პროტესტი ქესალოში: ვის უნდა გადაუხადონ გლეხებმა მიწის იჯარა _ მღვდელს თუ სახელმწიფოს

საზოგადოება

პროტესტი ქესალოში: ვის უნდა გადაუხადონ გლეხებმა მიწის იჯარა _ მღვდელს თუ სახელმწიფოს

22 იან. 2021, 17:59:35

რამდენიმე დღეა დღეა სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივი გლეხების უკმაყოფილება ისმის. ისინი ორგანიზებულები არიან და სახელმწიფოსგან მათი სოფლის შემოგარენში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით შეუფერხებელი სარგებლობის პირობების შექმნას ითხოვენ.  

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილობრივებს სასულიერო პირი, მამა არსენი უცხადებს, რომ მიწა მისია და გადასახადიც მას უნდა გადაუხადონ.

“ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე მეორე წელია იხდიან დაახლოებით 12 ჰა მიწაზე ქონების გადასახადს, თუმცა მათ მიწით სარგებლობის უფლება არ ეძლევათ, ადგილობრივი სასულიერო პირის ჩარევის გამო. კერძოდ, როგორც ადგილობრივები ჩვენთან აცხადებენ, მათ მამა არსენი  უცხადებს, რომ ეს მიწები მის საკუთრებაშია და მიწის სარგებლობის ღირებულებაც სწორედ მას უნდა გადაუხადონ. აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ისევე როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა აღრიცხული და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. გლეხები გვიზიარებენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ისინი ამ მღვდელს მიწის სარგებლობის ღირებულებას ისედაც უხდიდნენ. ორი წლის წინ მათ ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომეს. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა  წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს ისინი უკან დახევას აღარ აპირებენ.

სიტუაცია ადგილზე რამდენიმე დღის წინ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გლეხებმა მიწის დამუშავება ტრაქტორით დაიწყეს და სასულიერო პირებმა მათ სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა. უკმაყოფილო გლეხებს კი მიუთითა, რომ მათი მიწები არა აქ, არამედ საზღვრის იქით არის (მიუთითა აზერბაიჯანზე). გლეხები ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ისინი უთითებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი სამშობლოც ეს არის. გლეხების თქმით, მათი წინაპრები ამ მიწებს ტრადიციულად იყენებდნენ სოფლის მეურნეობისთვის.  გლეხების თქმით, ეს სასულიერო პირი პრეტენზიას მეზობელ მიწის ნაკვეთებზეც აცხადებს.

ადგილზე უკვე მეორე დღეა მობილიზებულია  პოლიცია. ადგილზე იმყოფება მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც, რომელიც საქმეს სწავლობენ. ამ დრომდე ადგილობრივებთან შესახვედრად არ გამოჩენილან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.

სოფელი მეორე ქესალო მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აქ 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული და სწორედ ამ გზით მიღებული პროდუქტები და მათი ვაჭრობით მიღებული შემოსავალი არის მათი საარსებო წყარო. საკარმიდამო მიწები კი მათ მეურნეობის ორგანიზების შესაძლებლობას არ აძლევს. ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთს ადგილობრივი გლეხები კოლექტიურად და თანაბრად ამუშავებენ.

სოფელ მეორე ქესალოში არსებული პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენებს მიწის რეფორმის დაუსრულებელ და უსამართლო პროცესს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივ გლეხებს ხშირად მიწის, როგორც ბაზისური ბუნებრივი რესურსის გარეშე ტოვებს. ადგილობრივ გლეხებს სოფელ მეორე ქესალოშიც არ აქვთ (საერთო) საკუთრებაში რეგისტრირებული ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწები და სამწუხაროდ, არც მათი სარგებლობის პროცესია სამართლებრივად მოწესრიგებული სახელმწიფოს მიერ.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC მოუწოდებს სახელმწიფოს:

გაითვალისწინოს გლეხების სოციალური ინტერესი და მათი უფლება მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ რესურსზე და დააკმაყოფილოს მათი ინტერესი ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწებით სარგებლობაზე და სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს პროცესი;

სიტუაციის განმუხტვის მიზნით უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვა ამ პროცესში და ადგილობრივებთან მოლაპარაკებების დაწყება, რათა  მათ მოისმინონ და გადაჭრან ადგილობრივი გლეხების საჭიროებები და წუხილები.

ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია, შექმნილ პროცესს არ მიეცეს რელიგიური დატვირთვა და შექმნილი განწყობების განსამუხტად სახელმწიფომ ადგილობრივებთან ადამიანის უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული რიტორიკა გამოიყენონ”.

ფოტოები: EMC




 ახალი ამბები
  • "ჩვენი არჩეული არიან და ჩვენ გვერდით უნდა დადგნენ" _ აქცია ჩოხატაურშიამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას, მერს და გუბერნატორს მოუწოდებენ, რომ ჰესის აშენებას მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ და მოსახლეობის გვერდით დადგნენ. ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ მართალია, აქცია მერიასთან ტარდება, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მოითხოვენ, მათი არჩეული ხელისუფლება, მათ გვერდში დადგეს. "ჩვენი არჩეული არიან და ჩვენ გვერდით უნდა დადგნენ", _ ამბობენ ... ...
  • "იცოდეთ, ხეობაში ჰესი არ აშენდება" _ აქცია ჩოხატაურის მერიასთან ამ წუთებში ჩოხატაურის მერიასთან სურების მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სუფსის ხეობაში ჰესის აშენებას აპროტესტებენ. ვრცლად „გურია ნიუსი“ მასალას ცოტა ხანში ... ...
  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტთანპოლიტიკური დიალოგის განახლების მიუხედავად, ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებს მაინც აპირებს. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. "ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ ... ...
  • შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და  ხელისუფლების დიალოგს. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის, რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა", _ ამბობს შარლ ... ...
  • ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა - ხაზარაძე "მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...