რა იგეგმება გურიის რეგიონის განვითარებისთვის

საზოგადოება

რა იგეგმება გურიის რეგიონის განვითარებისთვის

2018 თებ 7 13:19:35

გურია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას მდებარეობს.

რეგიონში 10 მუზეუმი ფუნქციონირებს. მხარის უძველესი მუზეუმია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გააჩნია რამდენიმე ფილიალი. მხარეთმცოდნეობის მუზეუმია ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.  ასევე მოქმედებს მხარეში დაბადებული გამოჩენილი პიროვნებების სახლ-მუზეუმები.

გურიაში, ასევე, არქიტექტურის რამდენიმე ძეგლია, რომელთაგან რვა ეროვნული მნიშვნელობისაა. საერო ხასიათის ნაგებობებიდან აღსანიშნავია, ვაშნარის ნაქალაქარი და ქალაქ ოზურგეთში აღმოჩენილი ოზურგეთის აბანოების ნაშთები. მხარის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობებია ასკანის, ბუკისციხის და ლიხაურის ციხეები.

გურია სასოფლო–სამეურნეო მხარეა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 22,3 ათასი ჰა შეადგენს სახნავს, 19,7 ათასი ჰა - საძოვარს, 1,2 ათასი ჰა - სათიბს, ხოლო 5,5 ათასი ჰა დაუმუშავებელია.  სახნავი ფართობების უდიდესი ნაწილი მოდის სიმინდზე და შემდეგ თხილზე.  მნიშვნელოვნადაა შემცირებული საბჭოთა პერიოდის წამყვანი კულტურების, ჩაისა და ციტრუსის წარმოება.

მხარის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია მომსახურების სფერო, ვაჭრობა და ტურიზმი. ვაჭრობა შედარებით მეტადაა განვითარებული ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ვაჭრობას უფრო სეზონური ხასიათი აქვს და ზაფხულში მატულობს. ტურიზმი განსაკუთრებით განვითარებულია მხარის შავიზღვისპირეთში, სადაც განლაგებულია ცნობილი კურორტები - ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი, შედარებით ნაკლებად მაღალმთიან ალპურ ზონაში - ბახმარო და გომისმთა. მხარის ტერიტორიაზეა ასევე, ორი ბალნეოლოგიური კურორტი - ნაბეღლავი და ქვედა ნასაკირალი. თუმცა, ამ უკანასკნელების წვლილი მხარის ეკონომიკაში მიზერულია. კურორტ შეკვეთილთან მოქმედებს თანამედროვე ტიპის გასართობი ცენტრი „ციცინათელა“, რომლითაც აქტიურად სარგებლობენ როგორც გურიის, ისე აჭარის კურორტების დამსვენებლები.

რა იგეგმება გურიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად _ა მ საკითხზე "გურია ნიუსს" "გააცოცხლე გურიას" საბჭოს ერთ-ერთი წევრი, სოსო ერქომაიშვილი ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ პატარა ბიზნესის დაწყებით ეკონომიკური პოტენციალი გაძლიერდება.

„გურია ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც პოლიტიკური და ასევე ეკონომიკური აქტივობებით გამოირჩევა.  რა ინფორმაციასაც, ვფლობ, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი  მოსახლეობა ფიქრობს, რომ პატარა ბიზნესის დაწყებით გაძლიერდება მთლიანი ეკონომიკური შემოსავლები, ეკონომიკური პოტენციალი, რისი პოტენციალიც, თვითონ რეგიონს გააჩნია და ამ კუთხით მიდის ძირითადი სამუშაოები ამ ეტაპისთვის,"_ამბობს ერქომაიშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ახორციელებს პროექტებს ეკონომიკური აქტივობის გასაძლიერებლად,  თუმცა დონორი ორგანიზაციების ჩართულობაც მნიშვნელოვანია.

