რა ხარვეზები აქვს ქონებრივი დეკლარაციების ახალ სისტემას

საზოგადოება

რა ხარვეზები აქვს ქონებრივი დეკლარაციების ახალ სისტემას

2017 აპრ 11 18:27:01

2017 წლის 14 თებერვალს საქართველოს მთავრობამ მიიღო  დადგენილება #81, რომელშიც გაიწერა დეკლარაციებისმონიტორინგის ინსტრუქცია. დადგენილების მიღებას წინ უსწრებდა ბიუროს მიერ პროექტის შემუშავების პროცესი,რომელშიც სამოქალაქო სექტორიც, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც (IDFI) იყო ჩართული. თუმცა, IDFI - მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შესახებ ხარვეზებს შეიცავს. ამის შესახებ ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ასევე ასახულია რეკომენდაციები რაც სასურველია გაითვალისწინოს მთავრობამ დადგენილების სრულად ამოქმედებამდე.

IDFI-ს კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში თანამდებობის პირებს კანონით ევალებათ საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ყოველწლიურად შევსება.

დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი. სისტემა მეტწილად გამართულად მუშაობს, თუმცა მას მაინც აქვს გარკვეული ხარვეზები, პირველ რიგში კი ის, რომ არ ხდება დეკლარირებული მონაცემების გადამოწმება და შეუსაბამობების ან განზრახ არასწორი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჯარო სამსახურის ბიურომ (ბიურო)მუშაობა 2015 წელს დაიწყო. დასახული იქნა მიზანი - ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შემუშავება და დანერგვა - და იგი შეტანილ იქნა საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, 2015-2016 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში და ღია მმართველობა საქართველოს მეორე და მესამე სამოქმედო გეგმებში. მონიტორინგის სისტემის შექმნა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო.

2017 წლის 14 თებერვალს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #81, რომელშიც გაიწერა დეკლარაციების მონიტორინგის ინსტრუქცია. დადგენილების მიღებას წინ უსწრებდა ბიუროს მიერ პროექტის შემუშავების პროცესი, რომელშიც სამოქალაქო სექტორიც, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც (IDFI) იყო ჩართული.

მთავრობის მიერ დამტკიცებული მონიტორინგის მექანიზმი გულისხმობს ქონებრივი დეკლარაციების სისწორის შემოწმებას: 1. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემთხვევითი შერჩევისა და შემოსული გაცხადების საფუძველზე (შემთხვევით შეირჩევა დეკლარაციების მთლიანი რაოდენობის 5%); და 2. სპეციალური დამოუკიდებელი კომისიის მიერ. კომისია დეკლარაციების მთლიანი რაოდენობის ასევე 5%-ს შეარჩევს შესამოწმებლად, საიდანაც ნახევარი სავალდებულოდ პოლიტიკური თანამდებობის პირის, ხოლო ნახევარი განსაკუთრებული ფაქტორების საფუძველზე გამოვლენილი დეკლარაცია უნდა იყოს.

დამოუკიდებელი კომისია 2018 წელს შეიქმნება და მასში 5 წევრი შევა: 3 არასამთავრობო ორგანიზაციის და 2 აკადემიური წრის წარმომადგენელი. კომისიაში შესასვლელად არასამთავრობო ორგანიზაციებს დეკლარაციების მონიტორინგის/შემოწმების გამოცდილება მოეთხოვებათ, ხოლო აკადემიური წრის წარმომადგენლებს ანტიკორუფციულ საკითხებზე უნდა ჰქონდეთ ნამუშევარი.

IDFI-ის მოსაზრებით, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება შეიცავს შემდეგ ხარვეზებს:


დეკლარაციების შერჩევა (მუხლი 4)

მთავრობის დადგენილების მიხედვით - მონიტორინგს ექვემდებარება იმ პირის დეკლარაცია, რომელიც შერჩევის მომენტისათვის წარმოადგენს თანამდებობის პირს ან მისი გათავისუფლების მომენტიდან არ გასულა ერთ წელზე მეტი.“

დადგენილების პროექტში ეს პირობა ეხებოდა დეკლარაციების მხოლოდ შემთხვევით და კომისიის მიერ შერჩევას. პროექტი დასაბუთებული განცხადების ავტორს უტოვებდა უფლებას მისი განთავისუფლების პერიოდის მიუხედავად, წარედგინა განცხადება ყოფილ თანამდებობის პირზე.

