რათქმაუნდა საქართველოს მიმართულებით არის გზავნილი, იმიტომ, რომ ნატოს სამხედრო სტანდარტების გარდა აქვს სხვა ბევრი სტანდარტი, ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომლებიც საქართველოშია, იგივე პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი და სხვა რათქმაუნდა არ აახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან და ნატოს რეალურ წევრობასთან.“ - განაცხადა ... ...
  • ფოტორეპორტაჟი ყაზბეგიდან: „გერგეტის სამებას თოვლი არ უკვირს“ჩვენი მეგობრები ყაზბეგიდან გვაწვდიან დათოვლილი, იქაური  პირქუში მთების ფოტოებს. _ გერგეტის სამებას თოვლი არ უკვირს. თუმცა, თოვლის ყოველი მოსვლისას, თავისებურად ლამაზია აქაურობა, _ გვითხრა  ნანული ღუდუშაურმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....