ოზურგეთში მომხდარი ავტოავარიის დეტალები: „ტყემლის ხემ ორი სიცოცხლე იხსნა“

საზოგადოება

ოზურგეთში მომხდარი ავტოავარიის დეტალები: „ტყემლის ხემ ორი სიცოცხლე იხსნა“

14 აგვ. 2020, 12:20:08

13 აგვისტოს, ოზურგეთში მუნიციპალიტეტის სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე მომხდარი ავტოავარიის დროს, რის შესახებაც უკვე ვწერდით, ერთ-ერთ უბანში მსუბუქი ავტომანქანა, ამოყირავების შემდეგ,  იქვე მცხოვრები მოქალაქის ეზოში  გადავარდა.

_ამ ტყემლის ხემ ორი ახალგაზრა ბიჭის სიცოცხლე იხსნა. ტყემალი ძლიერი მერქანის მქონე მცენარეა და ადვილად არ ტყდება. ღმერთმა დაიფარა, _  გვითხრეს აქ მცხოვრებლებმა, როცა ადგილზე მივედით.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოზურგეთის პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

გვითხრეს, რომ  ავტომანქანა ხის ვარჯსა  და ტოტებში  ისე იყო გაჭედილი, შიგ მყოფი ბიჭების ამოყვანა გაჭირვებით მოხერხდა.

უფრო უარესი, ფატალური შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, თუ ხე მოტყდებოდა_ სამიოდე მეტრში, დაბლა,  ოჯახის  პატარა ტბაა, რომელიც, ეტყობა,  პატრონს  საგანგებოდ აქვს მოწყობილი.

_იმ წყალში რომ ასე ცხვირით ჩარჭობილიყო ეს მანქანა, ხომ დაიხრჩობოდნენ.  ეს რა უბედურებას გადავრჩით. მანქანას ვინ დაეძებს - ღელავდნენ ადგილობრივები.

როგორც შემდეგ დავაზუსტეთ, ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარების  მანქანით საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ. 

თუ როგორია დღეისთვის ორი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა,   ახლობლები ამბობენ, რომ მათ მოტეხილობები არ აქვთ, მცირე დაზიანების გარდა,  არ დასჭირდათ საავადმყოფოში გადაყვანა და სასწრაფო დახმარების მანქანა უკან წავიდა.

შსს  პრესსამსახურიდან, მომხდარის შესახებ,  „გურია ნიუსთან“ ასეთი  კომენტარი  გააკეთეს:

„ამ ავარიის დროს მძიმედ არავინ დაშავებულა და არც საავადმყოფოშია ვინმე გადაყვანილი.  გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით“.




 ახალი ამბები
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...
  • "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" _ ბიძინა კულუმბეგოვი"ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს", _ აღნიშნულის შესახებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls