"პრობლემები აქ ნახეთ, ჩემთან _ წაიღო ყველაფერი წყალმა!"

საზოგადოება

"პრობლემები აქ ნახეთ, ჩემთან _ წაიღო ყველაფერი წყალმა!"

5 აგვ. 2020, 18:52:30

"გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას ჩოხატაურში მოსული უხვი ნალექის შესახებ, სადაც მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ვწერდით, რომ კოკისპირულ წვიმას მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია, სოციალურ ქსელში ქსელის მომხმარებელი ნათია კვინტრაძე გამოეხმაურა.

"პრობლემები აქ ნახეთ, ჩემთან, წაიღო წყალმა ყველაფერი", _ მოგვმართავდა კვინტრაძე, რომელმაც მიყენებული ზარალის ამსახველი ფოტომასალაც მოგვაწოდა.

"გურია ნიუსი" ნათია (ნათელა) კვინტრაძეს დაუკავშირდა _ იგი დაბა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნიკო მარის ქუჩა #3-ში ცხოვრობს.

"უნდა გენახათ, აქ რა მდგომარეობა იყო. დილით სამსახურში მივდიოდი. ბოტასი მეცვა, ზემოდან გადამივიდა წყალი. მთელი ეზო დატბორილი იყო. მოვბრუნდი, "ვალინკა" ჩავიცვი. გადავედი ეზოდან და რას ვხედავ _ წყალი არ ეტევა არხში და არხიც ისე იყო გაჭედილი, რომ ქუჩაში და ჩემს ეზოში მდინარედ მიედინებოდა. ზევით მსხვილი მილი დევს, ქვევით _ უფრო წვრილი. მოდის ამხელა ნიაღვარი და ეს პატარა მილი როგორ გაატარებს?!

თქვენი ნიუსი ვნახე _ მერია იუწყებოდა, სტიქიას პრობლემები არ შეუქმნიაო. მოსულიყვნენ აქ და ენახათ, შემექმნა თუ არა პრობლემა", _ გვითხრა კვინტრაძემ და თავისი გასაჭირის შესახებ გვიამბო:

"რამდენი მოვყვე ჩემი გასაჭირის შესახებ?! გასაჭირის მეტი რა მინახავს ამ ერთ წელიწადში. ერთი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა. მაშინ დაიწყო ჩემი გაჭირვებაც. მარტო ვიბრძვი შვილების და ოჯახისთვის. ოჯახში ხუთნი ვცხოვრობთ _ მე, ჩემი 86 წლის დედამთილი და სამი შვილი. რომელთაგან უფროსი სტუდენტია, მომდევნოები სკოლის მოსწავლეები არიან. არც მაშინ, როცა მეუღლე გარდამეცვალა და არც მას შემდეგ, არც ამ კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა მუნიციპალიტეტი თუ სახელმწიფო სხვადასხვა დახმარებას გასცემდა, არავის გახსენებია ჩვენი ოჯახი. არავინ მოსულა და უკითხავს, ამ რთული მდგომარეობის დროს რა გვიჭირდა, რით გაგვქონდა თავი და საერთოდ თუ ვარსებობდით.

საარსებოს კიდევ რაღაცას გამოვნახავ _ ჯერ მაქვს ჩემი მარჯვენის იმედი, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობ, ოღონდ იყოს. რა ვქნა, ბავშვები მყავს, სტუდენტს რა ვუყო? კიდევ გიმეორებთ _ საარსებო პურის ფულს რაღაცას ვუზამ, ვიშოვი, მაგრამ ამ სახლს რა მოვუხერხო _ რამდენჯერ ძლიერი ქარი და წვიმა იქნება, იმდენჯერ აძრობს სახურავს და ოთახები სულ მევსება წყლით. ცოტათი რომ დამეხმარებოდნენ...

მეუღლე რომ დამეღუპა, სწორედ იმ დროს ისეთი უამინდობა, ქარი და გრიგალი იყო, გადახადა მთლიანად სახურავი სახლს. მეზობელი დავიხმარე, ვთხოვე, იქნებ, როგორმე შემომაჭედინო სახურავი-მეთქი. ჩემი შვილი ეხმარებოდა. გაამაგრეს მაშინ. მერე კიდევ იყო მსგავსი სიტუაცია. ხელოსანი მოვიყვანე, 300 ლარი მომთხოვა ხელობის ფული, მაგრამ ისიც მითხრა, აზრი არ აქვს ამის შეკეთებას, თუ თავიდან არ გადახურე მთლიანადო. იმდენჯერ გადახადა ქარმა სახურავი და იდინა წვიმის წყალმა, "ქილიშები" მთლიანად დაულპია.

ახლა წვიმამ სარდაფი სულ ამოავსო წყლით. რაც შევძელი ამოვღვარე, მაგრამ ბოლომდე კიდევ ვერ გავწმინდე. თქვენ რომ ფოტოები გამოგიგზავნეთ, იქ თითქმის ამოწმენდილი მაქვს წყლისგან. ისეთი მდგომარეობა დამხვდა ეზოშიც და სარდაფშიც, უცებ ვერ მოვიფიქრე, ვერც ფოტოების გადაღება და ვერც შესაბამისი სამსახურებისთვის შეტყობინება. თქვენი ნიუსი რომ წავიკითხე, მერე გადავუღე სარდაფს. საკუთარი ძალებით შევეცადე, მომეგვარებინა პრობლემა. დავიჭირე ხელში ნიჩაბი, თოხი და თავსხმა წვიმაში ქუჩაში არხის გაწმენდა დავიწყე. სახლში ბავშვები დამეხმარნენ და ამ დონემდე მივიყვანეთ, რასაც ხედავთ", _ გვეუბნება კვინტრაძე.

ნათია კვინტრაძის თქმით, სახლის გადასახური მასალით უზრუნველყოფის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას:

"ადრე, წლების წინაც დავწერე განცხადება, მაგრამ ახლა, ძალიან რომ გამიჭირდა, 3 თვის წინ ისევ მივედი მერიაში, იქნებ სახლის გადასახური მასალით დამეხმაროთ-მეთქი. მოვიდა კომისია, გადაიღეს ფოტოები, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

ჩოხატაურის მერთან, ირაკლი კუჭავასთან შევედი და დახმარება ვთხოვე. ამ ეტაპზე არავითარი საშუალება არ გვაქვსო, _ მითხრა; მერე დეპუტატთან _ ნინო წილოსანთანაც ვიყავი. ჩაიწერა მონაცემები, დაგიკავშირდებითო, მაგრამ არავინ დამკავშირებია. ახლა ორშაბათს (საუბარი ჩაწერილია ოთხშაბათს, 29 ივლისს. ავტ.) კიდევ ჩავედი მერიაში. იქედან იქით გამაგზავნეს, იქედან _ იქით; ბოლოს მითხრეს გოჩა ჯინჭარაძესთან მიდიო. მივედი. ჯინჭარაძემ მითხრა, თუ მეტყვიან განცხადებაა შემოსული, ვიტყვი, რომ დახმარება ნამდვილად გჭირდება,  სხვა მე არაფერი შემიძლიაო და ვარ ასე _ ამოვარდება ქარი, გადახდის სახლს სახურავს, მერე გაწვიმდება და გაივსება წყლით ოთახები. მეშინია, ჭერი არ ჩამომივარდეს და ბავშვები და მოხუცი არ მოიყოლოს, თორემ ჩემს თავს აღარ დავეძებ".

ნათია კვინტრაძის თქმით, წლების წინ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გეგმიური გადამოწმებისას, მაღალი სარეიტინგო ქულით შეფასდა:

"სანამ მეუღლე ცოცხალი მყავდა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონდა. ყოველ ბავშვზე ვიღებდი კვების ვაუჩერს, ასევე, ფულად დახმარებას და რაღაცას პურის ფულად ვიზოგავდი. გახდა უფროსი სრულწლოვანი, კაი, ბატონო, მოეხსნა მას დახმარება, მაგრამ დანარჩენებს რომ აღარ აძლევენ?!

მერაბი რომ მოკვდა, მოვიდა სოციალური აგენტი შემოწმებაზე, გადაამოწმა, უფროსი გოგო სტუდენტია და შენთან არ ითვლება, დეკლარაციაში ვერ შევიყვანთო, _ მითხრა. სტუდენტი რომაა, რა ქნას, იმას არ უნდა იქ პატრონობა?! სტუდენტი შვილი შვილი არ ყოფილა, მაგათ რომ ჰკითხო. მე თუ არ მივხედე, რით ირჩინოს თავი?! გარდა ამისა, სახლში ათეროსკლეროზით დაავადებული, 86 წლის დედამთილი მყავს. მისი პენსია წამლებისთვის არ ჰყოფნის საცოდავს. ცოტა ხნის წინ ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა _ ისე ცუდად მყავდა, სხვა გზა აღარ მქონდა და წავედი, დავწერე სოციალურ სამსახურში განცხადება წამლის შესაძენი თანხით უზრუნველყოფის შესახებ. დამეხმარნენ 100 ლარით და ვუყიდე წამლები. დედამთილის მდგომარეობის გამო, სახლიდან შორს ვერ მივდივარ, სულ უნდა იყოს მის გვერდით ვინმე _ ასეთი პირობების მქონე ოჯახი გადაამოწმეს და იმაზე მაღალი სარეიტინგო ქულა მოგვივიდა, ვიდრე მაშინ გვქონდა, სანამ ქმარი ცოცხალი მყავდა და დედამთილიც ჯანმრთელად იყო!

