რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რაშია გამოსავალი


საზოგადოება

რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რაშია გამოსავალი

6 აპრ. 2020, 18:39:20

პანდემიასთან ბრძოლამ ადამიანების ნაწილი დროებით უმუშევრად აქცია, ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

ჩაკეტილი საზღვრები, დაკეტილი სხვადასხვა ობიექტები, ბლოკპოსტები სხვადასხვა ქალაქში და რიგი სუპერმარკეტებთან, ბანკებთან თუ აფთიაქებთან_ ეს ის სურათია, რაც დღეისთვის საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის გამო, დგას.

რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა ქვეყანა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ ეკონომისტ აკაკი ცომაიას ესაუბრა.

აკაკი ცომაია ჩვენთან საუბარში  აღნიშნავს, რომ რთულია პროგნოზირება, პანდემიის შემდეგ რამდენად გაღარიბდება მსოფლიო, მაგრამ ეკონომიკის რეცესია და უმუშევრობის მატებაა მოსალოდნელი.

ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს გაუჭირდება იმ მდგომარეობის დაბრუნება, რაც პანდემიამდე ჰქონდა.

„რეალურად პროგნოზირება და თქმა,  რამდენად გაღარიბდება მსოფლიო, ძნელია. რაც უფრო მეტად გრძელდება კარჩაკეტილობა, მით უფრო მეტად ზარალდება ქვეყნების ეკონომიკა და შევა რეცესიაში. უმუშევრობის დონე გაიზრდება მსოფლიოში ამ პანდემიის დასრულების შემდეგ და მათ შორის გაიზრდება საქართველოშიც. რისი პროგნოზირებაც შეგვიძლია არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება საწყის ეტაპს. ტურიზმის სექტორი ვერ დადგება იმ წერტილში რა წერტილშიც იყო პანდემიამდე. რატომ? ამის ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არის. მათ შორის ის, რომ საქართველო ვერ მიიღებს ასე სწრაფად ვიზიტორების იმ რაოდენობას, რომელსაც  იღებდა. ადამიანებმა ჯერ კაპიტალი უნდა დააგროვონ, უნდა დაიწყოს შემოსავლების ფორმირების პროცესი.  ეს ხანგრძლივი პროცესია. ტრანსპორტის სფეროს განვითარება ტურიზმზეა დამოკიდებული და  ვითარდებოდა მაშინ როცა ტურიზმი ვითარდებოდა. იგივე ეხება მშენებლობას, კაფე-ბარებს. ეკონომიკის შემოსავლების ზრდის ტემპი ვერ იქნება ისეთი, როგორიც ის იყო პანდემიანდე. ჩვენი შემოსავლები ვერ აღდგება საწყის წერტილში“,_ ამბობს ცომაია.

ეკონომისტის თქმით, აღნიშნული საფრთხეების დანახვასთან ერთად ქვეყანამ ის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომელიც პანდემიის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებაში შეუწყობს ხელს.

აკაკი ცომაიას თქმით, ეკონომიკის ახალი ძრავის ჩართვა და ქვეყნის ახალ რელსებზე გადაყვანა ანაკლიის პორტს შეუძლია.

„გლობალურ საფრთხეებთან ერთად, ასევე, უნდა დავინახოთ შესაძლებლობა და გამოვიყენოთ, რაც უკავშირდება მსოფლიო ბაზრის გადანაწილებას და საერთაშორისო ბაზარზე შევიტანოთ ჩვენი კონკრეტული წვლილი და დავიკავოთ გარკვეული ნიშა. გაცილებით რთული იყო ამის გაკეთება, როცა ეს ყველაფერი იყო გადანაწილებული და განსაკუთრებით შესაძლებლობა ჩნდება ახალი მიმართულებებით. ყველაზე მეტად აქტუალური არის ანაკლიის პორტის საკიხი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია გარკვეული ლოკომოტივის თამაში და ეკონომიკის დაქოქვა ანუ საქართველოს ეკონომიკის ახალი ძრავის ჩართვა და ახალ რელსებზე გადაყვანა“,_ ამბობს ცომაია.




 ახალი ამბები
  • დადასტურდა თუ არა ინფიცირების შემთხვევები ჩოხატაურის ბაზარშიჩოხატაურის აგრარულ ბაზარში  კივიდ-19 თან დაკავშირებით ტესტირება ჩატარდა. ტესტირება გაიარეს ადმინისტრაციის მოსამსახურე პერსონალმა და მოვაჭრეების ნაწილმა. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გუშინ სულ 25 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანის პასუხი ... ...
  • მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდამოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ყოველ წელს ყველა საგანში ტარდება, ონლაინ რეჟიმით  ჩატარდა. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტურიც, თუმცა ის კვლავ ონლაინ რეჟიმით ჩატარდება თუ არა, ჯერ სკოლებისთვის ცნობილი არ არის. -პირველ ტურში ჩვენმა მოსწავლეებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური, დისტანციურად თუ კონტაქტურად. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეორე ტურშიც იქნებიან საუკეთესოები, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ. „გურია ნიუსს“  ოზურგეთის დანარჩენი სკოლებიდანაც უთხრეს, რომ მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ პირველ ... ...
  • "მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას"საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას. სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და ,,ი'' ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამავე თემაზე: სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები ... ...
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....