ფასების ზრდის და კლების ტენდენცია წინასაახალწლოდ

საზოგადოება

ფასების ზრდის და კლების ტენდენცია წინასაახალწლოდ

10 დეკ. 2017, 11:22:20

გურიაში საახალწლო სამზადისი მაინც რიტუალად ქცეულ კალანდას და ბარაქიან სუფრას უკავშირდება. ამიტომ ყველა ცდილობს, დამდეგი ახალი წლისთვის თადარიგი წინასწარ დაიჭიროს.

დღეისთვის, ოზურგეთში, ყველაზე ძალიან ყველი გაძვირდა. ერთი კილოგრამის ფასი 8-9 ლარია და, სავარაუდოდ, ახალი წლისთვის უფრო გაძვირდება; ორი ლარი ღირს ერთი ლიტრი რძე; ერთი კილოგრამი ნადუღი _ ხუთი ლარი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თითქმის განახევრდა გოჭის ფასი _ თუ ორი-სამი თვის წინ, ცოცხალი წონით, ერთი კილოგრამი ათი ან თერთმეტი ლარი ღირდა, ახლა ექვსი ლარი ღირს; ბაზარში უკვე გამოჩნდა ინდაურებიც.

_ "გენდერული ბალანსი" დედალ-მამალ ინდაურებს შორის მაინც დარღვეულია. მამალი 35 ლარი ღირს, დედალი კი _ 25 ლარი, _ ნახევრად ხუმრობით გვითხრა ინდაურებით მოვაჭრე ქალბატონმა და გააგრძელა, _ თუ ახლავე იყიდით, თორემ საახალწლოდ ფასი გაორმაგდება.

დანარჩენ შინაურ ფრინველს რაც შეეხება, ზრდასრული ქათამი 13-15 ლარი ღირს, იხვი _ ათი ლარი.

საკმაოდ ძვირია საქონლის ხორციც _ ერთი კილოგრამი 13 ლარი ღირს. როგორც ამბობენ, შარშანდელის მსგავსად, საახალწლოდ ფასი უფრო მოიმატებს.

ჯერჯერობით, ერთი კილოგრამი ნედლი ქინძისა თუ ოხრახუშის ფასი ხუთ ლარს არ სცდება, თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ თუ თოვლი მოვიდა და ამინდი გაუარესდა, მწვანილის ფასი შესაძლოა, გასამმაგდეს.

საკმაოდ გაიზარდა კარტოფილის ფასი _ ახლა ერთი კილოგრამი ხარისხიანი კარტოფილი ლარი და ოცი თეთრი ღირს; სტაფილო _ ლარნახევარი; კომბოსტო _ 50 თეთრი. ერთი კილოგრამი ხარისხიანი ხმელი ლობიოს ფასი 5,50 ლარია.

რაც შეეხება სიმინდის მარცვალს, შარშანდელთან შედარებით, ფასი გაზრდილია და ერთი კილოგრამი 80 თეთრი ღირს. ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილი კი, საშუალოდ, 1,50-2 ლარია.

ერთი შეხედვით, თუ არ ჩავთვლით რძის ნაწარმზე ფასის მკვეთრ ზრდას და საპირისპიროდ გოჭის ფასის შედარებით დაწევას, რაც ბოლო პერიოდში იშვიათად ხდებოდა, ძალიან სიძვირესთან არ უნდა გვქონდეს საქმე. თუმცა, მოვაჭრეები მომხმარებლის სიმცირის გამო წუხან.

_ ხან რას ვყიდი, ხან _ რას. დღეს ბაზარში ერთი ტონა "ხამსა" მაინც შემოვიდა და მეხუთედი არ იქნება გაყიდული. ხალხს ფული არ აქვს. იშვიათად ხდება, კარგად გაიყიდოს რამე. გასულ წელს, ამ დროს, სამჯერ მეტ თევზს ვყიდდით. ხალხში ფული სულ უფრო ნაკლებად არის, _ გვეუბნება მანანა მ..

რაც შეეხება სხვადასხვა პროდუქციას, გამყიდველები ამბობენ, რომ უფრო ბოსტნეული იყიდება _ კარტოფილისა და კომბოსტოს უფრო ეტანება ხალხი, ყველა ცდილობს, ადვილად გაიტანოს თავი.

_ ხალხს ახლა უფრო უჭირს, ვიდრე შარშან. ეს ეტყობა ბაზარს. ჩვენ წლების მანძილზე აქ ვვაჭრობთ და წელს განსაკუთრებით უჭირს ხალხს ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვა. შესაბამისად, მეც ვცვლი პოზიციას, ხან ყველს ვყიდი, ხან _ თევზს და ხან _ ყვავილებს, _ გვეუბნება ნინა ხაჩატურიანი.

საახალწლო საუკეთესო დესერტის, გოზინაყისთვის აუცილებელი ნიგოზის და თაფლის ფასი საკმაოდ მაღალია _ ერთი კილოგრამი ნიგოზი 18-20 ლარი ღირს, ერთი კილოგრამი თაფლი კი _ 15-16 ლარი.

ოზურგეთის ბაზარში, ახალ წლამდე 25 დღით ადრე, ძალზე ცოტა რაოდენობით შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც საახალწლო სუფრისთვის, შედარებით იაფად, წინასწარ ყიდულობენ და იმარაგებენ სხვადასხვა პროდუქტს.

_ შობის დღესასწაულამდე ვმარხულობთ. ახლა ყველი ვიყიდეთ და უნდა შევინახოთ. საშობაოდ, საკალანდოდ, ღვეზლის გარეშე, გურული ოჯახი როგორ შეიძლება? სხვა რამეზე შეიძლება უარი თქვა, მაგრამ ღვეზელი სუფრას არ უნდა აკლდეს, ბლომად უნდა მოვამზადოთ, _ გვითხრეს დებმა ლამზირა და ზოია გოგოტიშვილებმა.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...