IDFI-ის მოსაზრებით, დასაბუთებული წერილობითი განცხადებით დეკლარაციის მონიტორინგის მოთხოვნის შემთხვევაში, შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს ადრეული დეკლარაციებიც.

დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობა და მისი შექმნის წესი (მუხლი 7-8)

პირველ რიგში, IDFI მიიჩნევს, რომ კომისიის წევრობა არასამთავრობო ორგანიზაციებითა და აკადემიური წრის წარმომადგენლებით არ უნდა იყოს შეზღუდული, რადგან კომისიის მუშაობა შესაძლოა უფრო ეფექტური გახდეს მასში ჟურნალისტების, პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლებისა და სხვათა წევრობით.

დადგენილების პროექტთან შედარებით, ამოქმედებული დადგენილება არაგონივრულ შეზღუდვებს განსაზღვრავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის. პროექტისგან განსხვავებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ერთ პირობას აწესებდა - მათი შექმნიდან მინიმუმ 3 წლის გასვლა, მიღებულ დადგენილებაში ეს ვადა 5 წლამდეა გაზრდილი და დამატებულია მეორე პირობა - მათ საქმიანობაში დეკლარაციების შემოწმების კომპონენტის არსებობა.

IDFI მიიჩნევს, რომ ეს ორი შეზღუდვა დაუსაბუთებელ და არაგონივრულად მაღალ ბარიერს ქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და არაპროპორციულია მიზანთან მიმართებით, რადგან უფრო ზოგადი (მაგ., ანტიკორუფციული) გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციასაც შეუძლია კვალიფიციურად შეამოწმოს დეკლარაციები.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციების მონიტორინგის მიმართულებით გამოცდილება არც სამთავრობო უწყებებს აქვთ, რადგან ქვეყანაში აქამდე მსგავსი სისტემა არ არსებობდა. ამიტომ, დეკლარაციების მონიტორინგის მიმართულებით გამოცდილების მოთხოვნა ქმნის მაღალ რისკს იმისა, რომ სამომავლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელოვნური ბარიერი შეექმნათ.

დადგენილების პროექტში ასევე არ არსებობდა აკადემიური წრის წარმომადგენლისთვის ანტიკორუფციულ საკითხებზე კვლევის ჩატარების მოთხოვნა. გაუგებარია, რატომ უნდა ეზღუდებოდეს კომისიაში მონაწილეობა ეკონომიკური, საგადასახადო ან ფინანსურ და სხვა საკითხებში გამოცდილების მქონე მკვლევარს.

დადგენილება ითვალისწინებს არასამთავრობოთა და აკადემიური წრის წარმომადგენლების შემთხვევით შერჩევას იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია 3-ზე მეტი არასამთავრობოს ან/და 2-ზე მეტი მკვლევარის განცხადება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პუნქტში დეტალურად არ არის გაწერილი შერჩევის კრიტერიუმები, პრაქტიკაში შესაძლოა შეიქმნას დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპი არ იძლევა ეჭვების გაქარწყლების და საზოგადოებისთვის გადაწყვეტილების დასაბუთების შესაძლებლობას. ასევე, არაა გაწერილი, თუ რა წესებით იხელმძღვანელებს ბიურო შემთხვევითი შერჩევისას.


კომისიის არ შექმნის საშიშროება (მუხლი 9)

დადგენილება კომისიის შექმნაზე უარის თქმის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, ბიუროს შეუძლია, განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდეგ, 3-ზე ნაკლები არასამთავრობო ორგანიზაციის ან/და 2-ზე ნაკლები აკადემიური წრის წარმომადგენლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, მხოლოდ ერთხელ განსაზღვროს დამატებითი ვადა, ისიც არაუმეტეს 3 დღით, ხოლო ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის არ შექმნის თაობაზე.

IDFI-ის აზრით, ვადის მხოლოდ 3 დღით გაგრძელება არის შაბლონური დათქმა და არა შედეგზე ორიენტირებული პირობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომისიის გაუქმებისთვის მარტივი დებულებების დათქმით დაკარგულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის შექმნის მიზანი, რომელიც მოახდენს დეკლარაციათა ალტერნატიულ შესწავლას, უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და დაეხმარება ბიუროს საქმიანობაში.

დადგენილების პროექტი ასევე ითვალისწინებდა კანდიდატების ჩანაცვლებას იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატის მოთხოვნებთან შეუსაბამობის საკითხი დადგებოდა. ეს აუცილებელი დათქმა იყო, იმ ფონზე, როდესაც ბიუროს კომისიის არ შექმნის მარტივი პროცედურა აქვს, თუმცა ამოქმედებული დადგენილება ამ ბერკეტსაც არ ითვალისწინებს.

დამოუკიდებელი კომისიის მანდატი (მუხლი 10)

დადგენილების შესაბამისად, კომისიის მიერ შერჩეული დეკლარაციების ნახევარი უნდა იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, ხოლო ნახევარი - განსაკუთრებული ფაქტორების გამოვლენით შერჩეული: განსაკუთრებული კორუფციული რისკის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით შერჩეული.

IDFI მიიჩნევს, რომ ინსტრუქციის დათქმა, რომ კომისიის მიერ შერჩეული დეკლარაციების ნახევარი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, არის შემზღუდველი ფაქტორი, რადგან მონიტორინგისთვის განკუთვნილი დეკლარაციების მეორე ნახევარში ექცევა უფრო ფართო და მნიშვნელოვანი კატეგორიები. მეტიც, განსაკუთრებულ ფაქტორებში შესაძლოა პოლიტიკური თანამდებობის პირებიც მოხვდნენ.


მონიტორინგის დუბლიკაცია (მუხლი 13)


დადგენილება დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემისა და კომისიის მიერ შესამოწმებელი დეკლარაციების დუბლიკაციის გამორიცხვას ითვალისწინებს. თუმცა, მისი ფორმულირებიდან ჩანს, რომ კომისიისა და ელექტრონული პროგრამის მიერ ერთი და იგივე დეკლარაციის შერჩევის შემთხვევაში სხვა დეკლარაციის შერჩევა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდება.

IDFI-ის მოსაზრებით, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის ფრაზა - „საჭიროების შემთხვევაში“ ამოღებულ უნდა იქნეს, რადგან ასეთი ფორმულირება შესამოწმებელი დეკლარაციების დუბლიკაციის შესაძლებლობას იძლევა (კომისიისა და ელექტრონული პროგრამის მიერ ერთი და იგივე დეკლარაციის შერჩევა და, შედეგად, ერთი და იგივე დეკლარაციის ორ კატეგორიაში მოხვდება).

გარდა ამისა, საჭიროების განსაზღვრის უფლება მხოლოდ ბიუროს გააჩნია, რადგან პროცედურის მიხედვით, ჯერ კომისია არჩევს შესამოწმებელ დეკლარაციას, ხოლო შემდეგ - ელექტრონული პროგრამა, რის ზედამხედველობაც ბიურომ უნდა განახორციელოს და შეუსაბამოს პროგრამის მიერ შერჩეული დეკლარაციები კომისიის მიერ უკვე მოწოდებულ შესამოწმებელ დეკლარაციათა სიას.

რეკომენდაციები

IDFI კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ძალისხმევას, აღმოფხვრან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემაში არსებული ხარვეზები. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა, თანამდებობის პირთა დეკლარაციები აღარ ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და რეალურად მოწმდებოდეს დეკლარაციებში მოცემული მონაცემთა სისწორე.

IDFI საქართველოს მთავრობას ასევე მიმართავს რეკომენდაციით, განიხილოს დამტკიცებულ ინსტრუქციაში ჩვენ მიერ გამოვლენილი ხარვეზები და მოახდინოს მათი ასახვა დადგენილების სრულად ამოქმედებამდე.


IDFI-ის რეკომენდაციებია:

- დასაბუთებული წერილობითი განცხადებით დეკლარაციის მონიტორინგის მოთხოვნის შემთხვევაში, შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს ადრეული დეკლარაციებიც;

- კომისიის წევრობა არ უნდა იყოს შეზღუდული არასამთავრობო ორგანიზაციებითა და აკადემიური წრის წარმომადგენლებით;

- შემცირდეს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მისი შექმნიდან 5 წლის ვადის გასვლის ვალდებულება. ასევე, გაფართოვდეს მისი გამოცდილების სფეროების ჩამონათვალი და არ იყოს შემოსაზღვრული დეკლარაციების მონიტორინგის კომპონენტით;

- გაფართოვდეს აკადემიური წრის წარმომადგენლის გამოცდილების მოთხოვნა და არ შეიზღუდოს ანტიკორუფციულ საკითხებზე მუშაობით;

- კომისიის წევრთა შემთხვევითი შერჩევის წესი შეიცვალოს გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩევის სტანდარტით;

- დაწესდეს დასაბუთების მაღალი სტანდარტი კომისიის შექმნაზე უარის თქმის შემთხვევისთვის;

- მოიხსნას დამოუკიდებელი კომისიისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომ შესარჩევი დეკლარაციების ნახევარი უნდა ეკუთვნოდეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს. 

- დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნეს ფრაზა „საჭიროების შემთხვევაში“, _ აღნიშნულია კვლევაში.

 




 ახალი ამბები
  • ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გურიაში სოფელ ნაგომარს ეწვიადღეს, 12 ოქტომბერს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარს ევროკავშირის ელჩი საქართველოში,  კარლ ჰარცელი მხარის  რწმუნeბულთან, ზურაბ ნასარაიასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. აქ ელჩმა მოინახულა კოოპერატივი „ნაგომარი“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი პლანტაციები, რომელიც ევროკავშირის დახმარებით  გაშენდა. _ ჩვენი კოოპერატივი 2015 წელს შევქმენით. იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი, რომ ვიხსენებ, ხშირად მიჩნდება კითხვა _ დღეს რომ ვიწყებდე ყველაფერს თავიდან, ნეტა, თუ გავრისკავდით,-მეთქი. ისე კი, ნულიდან კი არა, ნულს ქვემოდან დავიწყეთ ყველაფერი და თავდაუზოგავმა შრომამ, უდიდესმა დახმარებამ, რაც ევროკავშირმა გაგვიწია, შედეგი გამოიღო და საუკეთესო შედეგი მივიღეთ. ახლა უკვე მხოლოდ წინსვლასა და წარმატებაზე ვფიქრობთ, _ გვითხრა კოოპერატივ „ნაგომარის“ ხელმძღვანელმა ნანა ყირმელაშვილმა. კოოპერატივი ნაგომარს  ENPARD-ის  პროგრამის  ფარგლებში შეძენილი ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები გააჩნია, რის  მეშვეობითაც მოახდინა 12 ჰა  ჩაის პლანტაციის რეაბილტაცია. სულ კი, როგორც ნანა ყირმელაშვილმა გვითხრა, 25 ჰა ჩაის პლანტაციას ფლობენ, რომელიც უკვე რეაბილიტირებულია. მათ 75 ადამიანი დაასაქმეს.  დღეისთვის აქ 15 ტონა ჩაის ფოთოლს კრეფენ. სამომავლოდ კი მეტ წარმატებას ელიან და სურთ, კიდევ უფრო გააფართოვონ და გაზარდონ ჩაის პლანტაციიების რაოდენობა. _ კოოპრატივი „ნაგომარი“ ჩვენი 17 პარტნიორი კოოპერატივიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ ჩანს, რამდენი ენერგიადა შრომა არის ჩადებული. ვიმედოვნებ, რომ  აქ დამზადებული ჩაი საერთაშორისო ბაზრებზე გავა“, _ თქვა ევროკავშირის ელჩმა კარლ ... ...
  • გურიის რომელ მუნიციპალიტეტს რა თანხა ერგება დღგ-დანდამდეგი 2020 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტში, რომელიც პარლამენტში განხილვის სტადიაშია, სხვა პარამეტრებთან ერთად ისიცაა განსაზღვრული, თუ რომელი მუნიციპალიტეტი რა თანხას მიიღებს დღგ-ის 19%-იდან, რომლითაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობები  მეორე წელია ფინანსდებიან. ცნობისთვის, მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა და გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა. როგორც ირკვევა მიმდინარე წლის მსგავსად, 2020-შიც გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი თანხა კვლავინდებურად  ოზურგეთს ერგება. მისი დაფინანსების წილი 1.41%-დან 1.45%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, თითქმის მილიონნახევრით გაიზრდება თანხაც. თუ წელს დღგ-ის 19%-იდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 13 313.8 ათასი ლარი ერგო, გაისად ეს თანხა 14 771.6 ათასი ლარი იქნება. ნახევარი მილიონით გაიზრდება  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაფინანსების პროცენტი კვლავ 0.74 დარჩება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-იდან 6 980.8 ათასი ლარი ჰქონდა, 2020-ში ეს თანხა 7 496.4 ათას ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, 2020 წელს გაიზრდება როგორც მისი დაფინანსების პროცენტი _ 0.32-დან 0.37%-მდე, ისე თავად თანხაც, რომელიც წლევანდელს 755 ათასით აჭარბებს. წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-დან 3 021.8 ათასი ლარი ერგო, გაისად კი 3 777.2 ათას ლარს მიიღებს. ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ... ...
  • „ვითხოვთ სივრცის დაბრუნებას“_ რა ხდება ვარკეთილში „ანას ბაღთან“ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში დაუცველი იქნება უსაფრთხოების ნორმები, რადგან სახანძროსა და სასწრაფოს მათ კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 22-ე კორპუსის წინ მდებარე პატარა სკვერში „ანას ბაღში“ ადგილობრივ მოსახლეობასა და თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილს შორის შეხვედრა შედგა. ცნობისთვის, ბაღი რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის სახელს ატარებს, რის გამოც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი. სამი წლის წინ თბილისის მერიამ ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსების ეზო გაასხვისა, გაიცა მშენებლობის ნებართვაც, რასად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მიოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სამშენებლო კომპანიას 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყების საშუალება სამი წელია არ აძლევენ. „ვითხოვთ იმ სივრცის დაბრუნებას, სადაც ჩვენი შვილები თამაშობდნენ, სწავლობდნენ ველოსიპედის, სკეიტბორდის და გორგოლაჭების მართვას. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ნუგზარი „გურია ნიუსს“ უყვება, აღნიშნული შეხვედრის მიზანია, რომ დაინახოს თვითმმართველობამ თუ რაოდენ შემაშფოთებელია იქ მაცხოვრებლებისთვის  ქალაქის ეკოლოგიური საკითხები და რამდენად მნიშვნელოვანია სივრცეები მათი შვილებისთვის, ბავშვების ჯანსაღ, მწვანე გარემოში გაზრდისთვის და არა ბეტონის ჯუნგლებში, რადაც ნელ-ნელა იქცა თბილისი. „დღევანდელ ქალაქს, ჩვენს თბილისს ძალიან უჭირს. ყველამ იცის ცენტრალურ უბნებში რა პრობლემებიცაა, მაგრამ იგივე კეთდება და ამ პრობლემის გადაჭრა არავის სურს. ცენტრში გამოილია ცარიელი ადგილი და გადმოვიდნენ გარეუბანში, სადაც ასე თუ ისე თავისუფალი ადგილი მოიძებნება. აქ უნდათ მშენებლობის დაწყება. აქ თუ დავუშვებთ ამ კორპუსის აშენებას ამ შენობას მოჰყვება 5 შენობა, რაც იქნება იგივე გამეორება რაც გვაქვს ქალაქის ცენტრში. არა ჰაერი, არა სკვერი, არა პარკინგი და ჯოჯოხეთი ასე რომ ვთქვათ პირდაპირი გაგებით. გვინდა რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ ჰაერი, სუფთა გარემო, ამ მოედანზე ბავშვები თამაშობდნენ და გვინდა გაკეთდეს სკვერი, ახლა შეზღუდულია. აქ რომ ეს შენობა აშენდება არ ექნება თავის ეზო და აქედან გამომდინარე ჩვენი პატარა სკვერი, რომელიც მშენებლობის დროს დაინგრევა, გახდება ახალი კორპუსის ეზო“,_ ამბობს ის. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას აღნიშნა, პრობლემის მოსაგვარებლად გამოსავლის პოვნას ინვესტორთან გასაუბრებით აპირებს, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობას ისევ შეხვდება. „დღეს ჩემი მხრიდან რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება არასერიოზული იქნება. მთავარია ვიპოვოთ კომპრომისი, რომელიც არ აგრძნობინებს ინვესტორს, რომ კინწისკვრით გააგდეს და არც თქვენ არ გაგრძნობინებთ, რომ თქვენი უფლებები არავის დააინტერესა“,_ თქვა ელოშვილმა. ცნობისთვის, დედაქალაქის მერს აქტივისტები პლაკატით „კახი გადაგვირჩინე ანას ბაღი“, რამდენიმე დღის წინ ორბელიანის მოედანზე დახვდნენ. როგორც კალაძემ მაშინ განაცხადა, ნებართვა 2016 წელს არის რომელიც მერიამ უკვე შეისწავლა. „ჩემი დაპირება იყო, რომ სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. შევისწავლეთ ეს კონკრეტული თემა და მას სკვერთან არანაირი კავშირი არ აქვს",- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ აღნიშნული კორპუსის მშენებლობის გაბათილების შესახებ გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, რადგან პროექტს გააჩნდა პრობლემა პარკირების ნაწილში, ასევე სახანძრო უსაფრთხოებასთან მიმართებაში არ იყო შესაბამისობა დადასტურებული, თუმცა, მოსახლეობისთვის პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, რომ მერიამ ინვესტორს ადგილის გაცვლა შესთავაზოს და  ამბობს, რომ თუ პრობლემა ამ შეხვედრის შემდეგ არ მოგვარდება, პროტესტს  გზის გადაკეტვით გამოხატავს. კორპუსის მშენებლობას „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი“ ... ...
  • რას ითხოვს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან 20 ივნისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებით საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებული ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. როგორც ცნობილია, 20 ივნისის ღამეს 38 ჟურნალისტი დაშავდა, რომელთაგან 4-ს სამართლებრივ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უწევს. ამ 4 ჟურნალისტს შორი არის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა. „მათ აქციის დარბევისას მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, რა დროსაც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა. ბესლან კმუზოვს 6 ტყვია მოხვდა, აქედან ერთი თავის არეში, მერაბ ცაავას კი რეზინის ტყვიების შედეგად დაუზიანდა ხელი და ასჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. აქციის დროს ასევე დაშავდნენ ჟურნალისტები: ვახტანგ ბერიკაშვილი და ზაზა სვანაძე. ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, სპეცრაზმელების ნასროლი ე.წ. პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიებისგან, რის გამოც იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ბერიკაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვია საქმეს ნივთმტკიცების სახით ერთვის. ამ ტყვიის ფოტოსურათი არაერთხელ გავრცელდა სოციალურ მედიაში და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. აქციის ძალისმიერი დაშლის დროს ზაზა სვანაძემ სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ტყვიებისგან არაერთი დაზიანება მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტები მოწმის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს“,_  აცხადებენ იურისტები. როგორც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა იხსენებს, დაზიანების მიღების შემდეგ პოლიცია ხელს უშლიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე მისვლაში პოლიციაც და სპეცრაზმიც ხელს უშლიდა. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულს კი  სთხოვდნენ გაეხსენებინა სად იდგა როცა ტყვია მოხვდა, ხომ არ შეეძლო გაეხსენებინა რომელიმე სპეცრაზმელი რომელმაც ისროლა ან ხომ არ დაუნახავს პოლიციელი, რომელიც გასროლის შედეგად დაზარალდა. „ხალხისგან მოშორებით ვიდექი, კადრები გადავიღე და გადავაგზავნე რედაქციაში, რა დროსაც რეზინის ტყვია მომხვდა. რეზინის ტყვია ჯერ ხელზე მომხვდა, მერე ტელეფონმა აისხლიტა და გულმკერდის არეში მომხვდა. მაგ დროს მედიის წარმომადგენლებს გამიზნულად ესროდნენ. ჩემთან ერთად, კიდევ ერთი ჟურნალისტი იყო, ისიც დაშავდა, ორივენი მოშორებით ვიდექით და ისე ვიღებდით. დაზიანების მიღების შემდეგ სპეცრაზმი ხელს მიშლიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე მისვლაში. პროკურატურაში ძირითადად აინტერესებდათ ვნახე თუ არა რომელიმე პოლიციელი რომელიც სროლის შედეგად დაზარალდა ან ხომ არ დავინახე სპეცრაზმელები, რომლებიც ისროდნენ. ბოლოს კი მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ, თუმცა, ჯერ არავინ დამკავშირებია. ვითხოვთ, რომ ვიქნეთ დაზარალებულად ცნობილები და მოხდეს ამ საქმის სრულყოფილად გამოძიება“,_ ამბობს ცაავა. აღსანიშნავია, რომ ივლისში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ორგანიზიციამ ასევე მოითხოვა მათი დაზარალებულად ცნობა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. „ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას, მაგრამ გენერალური პროკურატურის პასუხის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე“,_ ამბობენ იურისტები. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილია 67 პოლიციელი და 4 დემოსნტრანტი. მათ შორის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე დაზიანება მიიღეს გაურკვეველი წარმოების ტყვიებისგან. შესაბამისად საზოგადოებას უჩნდება სამართლიანი განცდა, რომ მიმდინარე გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტურია და არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება პროცესების სამართლებრივ რეჟიმში წარმართვისათვის.  ... ...
  • თამარ ჩუგოშვილი: არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც შალვა თადუმაძეს მოექცაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გაივლიან კანდიდატები გასაუბრებას და რა შთაბეჭდილება დამრჩება თითოეულზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ჩუგოშვილის შეფასებით, გენერალურ პროკურორ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის მიმართ არაეთიკური შეტევა განხორციელდა. „რაც შეეხება შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია უმრავლესობის პროტესტი და პროცესში ჩართულობა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს. იმდენად დიდი პოლიტიკური და არაეთიკური შეტევა იყო, ეს ძალიან კარგად ჩანდა, არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც მოექცა შალვა თადუმაძეს. ამ თვალსაზრისით მასზე პირდაპირ პოლიტიკური შეტევა ჩანდა. ალბათ, ამან გამოიწვია ის, რომ მამუკა მდინარაძემ და სხვებმა გააკეთეს აქცენტი თემებზე, რომელიც კომიტეტზე გაჟღერდა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, შეუძლებელი თქმა, ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. „ვინ გახდება უზენაესის წევრი, ამის თქმა შეუძლებელია. არის რამდენიმე კანდიდატი, რომელმაც საკმაოდ კარგად გაიარა გასაუბრება. არიან სხვები, რომლებზეც კითხვებია, მაგრამ ზუსტად ვის დავუჭერთ მხარს, ეს გვეცოდინება მხოლოდ მაშინ, როდესაც კენჭისყრაზე დადგება საკითხი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...

კივის დიეტა

საუზმე მოამზადეთ სალათი, მწვანე ხახვით,...

ჩვილი ბავშვების საოცარი თვისებები

ჩვილები არ ტირიან სინამდვილეში ჩვილები...

ყურძნის კურკის სამკურნალო თვისებები

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E...

რატომ უნდა ვსვათ სტაფილოს წვენი?

ძირითადი მიზეზი, რატომ ითვლება სტაფილო...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...