ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო სურგულაძე მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოება

ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო სურგულაძე მოულოდნელად გარდაიცვალა

2019 ნოე 18 11:02:14

ოჯახის წევრების ინფორმაციით,  წუხელ ვლადიმერ სურგულაძე სახლში იმყოფებოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა, წაიქცა და გარდაიცვალა.

ის ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ 2006-2010 წლებში მუშაობდა.

მანამდე, ახალგაზრდული   ასაკიდანვე, ვლადიმერ სურგულაძე მუდამ აქტიურობდა საზოგადოებრივ და  პოლიტიკურ ცხოვრებაში.  იყო ეროვნული მოძრაობის გულშემატკივარი.   მუშაობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად. ხელისუფლებაში,  პირველი პირის თანამდებობაზე მუშაობის დროს ძალზე მნიშვნელოვანი და პატრიოტული ნაბიჯი არაერთხელ გადადგა.

  ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო მისი მხრიდან წინააღმდეგობა, როცა მთავრობის მიერ განზრახული იყო გურიის ტერიტორიის  (სადაც ახლა ატრაქციონების პარკი  „ციცინათელა“ მდებარეობს) გადაცემა ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის. 

_ მე გეუბნებით, რომ ასეთია ბრძანება. თქვენ გაახმოვანეთ! -  დაგვიძახა და გვითხრა მან პრესკონფერენციაზე და უდიდესი როლი ითამაშა  ამ საქმეში თავისი პრინციპული პოზიციით.

ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე , მისი მუშაობა ხალხის მიერ მარტივი და ბევრის მთქმელი ფრაზით შეფასდა: „ხელისუფლებაში მივიდა გაუსვრელი და ასეთივე წამოვიდა, კუთვნილი სიკეთითაც კი არ უსარგებლია“.

ლადო სურგულაძის ცხედარი  ქალაქ ოზურგეთიდან, მშობლიურ სოფელ ჭანიეთში გადაასვენეს.

„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს და  თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს. 