"სახელმწიფოს აქვს  პროექტები, პროგრამები ეკონომიკური აქტივობის გასაძლიერებლად, უფრო მეტის გასაკეთებლად, თუმცა  ასევე ჩვეულებრივი დონორი ორგანიზაციების ჩართულობა,  უფრო მეტს შეაძლებინებს ადგილობრივ მოსახლეობას. ეს, ალბათ, გარდაუვალი პროცესია, რის გზაზეც ნამდვილად დგას გურია. თუმცა, უფრო მეტი აქტივობები არის საჭირო", _ ამბობს ის.

ერქომაიშვილის თქმით, თებერვლის ბოლოს „გურიის განვითარების ფონდის" პრეზენტაცია შედგება, რომლის მიზანიც ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა იქნება.

"ვფიქრობთ, რომ „გურიის განვითარების ფონდი“ დაახლოებით თებერვლის ბოლოს ჩამოყალიბდება, დაფუნძდება, იქნება პრეზენტაცია, როგორც დედაქალაში, ასევე ადგილობრივ დონეზე გურიაში. ფონდის უშუალო სამუშაო იქნება ტურისტული მიმართულება, ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად წარმოჩენა, რომ რეგიონს გაუჩნდეს უფრო მეტი მნახველი, ტურისტი", _ ამბობს ერქომაიშვილი.

როგორც ერქომაიშვილი აღნიშნავს, გერმანელი პარტნიორების მეშვეობით გურიის რეგიონის კვლევა ჩატარდა.

"დაახლოებით, 6 თვის წინ გერმანელი პარტნიორების მეშვეობით ჩავატარეთ გურიის რეგიონის კვლევა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ კვლევას და ამავე დროს ეკონომიკურ ჭრილში დანახული არის ტურიზმის მიმართულება მთავარ მოტივატორად. ვფიქრობთ, რომ ეს აქტივობა მთლიანად გააცოცხლებს გურიას.  უფრო მეტი თანხები, უფრო მეტი ტურისტი შემოვა და უფრო მეტი თანხები დაიხარჯება როგორც  ბალნეოლოგიური, იგივე სანახაობროვო კუთხით და სხვა“, _ განაცხადა ერქომაიშვილმა.




 ახალი ამბები
  • რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლადმთავრობის ინიციატივით ფონდმა „ქართუმ“ საბანკო შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, გასული წლის დეკემბერში, სესხი ჩამოაწერა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც სესხები ჩამოაწერეს, ახალი სესხის აღებასა და განვადებით ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ. სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს საკრედიტო ისტორიას. კანონს არ აქვს წინაპირობა სესხის გაცემაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ან არ გაიცეს სესხი.  თითოეული საბანკო დაწესებულება თავის შიდა რეგულაციებით აწესებს წინაპირობებს ასეთი შიდა რეგულაციები ამ შემთხვევაში არის კრედიტინფოს მონაცემებში დადებითი ისტორია. რა უნდა გააკეთონ  მოქალაქეებმა ვისაც, დავალიანების განულების შემდეგ, სესხის აღება სურთ_ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სესხის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ჯერ საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვონ, რომელიც  კრედიტ ინფოში ინახება. „პირველ რიგში  ადამიანებმა, ვისაც სურთ კრედიტის აღება კრედიტ ინფოს მონაცემებიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, ამ სესხის ჩამოწერით გაუსუფთავდათ საკრედიტო ისტორია თუ არა, დადებითი ისტორია აქვთ თუ ნეგატიური. ისტორია დადებითია თუ ვალდებულებები არის შესრულებული. ამ შემთხვევაში ისტორია უნდა იყოს დადებითად ქცეული, რადგან მართალია, ამ ადამიანების მიერ არა, მაგრამ სხვის მიერ  ვალდებულება შესრულებულია. მთავარია, გამსესხებელმა კომპანიებმა როგორ მიაწოდეს ინფორმაცია  კრედიტინფოს. თუ მათ უთხრეს კომპანიას, რომ ეს იყო ჩამოწერილი ვალდებულება, და უშუალოდ მსესხებლის მიერ არ შესრულდა, შესაძლოა, იყოს ნეგატიური მაჩვენებელი. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი სესხის აღებას ხელს უშლის“,_ ამბობს არევაძე. როგორც ადვოკატი ამბობს, ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მოქალაქემ კრედიტ ინფოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ დავალიანება გასწორებულია და გამოსწორდეს ინფორმაცია.     ... ...
  • იგეგმება თუ არა ოზურგეთის ყოფილი მერიის შენობის დემონტაჟიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე, რომელიც ნოემბრის თვეში ჩატარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთის მერიის ყოფილი შენობის დემონტაჟი (შენობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს) და მის ადგილას ახალი შენობის აგება. 1 მილიონი ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩაიდება. მერის განცხადებითვე, გენგემის ხარჯი 100 000 ლარით გაიზარდა. „გვინდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ გენგეგმის მომზადების პროცესში, რათა ადგილზე უშუალო დათვალიერებით მოხდეს მისი მომზადება და არა კომპიუტერული რუკების საშუალებით (რასაც იყენებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები). როგორც წინასწარი სამუშაო, დაგეგმილია ქონების ელექტრონული რეგისტრაცია“,_ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ მახარაძის თქმით, ეს წინადადება იდეის დონეზე იქნა გაჟღერებული. „თუ ეს პროექტი განხორციელდება, საბჭოს წევრებმა აღვნიშნეთ, რომ ასევე მოხდეს ქალაქის მერიის ყოფილი შენობის წინ, ე.წ. ჭადრების ბაღის რეაბილიტაცია,“ _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ. ამავე სხდომაზე მერმა ასევე გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაციები. „სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი იხარჯება. დაგეგმილია ნაგომრის კულტურის სახლის რემონტი, ხოლო სოფელ მშვიდობაურში რეაბილიტაცია გაუკეთდება მრავალპროფილურ შენობას.  მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების, კერძოდ ფასადების რეაბილიტაცია - აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილური შენობის ფასადის მოდერნიზაცია თუმცა მფლობელებმა უნდა გაიღონ თანამონაწილეობა. გადმოგვეცა ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა მისი 1 ჰა მიწის ფართობით და გაკეთდება გასართობი სკვერი და სტადიონი,“ _ აღნიშნა შარაშენიძემ. „გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიწოდებისთანავე ... ...
  • ბავშვთა პორნოგრაფია _ დაკავებულია მოზარდი გოგონების მშობლები და მასწავლებელიპოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა. ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს ... ...
  • ოზურგეთში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნაოზურგეთში “ევროკლუბის“ წევრების ორგანიზებით მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მოხალისეობა  არის  არაანაზღაურებადი, გათვითცნობიერებული, ნებაყოფლობითი საქმიანობა სხვათა სასარგებლოდ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეგნებულად და უანგაროდ შრომობს სხვისთვის, შეიძლება ეწოდოს მოხალისე. ღონისძიების დროს “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ მოხალისეებმა პატრიცია გებიცკამ და არკადიუშ ბჟოზმა ისაუბრეს მოხალისეების მნიშვნელობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას მოუყვნენ, რა მოხალისეობრივი აქტივობები ჰქონდათ გაკეთებული. “ევროკლუბის“ წევრებმა დარბაზში მყოფ ადამიანებს ქაღალდის ფურცლები ჩამოურიგეს, სადაც უნდა დაეწერათ მოხალისეობის მნიშვნელობაზე. ... ...
  • ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა" _ აქციას პროკურატურა შეუერთდარამდენიმე დღეა, ქვეყანაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის სლოგანია ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა." კამპანიას საქართველოს პროკურატურაც შეუერთდა და უწყების ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და სექსუალური შევიწროვების თემასა და ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ესაუბრნენ. ,,ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მოსახლეობისთვის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს გახორციელებული ცვლილებების გაცნობა", _ აღნიშნა "გურია-ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს