ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს შეიძენს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს და ერთ ერთეულს JCB 4CX-ზე თავსებადი დამატებითი მოწყობილობას _ მულჩერს შეიძენს. გამოცხადებული ტენდერის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა.
ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია _ შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“ მონაწილეობდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შესყიდვის სავარაუდოდ ღირებულებად 519 30000 ლარი ქონდა დასახელებული, მაგრამ საბოლოო ჯამში აღნიშნულმა შპს-მ უფრო ნაკლები თანხა დაასახელა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელშეკრულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“-ს შორის არ არის გაფორმებული