"ფეხებზე გვკიდია თქვენი სუს-ი და ბიძინა ივანიშვილი _" ელენე ხოშტარია პრემიერს

საზოგადოება

"ფეხებზე გვკიდია თქვენი სუს-ი და ბიძინა ივანიშვილი _" ელენე ხოშტარია პრემიერს

26 ივნ. 2020, 16:07:02

ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც პრემიერი წლიური ანგარიშით წარსდგა.

„კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია,“-განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, არ გაჰკვირვებია, რომ გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისზე არ ისაუბრა.

ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ დღეს 20 ივნისი არ ახსენეთ. მას შემდეგ, რაც დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით, რა მოხდა და მერე წახვიდოდით და საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის სკამს კარგად ირგებთ. მას შემდეგ, რაც „ტროლების ქარხანამ“ დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად მაკო გომურზე. ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან,უბრალოდ, რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?“-აღნიშნა ხოშტარიამ.




 ახალი ამბები
  • ტემპერატურის კლება და მატება _ როგორი ამინდია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 აგვისტოს +30, +32 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 18 აგვისტოს კი +29, +31 გრადუსამდე ... ...
  • 28 წელი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან (R)აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. " ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, სადაც მესამე ქვეყანა იყო ჩარეული. მესამე ქვეყანა რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი არ მოხდებოდა და აფხაზეთი დღესაც ჩვენი იქნებოდა. ახლა მთავარია მოლაპარაკების დაწყება თვითონ აფხაზებთან." - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ. შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები კი ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად ორივე მხარეს ათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასამდე ქართველი კი დევნილად იქცა. ... ...
  • ოზურგეთში მომხდარი ავტოავარიის დეტალები: „ტყემლის ხემ ორი სიცოცხლე იხსნა“13 აგვისტოს, ოზურგეთში მუნიციპალიტეტის სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე მომხდარი ავტოავარიის დროს, რის შესახებაც უკვე ვწერდით, ერთ-ერთ უბანში მსუბუქი ავტომანქანა, ამოყირავების შემდეგ,  იქვე მცხოვრები მოქალაქის ეზოში  გადავარდა. _ამ ტყემლის ხემ ორი ახალგაზრა ბიჭის სიცოცხლე იხსნა. ტყემალი ძლიერი მერქანის მქონე მცენარეა და ადვილად არ ტყდება. ღმერთმა დაიფარა, _  გვითხრეს აქ მცხოვრებლებმა, როცა ადგილზე მივედით. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოზურგეთის პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. გვითხრეს, რომ  ავტომანქანა ხის ვარჯსა  და ტოტებში  ისე იყო გაჭედილი, შიგ მყოფი ბიჭების ამოყვანა გაჭირვებით მოხერხდა. უფრო უარესი, ფატალური შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, თუ ხე მოტყდებოდა_ სამიოდე მეტრში, დაბლა,  ოჯახის  პატარა ტბაა, რომელიც, ეტყობა,  პატრონს  საგანგებოდ აქვს მოწყობილი. _იმ წყალში რომ ასე ცხვირით ჩარჭობილიყო ეს მანქანა, ხომ დაიხრჩობოდნენ.  ეს რა უბედურებას გადავრჩით. მანქანას ვინ დაეძებს - ღელავდნენ ადგილობრივები. როგორც შემდეგ დავაზუსტეთ, ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარების  მანქანით საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ.  თუ როგორია დღეისთვის ორი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა,   ახლობლები ამბობენ, რომ მათ მოტეხილობები არ აქვთ, მცირე დაზიანების გარდა,  არ დასჭირდათ საავადმყოფოში გადაყვანა და სასწრაფო დახმარების მანქანა უკან წავიდა. შსს  პრესსამსახურიდან, მომხდარის შესახებ,  „გურია ნიუსთან“ ასეთი  კომენტარი  გააკეთეს: „ამ ავარიის დროს მძიმედ არავინ დაშავებულა და არც საავადმყოფოშია ვინმე გადაყვანილი.  გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯარუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული  ნ.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 04 თებერვალს, ნ.ა. გარდაბნის რაიონში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 154,4242 გრ. ნარკოტიკულ საშუალება  „ჰეროინს". სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი გააგრძელებსსაქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად უფინანსებს. 2020-2021 სასწავლო წლის ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული კანდიდატები უკვე გამოვლინდნენ. ესენი არიან: ლანა აჩელაშვილი; ლევან ფავლენიშვილი და  მარიამ კვარაცხელია. ლანა  ბრისტოლის უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით (სასწავლო ტექნოლოგიები და საზოგადეობა) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ლევანი ედინბურგის უნივერსიტეტში დაეუფლება მაგისტრის ხარისხს საოპერაციო კვლევების განხრით. მარიამი კი ბრაიტონში, სასექსის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. საქართველოს ბანკი სამივე სტუდენტის სრულ ხარჯებს (უნივერსიტეტის გადასახადს, მგზავრობის ღირებულებას, ვიზის საფასურს, სტიპენდიას, რაც მოიცავს საცხოვრებელი ადგილის ქირასაც) დაუფინანსებს. ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამასთან საქართველოს ბანკი უკვე მეშვიდე წელია თანამშრომლობს და სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. “მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარში დავუდგეთ ქართველ სტუდენტებს და უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის პარტნიორობა 2013 წელს გაფორმდა და ბანკის მხარდაჭერით ინგლისში  სასწავლებლად უკვე 20 რჩეული სტუდენტი გაემგზავრა. ჩვენ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განათლების მხარდაჭერას, რაც  ჩვენთვის უცვლელი პრიორიტეტია“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დაარსდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები, დღესდღეობით კი ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია. მაღალი ხარისხის განათლების მსურველებისათვის 2021-2022 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2020 წლის 3 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.chevening.org/georgia/ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...