რა კავშირი აქვს ლანჩხუთში მოქალაქეთა ინტოქსიკაციას თხილის ფართობების შეწამვლასთან


საზოგადოება

რა კავშირი აქვს ლანჩხუთში მოქალაქეთა ინტოქსიკაციას თხილის ფართობების შეწამვლასთან

10 ივლ. 2017, 14:52:12

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა ნინო შეწირულმა ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან  შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ა(ა)იპ „საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობებისა და ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

სამმართველოს ხელმძღვანელმა  მოისმინა ინფორმაცია,  როგორ მიმდინარეობს  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ფართობების შეწამვლა ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში და დასრულდა თუ არა სამუშაოების პირველი ეტაპი.

როგორც შეხვედრაზე ითქვა,  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  ფართობების შეწამვლა  პირველი ეტაპი ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჯერ არ დასრულებულა.

ნინო შეწირულის შეფასებით, გურიაში შეწამვლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაწამლი პრეპარატის ტოქსიკურობასთან დაკავშირებით, შეწამვლის პროცესი მცირედით შეაფერხა.

„მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა გაფრთხილების მიუხედავად, მიირთვეს ახალშეწამლული თხილი, რის გამოც, მიიღეს ინტოქსიკაცია, მაგრამ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და დღეს ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. ასე რომ, ყოველგვარი შიში არათუ გადაჭარბებული, არამედ უსაფუძვლოცაა, რადგან ბიფეტრინის  შემცველი პრეპარატის საკმაოდ დაბალი კონცენტრაციაა გამოყენებული, რომელიც საზიანოა მხოლოდ აღნიშნული მავნებლებისთვის", _  თქვა შეწირულმა.

ლანჩხუთელ ფერმერთა თქმით, შეწამვლის პროცესი დაგვიანდა კიდეც, იგი გაცილებით ადრე უნდა ჩატარებულიყო.

„ფართობების შეწამვლა თვენახევრის წინ იყო საჭირო, თუმცა, მაშინ ამინდიც არ იყო სახარბიელო და პრეპარატიც  ხელმისაწვდომი არ გახლდათ. თხილის მოსავალი კი უკვე აღარ არსებობს, განადგურებულია“, _ ითქვა შეხვედრაზე.

თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენელებმა თქვეს, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები დაგვიანებული არაა   და პირველი ეტაპის დასრულებისთანავე დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები, რითაც უფრო გააქტიურდება მავნებელთან ბრძოლა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, გურიაში, ჯამში სულ 12 500 ჰექტარი თხილის ფართობის შეწამვლა იგეგმება.




 ახალი ამბები
  • ახმეტაში 22 წლის კაცმა სიცოცლხე თვითმკვლელობით დაასრულაახმეტაში,სოფელ მატანში 22 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით,მამაკაცი გარდაცვლილი დღეს დილით,საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდაპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი  ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს დატოვა და პოლიტიკიდან ... ...
  • "ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია.  პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: კახა კალაძე ვასილ მაღლაფერიძე გიორგი გახარია არჩილ თალაკვაძე მაია ცქიტიშვილი გიორგი ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილი თეა წულუკიანი მამუკა მდინარაძე კახაბერ კუჭავა ვახტანგ გომელაური ეკატერინე ტიკარაძე ივანე მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილი შალვა პაპუაშვილი მარიამ ქვრივიშვილი ნიკოლოზ სამხარაძე სოზარ სუბარი დიმიტრი სამხარაძე თორნიკე რიჟვაძე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....