"ფოთი პატარა, დაშინებული ქალაქია“ _ ანა იოსავა თევზის სუნის პრობლემას ებრძვის

საზოგადოება

"ფოთი პატარა, დაშინებული ქალაქია“ _ ანა იოსავა თევზის სუნის პრობლემას ებრძვის

24 იან. 2021, 16:19:58

არასამთავრობო ორგანიზაცია “გამოიღვიძეს” დამფუძნებელი ანა იოსავა 10 იანვარს, ქალაქ ფოთში აქციის მსვლელობის დროს სამ პირთან ერთად დააკავეს.

სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული. როგორც ანა ამბობს, მას ემუქრება ან _ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან _ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 წლის ვადით, ან _ ფულადი ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე.

„გურია ნიუსი“ ანა იოსავას ესაუბრა.

_ როგორ მოხდა თქვენი დაკავება?

_ აქცია მოვაწყვეთ ფოთის მერიასთან _ ვაპროტესტებდით ქალაქში თევზის სუნს და ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ვითხოვდით. მერმა მოგვატყუა და დაპირების მიუხედავად, ჩვენთან შესახვედრად არ მოვიდა.

შემდეგ გადავინაცვლეთ გოჩა კურდღელიას სახლთან, სადაც მისი ნათესავები დაგვხვდნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ იქვე ცხოვრობენ, მაგრამ მეც იმავე სამეზობლოში ვცხოვრობ და იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა პირველად ვნახე.

ჩვენ სამნი ვიყავით და დაგვხვდა 25 კაცი. ისინი გვაყენებდნენ შეურაცყოფას. ქალაქის მერის ნათესავსა და აქციის წევრს შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც აქციის წევრები დააკავეს. მინდოდა ჩემი აქტივისტი გამეთავისუფლებინა და პოლიციას ვკითხე მიზეზი, რის საფუძველზე აკავებდნენ. ამის შემდეგ მეც დამაკავეს. დაკავების მიზეზად ხულიგნობა, ძალადობა, შეურაცხყოფა დაასახელეს, მაგრამ ჩემი მხრიდან ასეთი არაფერი მომხდარა _ მაქვს ყველაფრის ვიდეო მტკიცებულება. სამართალდამცავებმა ჩვენ დაგვიჭირეს და ვინც შეურაცხყოფას გვაყენებდა, მათი საქციელი რეაგირების გარეშე დატოვეს.

_ ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას სახლთან მისვლის მიზანი რა იყო?      

_ ჩვენი მიზანი იყო გოჩა კურდღელიასთვის პირადად გვეთქვა, რომ მეორე დღეს იგეგმებოდა აქცია და იქ ველოდებოდით. მაგრამ დაგვხვდა აგრესიულად განწყობილი ადამიანები.

_ ამ აქციის შემდეგ დაანონსებული იყო ყოველდღიური აქციები...

_ აქციები გრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფოთის მოსახლეობა არ იღებს ხმას. ფოთი პატარა, დაშინებული  ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის ხათრით არ გამოდიან გარეთ. პლიუს ამას, ფოთელები მუშაობენ პორტში, სადაც წილი აქვს ფოთის მერს გოჩა კურდღელიას. არ დაგვიდგა ხალხი გვერდით და 20 კაცის პროტესტი უშედეგოა.

_ რამდენი ხანია, რაც თევზის სუნია ქალაქში?

_ სამი წლის განმავლობაში. როგორც ვიცით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ორი ქარხანაა, რომელიც პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საკუთრებაა. ამ ქარხნების ხელმძღვანელობა ყველა არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ სწირავს ფულს და ამიტომ არ აჩერებენ, ჩვენ რაც არ უნდა ვაპროტესტოთ. ვიცი, რომ ასე მარტივი არაა ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად. ამ ქარხნებს ისეთი ადამიანები აფარებენ ხელს, რომლებსაც მთელი ქალაქი „ხელში უჭირავთ“.

_ როგორც ვიცი, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს ქარხნებს და დაადგენს პრობლემის მიზეზებს...

_ მე მაქვს ინფორმაცია სპეციალურ ჯგუფებზე, რომელიც შეამოწმებს ქარხნების მუშაობას, მაგრამ მე არ მჯერა მათი. ორ კვირაში თევზჭერის სეზონი მთავრდება და ისედაც აღარ იქნება სუნი. მერე იტყვიან, რომ მოაგვარეს პრობლემა. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს სუნი მაინც იქნება.

ქალაქში 3-4 წლის განმავლობაშია თევზის სუნი და აქამდე რატომ არ შექმნეს ეს ჯგუფი, ხომ იცოდნენ რომ ხალხი ამას წლების მანძილზე აპროტესტებდა. გამკეთებელი აქამდე გააკეთებდა. თევზის სეზონის მიწურულ პერიოდში რატომ აკეთებენ სამუშაო ჯგუფს? ეს დღეები შტორმის გამო ვერ გავიდნენ გემები ზღვაში და ვერ შეიტანეს ქარხნებში თევზი, ამიტომაც არ არის სუნი. ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარდა. მაგრამ ეს ხომ დროებითია?!

_ სოციალურ ქსელში ვრცელდება შენი ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვა, სადაც ამბობ, რომ დაიწყეს შენი დაშინება. შეგიძლია, აგვიხსნა რას გულისხმობ?

_ ნადვილად დაიწყეს ჩემი დაშინება, ხალხის მოგზავნა და მე ეს მიხარია _ ეტყობა, სერიოზულად მიმიღეს. მე შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთვისაც ვეძებ ფინანსებს. მოვიდა ადამიანი, რომელიც ყველანაირ ფინანსურ უზრუნველყოფას მთავაზობდა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას, იძულებული გავხდებოდი, ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მეტყოდნენ. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი მოგზავნილი იყო. მინდა, მოგვარდეს ეს პრობლემა, ამიტომ უარი ვთქვ ი ამ შემოთავაზებაზე. მე მინდა ჩემი ორგანიზაცია სამართლიანი იყოს და არა ვინმეზე დამოკიდებული.

 _ რა გეგმები გაქვთ მომავალში?

_ გადავწყვიტე, ეს პრობლემა კანონიერად მოვაგვარო. მაგალითად, გეგმაში მაქვს, მივიდე გარემოს დაცვის ინსპექციასთან და მოვთხოვო პასუხი, რატომ არაფერს არ აკეთებენ. რიონი ბინძურდება, ჰაერი ბინძურდება, ხალხი იწამლება. რადგან მე მარტო ვარ და მთელ ქალაქში მხოლოდ 20 კაცი აპროტესტებს ამ სუნს, გადავწყვიტე მარტომ მოვაგვარო ეს პრობლემა.




 ახალი ამბები
  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტთანპოლიტიკური დიალოგის განახლების მიუხედავად, ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებს მაინც აპირებს. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. "ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ ... ...
  • შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და  ხელისუფლების დიალოგს. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის, რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა", _ ამბობს შარლ ... ...
  • ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა - ხაზარაძე "მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ... ...
  • გავცვალეთ პოზიციები - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდახელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. „გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში გამოსავალია ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,_ განაცხადა ... ...
  • "ვიბრძოლოთ მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის"- ჩოხატაურში აქცია იგეგმებახვალ, ჩოხატაურში მერიის შენობასთან სუფსის ხეობის გადასარჩენად საპროტესტო აქციის ჩატარებაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გოგი ტრაპაიძე სურების საინციატივო ჯგუფის სახელით ავრცელებს. „ყველას ვისაც გული გიძგერთ და სიყვარული ,სითბო გაგაჩნიათ სუფსის ულამაზესი ხეობის მიმართ, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ 2021 წლის 2 მარტს 11 სთ 30წთ-ზე ჩოხატაურში მერიის შენობასთან მშვიდობიან გამაფრთხილებელ აქციაზე. საქმე ეხება ზემოსურებში ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთის “სუფსა-ენერჯი ჯორჯიაზე”გადაცემას 49-წლით ჰესების მშენებლობისთვის.   მოგიწოდებთ ყველა სურებელს და სურებიდან წასულს, ყველას ვისაც შეხება აქვს სურების ხეობასთან დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ჩვენი მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის. ხეობაში არ უნდა განმეორდეს “ნამახვანი -2”. ვითარება საგანგაშოა,საქმე სასწორზე დევს. უნდა ვიბრძოლოთ თორემ მერე გვიან იქნება. გელოდებით ყველას სუფსის ხეობა საფრთხეშია!“_ წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...