 ახალი ამბები
  • ე.წ. მატროსოვის პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყოე.წ. მატროსოვის პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ამასთან დაკავშირებით. სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდებ“, - აღნიშნულია ... ...
  • „მომიგლიჯეს ღობე, ამიჭრეს თხილი და თვალებში მომაბერტყეს“ _შშმ პირი შველას ითხოვსოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მცხოვრები ელიკო და რამაზ კალანდაძეების ოჯახი (ბატონი რამაზი შშმ პირია და მუდამ ხაზს უსვამს, რომ ამიტომაც ჩაგრავენ)დიდი ხანია, ითხოვს საკარმიდამო ნაკვეთთან მდებარე მიწის ნაკვეთის დაბრუნებას, რომელიც, მათივე თქმით, ერთ-ერთმა ინვესტორმა მიიტაცა.  _ პასუხი იგვიანებს, მომეშველეთ ჟურნალისტები! დიდი კაცისგან პატარის ჩაგვრის მარადიული ფილოსოფია _ ჩემზეც საუკეთესო მაგალითია! ნარუჯაში ვცხოვრობ, საკარმიდამო ფართობთან მიმდებარე 6 ათას კვმ. მიწის ნაკვეთის დაკანონებას, რომელზეც თხილი და ჩაის მაქვს გაშენებული და თავის რჩენის ერთადერთი  საშუალებაა, რა ხანია, ვითხოვ. უცებ კი აღმოჩნდა, რომ ვიღაცას 22 ჰა მიწის ფართობი არ ეყო და ეს ერთი მტკაველი მიწა წამგლიჯა! მიწის შვილს მიწას მართმევენ "საჰაერო თავდასხმით მზომავი" მძარცველები! _ სახელმწიფოვ, დამეხმარე! ყველა დამეხმარეთ! _ წერდა "გურია ნიუსს" შარშან რამაზ კალანდაძე . დღეს ჩვენ კვლავ დაგვიკავშირდა ბატონი რამაზი და მისი მეუღლე ელიკო კალანდაძე. _ სამართალი ვერ ვიპოვეთ. ნარუჯაში 22 ჰექტარი ფართობი იყიდეს, 2016 წელს  ეს 6 ათასი კვმ. მიწის ფართი აღმოჩნდა შპს "ბლუბერის" 22-ჰექტრიან მიწის საკუთრებაში.  გუშინ მათ და მოგვითხარეს ღობე, ამიჭრეს თხილის ხეები და ტოტები თვალებში მომაბერტყეს. ეს შეიძლება? ჩემი დარგული, ნაწვალები მომიჭრეს. მოგვერივნენ და სამართალი არსადაა? კიდევ ერტხელ გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ღობე ნახეტ, მოარღვიეს, სარები მომიყარეს, კბილიანი მავთულით მქონდა სერობილი და აგლიჯეს, - გვითხრეს მათ,   როცა ადგილზე მივედით. „გურია ნიუსი“  აქ  გაჭიანურებული სამეზობლო დავის მოწმე გახდა, სადაც დაძაბულობა აშკარაა და , შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდეს. _ამ ოჯახს ვერანაირად ვერ მოვურიგდით. რა უნდათ, თვითონ არ იციან. ეს არის ჩვენი საკუთრება. 2015წელს  აუქციონზე შევიძინეთ 22 ჰა ფართობი. მოვიდა ქალბატონი ელიკო და გვითხრა, რომ ამ ტერიტორიაზე მისი სახლის მიმდებარე, ექვსიათას კვ.მ. ფართობით, დიდი ხანია სარგებლობს.  შეგვეცოდა და არც თხილი მოგვიჭრია, არც ჩაის ბუჩქები მოგვითხრია,რომელიც  აღნიშნულ ტერიტორიაზეა. დღემდე სარგებლობს, კრეფს ჩაის. ხუთი წელია, ვეხვეწებით, მოიტანოს დოკუმენტი, რომ მისია. მიწის საკუთრების მოწმობა ხომ უნდა ჰქონდეს? ახლა ამ ერთ მხარეს მოვხსენით ღობე, სარები დავულაგეთ თავის ეზოთი. შეხედეთ, ეს დაგლეჯილია? რა უნდა ჩვენთან? კიდე გვეცოდება და დარჩენილ სამი ატას კვ.მ. ფართობზე, რომელიც ჩვენია და ნაყიდი გვაქვს, არ ვედავებით,  ჯერჯერობით. ვიმეორებ, მოიტანოს საბუთი ან წავიდეს სასამართლოში, _ თქვეს „გურია ნიუსთან“ შპს „ბლუბერის“ წარმომადგენლება, მამა-შვილმა  პალესტ და კახა ზამთარაიებმა. _თქვენ 20 თეთრად იყიდეთ ერთი კვადრატული მეტრი. გადაგიხდით მეც ასე და დამიბრუნეთ. ხომ გითხარით, როცა მოხვედით, რომ ჩემი მიმდებარეა და ამდენი წლის მანძილზე ვსარგებლობ? მეუღლე შშმ პირი მყავს, ერთი თეფში მოცვი თუ მოგიტანიათ, ავადმყოფი გყავს და მოგიკითხეთო? -ცხარობდა ელიკო კალანდაძე. _რატომ მოგიტანო მუქთად? მოდი იმუშავე და წაიღე. ან 20 თეთრად რატომ მოგყიდო? ჩემია, თუ მინდა ათ ლარად მოგყიდი და სულ არ მოგყიდი, ესეც ჩემი ნებაა. არ შეხვედი თავზე? _ გაბრაზებული, რუსული აქცენტით ედავებოდა კახა ზამთარაია ელიკო კალანდაძეს. საუბარში კი მამა ეშველებოდა , დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და ქართულად საუბარი უჭირსო.     კარგა ხნის კამათის და ხმაურიან დაპირისპირების შემდეგ,  ელისო კალანდაძე დარწმუნდ, რომ დავამ , რომელიც მრავალი წლისმანძილზე გრძელდება, აუცილებელია სასამართლოში გადაინაცვლოს, თუმცა მან  განაცხადა, რომ  საამისო სახსრები არ გააჩნია. _წაბრძანდით, მიმართეთ სასამართლოს და რაც დაგჭირდებათ ამ პროცესში,  ხარჯებს ჩვენ გადაგიხდით, - უთხრა მას კახა ზამთარაიამ.   ელიკო კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან  საგანგებო წერილით ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, არჩილ თალაკვაძეს და უმრავლესობის ლიდერს, გიორგი ვოლსკის მიმართა, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღია. ამავე თემაზე: "მიწის შვილს მიწას მართმევენ "საჰაერო თავდასხმით მზომავი" ... ...
  • ონი პირველი პირების გარეშე _ მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვესონის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" თავად ემზარ საბანაძესთან და დიმიტრი საყვარელიძესთან შეეცადა, თუმცა, არცერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მერის მოდგილეს, ეკა მაისურაძეს, რომელიც ინფორმაციას არ ფლობდა, მიზეზად არასამუშაო დღე დაასახელა. მოგვიანებით, სულ რამდენიმე წუთში, მაისურაძე თავად დაგვიკავშირდა და ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა, მან სხვა დეტალებზე საუბარი არ ... ...
  • იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ - მეუფე იოსები იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საკვირაო წირვაზე განაცხადა. მეუფე იოსების ქადაგების ნაწილს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასელი აქვეყნებს  მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ, დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ, გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...