ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გაზი არ მიეწოდება _ მიზეზად ავარია სახელდება
დღეს, დილიდან გაზი არ მიეწდება მთელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.
„გურია ნიუსის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცხელი ხაზი არ გვპასუხობს. ავტომოპასუხე მუდმივად დაკავების რეჟიმშია ან დაცდას გვთხოვს.
ოზურგეთელი, რიგითი ოპერატორები ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან:„გვითხრეს, რომ მოხდა ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება და საღამომდე არ იქნება. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“ - გვეუბებიან ისინი. აბონენტებს ჯერ არც ესემეს შეტყობინება მოსვლიათ, რაა გათიშვის მიზეზი და როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.