ოზურგეთიდან სოფლების მიმართულებით გადაადგილება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეწყვიტა
დღეს დილიდან ოზურგეთიდან სოფლების მიმართულებით გადაადგილება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეწყვიტა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ შიდა გადაადგილებებზე შეზღუდვა 1 აპრილამდე იქნება.
“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც კი ბრძანება არის გამოცემული იმის შესრულება მიმდინარეობას. ამ ეტაპისთვის საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ არის შეწყვეტილი,“_ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ.
ოზურგეთის ავტოსადგურში ამ დროისთვის ბათუმში, ქუთაისში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში მიმავალი სამარშრუტო ტაქსები დგას.