ჩავედი სოციალურ სამსახურში, რომ გამეგო, რატომ შეფასდა ასე მაღალი ქულით ჩემი გაჭირვებული ოჯახი. იქ მითხრეს, ოზურგეთში გაასაჩივრეო. ამასობაში დაიწყო პანდემია, შეზღუდვები და ვეღარ წავედი ოზურგეთში. ახლა მითხრეს, "ცხელ ხაზზე" დარეკე და გაგარკვევენო. არც მანდ ვრეკავ _ ტყუილად დროის გაყვანისთვისაა მოგონილი ეგ ყველაფერი", _ გვითხრა ნათია კვინტრაძემ.

29 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილ და ზოგადად, ნათია კვინტრაძის ოჯახის პრობლემების შესახებ სასაუბროდ მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, მერიაში ნალექით გამოწვეული პრობლემის შესახებ არც სიტყვიერი და არც წერილობითი განცხადება არ შესულა:

"ვერ დაგეთანხმებით, რომ 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა დაბის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ასეთი პრობლემები მრავლად იყო წინა წლებში, სანამ სანიაღვრე არხები გაკეთდებოდა თითქმის ყველა ქუჩაზე. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ არც ერთი ოფიციალური თუ სიტყვიერი შეტყობინება არ შემოსულა მერიაში. თუ კონკრეტულ მისამართზე  არსებულმა სანიაღვრე არხმა დროებით ვერ გაატარა ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვარი, ეს მხოლოდ ლოკალური შემთხვევაა და საცხოვრებელი სახლის დატბორვას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება სახურავის მასალით დახმარების საკითხს, აღნიშნულმა პიროვნებამ განცხადებით წელს მომართა მერიას  და მიიღო პასუხი, რომ აყვანილია აღრიცხვაზე. ყოველწლიურად ძალიან ბევრი განცხადება შემოდის და ყველა განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ამ ოჯახიდან კიდევ იყო განცხადება მედიკამენტების შეძენის თაობაზე, რაც დაუკმაყოფილდათ", _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

რაც შეეხება ჩოხატაურის მერის წარმომადგენელს დაბის ტერიტორიულ ერთეულში, გოჩა ჯინჭარაძეს, ის "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული ოჯახის პრობლემების შესახებ მისთვის ცნობილია. მის  შესაძლებლობაში კი ოჯახისთვის რეკომენდაციის გაწევაა მხოლოდ, რადგან დასახმარებელი ფინანსები მას არ გააჩნია:

"მე ახლაც მივალ კვინტრაძესთან ოჯახში და კიდევ ერთხელ მოვიკითხავ პრობლემის შესახებ. შეგიძლიათ, თქვენც წამობრძანდეთ ჩვენთან ერთად", _ გვითხრა გოჩა ჯინჭარაძემ.

იმის გასარკვევად, რატომ შეუწყდა ნათია კვინტრაძის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დავუკავშირდით:

"კვინტრაძის ოჯახი სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი შემწეობის მიმღები არ ყოფილა, მაგრამ ოჯახი იღებდა თითოეულ ბავშვზე დახმარებას _ 50-50 ლარს, რომელიც განკუთვნილია 16-წლამდე ასაკის იმ ოჯახების ბავშვებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-მდეა. ზოგ მუნიციპალიტეტში გაყოფილია ეს _ 30 ლარი კვების ვაუჩერზე ერიცხებათ, დანარჩენი 20 _ თანხის სახით. ოჯახში 3 ბავშვი იყო. როცა ერთს შეუსრულდა 17 წელი, რადგან დახმარება 16-წლამდე მოზარდებისთვისაა განკუთვნილი, მას შეუჩერდა ეს დახმარება, მეორე ბავშვი კი იღებდა. ოჯახი ხელახლა გადამოწმდა 2020 წლის 16 იანვარს, მეუღლის გარდაცვალების გამო ანუ მოხდა დემოგრაფიული ცვლილება. რის შედეგადაც უკვე მოუვიდათ მაღალი სარეიტინგო ქულა _ 104 000 და რადგან ქულა 100 000-ს გადაცდა, ბავშვს ეს 50 ლარი მოეხსნა.

ოჯახის ხელახალი გადამოწმება შესაძლებელია გადამოწმებიდან, ანუ 16 იანვრიდან ერთი წლის შემდეგ, თუ რაიმე ახალი გარემოება არ დადგა, ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველზე წარმოადგენენ ფორმა #100-ს", _ გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.




 ახალი ამბები
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოწოდება სამართალდამცავ ორგანოებსგავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - ძალადობა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე). საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა. ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება. აგრეთვე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების  მიმართ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში ვენახი გაშენდასაქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით, ყვარელში, სოფელ ჭიკაანში, 5 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახი გაშენდა. ი/მ ნაისი ხვედელიძემ საქმიანობა 2019 წლის ნომბერში დაიწყო.  ვენახების გაშენება უკვე დაასრულებულია და 70 ტონა მოსავლის მიღებას მეწარმე 2021 წლის შემოდგომაზე ელის.  მოყვანილი ყურძნის რეალიზაციას კი ადგილობრივ ღვინის მარნებში გეგმავს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 155,000 ლარია, საიდანაც საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 100,000 ლარს შეადგენს.  პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე  10 ადამიანია დასაქმებული.   „საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით ყვარელში, ქინძმარაულის ზონაში, 5-ჰა ტერიტორიაზე ვენახი გაშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობს არა მარტო ბიზნესების განვითარებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • EMC გამოთქვამს შეშფოთებას მარნეულში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გამოადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოთქვამს შეშფოთებას მარნეულში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გამო, რომელსაც მათ შორის სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტის ჯეიჰუნ მუჰამედალისა და ოპერატორის ლაშა გურეშიძის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. დაზარალებული პირების განმარტებით, ამ პროცესში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ. „სამწუხაროდ, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა ამ რეგიონში. მათ შორის, სოფელ ნახიდურში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), სადაც რამდენიმე დღის წინ მუქარის ფაქტი ჟურნალისტ ჯეიჰუნ მაჰამედალის მიმართაც დაფიქსირდა. დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მითუფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ. EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზიანებულ ჟურნალისტებს. ჩვენი ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დაესწრება“,_ ნათქვამია ... ...
  • ოზურგეთში დისტანციური სწავლება 11 ოქტომბრამდე გაგრძელდებაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (42 საჯარო და 2 კერძო სკოლა) 2020 წლის 28 სექტემბრიდან 2020 წლის 11ოქტომბრის ჩათვლით სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით განხორციელდება. იმედი მაქვს, ჩვენთან არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს შესაძლებლობას და სწავლას საკლასო ოთახებში 12 ოქტომბერს განვაახლებთ! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს! “ - წერს ფეისბუქზე ლელა ... ...
  • წულუკიანი: ციხეში, პატიმრის და თანამშრომლის უფლებები, ისეა დაცული, როგორც არასდროს (R)ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. „დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც არის დაცული და პატივცემული. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველ პერიოდში სწორედ ციხეში სუსტი თანამშრომელი იყო ჩვენი გამოწვევა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. თანამშრომელი დღეს ციხეში აღარ არის სუსტი და დაუცველი. ღიად ვიტყვი, მას აღარ ენატრება წარსული, მას ძალიან მოსწონს აწმყო და ელის კიდევ უფრო კარგ მომავალს, რომელიც, სხვათა შორის, 1-ელ ნოემბერს დადგება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა მისი თქმით, სუსტი თანამშრომელი ციხეში ნიშნავს პატიმრის უფლებების ნაკლები ხარისხით დაცვას და სწორედ ამის გამოსწორება იყო ბოლო დროის მიზანი და პრიორიტეტი. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ დღეს გლდანის ციხე არის სამაგალითო დაწესებულება ყველა სხვა დაწესებულებასთან ერთად და მიმართა პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათზე უსაფუძვლო დარტყმებია მოსალოდნელი. „ძვირფასო პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებო, ელოდეთ წინასაარჩევნო კამპანიისას უსაფუძვლო დარტყმებს, ელოდეთ კრიტიკას, რადგან მავანი ფიქრობს, რომ რასაც თავად აკეთებდა, იმის სხვისთვის დაბრალებით მოიგებს პატიმრების გულს და დაბრუნდება ხელისუფლებაში. საქართველოს პატიმრებმა, ვადიანებმა და უვადოებმა, ყველამ კარგად იცის, რომ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ეს გუნდი - ქართული ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური. მადლობა თქვენ, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ბატონ გენდირექტორს, ჩემს მოადგილეებს და ყველას შრომისა და მოთმინებისთვის.“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls