რა ბედი ელით ბახმაროში ჩარჩენილ ადამიანებს
რა ეშველებათ ბახმაროში ჩარჩენილებს, _ ამ კითხვით "გურია ნიუსს" ბახმაროში მყოფი ადამიანების ახლობლებმა მომართეს.
კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ მერის წარმომადგენელს დაბა ბახმაროში, დავით ჟღენტს დავუკავშირდით.
"როგორც ვიცით, ბახმაროში მისასვლელ გზაზე საკმაო დიდი მეწყერი ჩამოწვა. ამ წუთებშიც მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. "გზამშენი 18"-ის დირექტორმა, თემურ ჯახვამ გამოგვიგზავნა დამატებითი ტექნიკა და გზა მაქსიმალურად მოკლე დროში გაიწმინდება. ადგილზე იყოფება მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავაც. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ბახმაროში იმყოფებიან ამ წუთებში და სურთ დაბრუნება, ისინი ძირითადად, მსუბუქი ავტომანქანებით არიან, ამიტომ, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს დაბრუნებას ვერ შეძლებენ, _ გვითხრა დავით ჟღენტმა.