ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება
18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა.
ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ოთახში.