რა მდგომარეობაა საქართველოში შშმ ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით

საზოგადოება

რა მდგომარეობაა საქართველოში შშმ ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით

2017 ივნ 22 16:51:28

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახამად, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობას ასახავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით, მთავარ გამოწვევას, მათზე განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირების საკითხი წარმოადგენს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია: ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების დაცვა, რეაბილიტაციის ღონისძიებების პრაქტიკაში დანერგვა, სოციალური მომსახურების სფეროში მომუშავე პროფესიონალის, ფსიქოლოგების ნაკლებობა. აგრეთვე შესაბამის უწყებებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობა.

„საქართველოში საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ არსებობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკე რეგულაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან (მათ შორის ბავშვებთან) მიმართებით და ის ინტეგრირებულია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკასთან, რომელსაც არეგულირებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.  განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებისა და სპეციფიური მიდგომის გათვალისწინება არ ხდება არც უწყებების შიდა სახელმძღვანელო ინსტრუქციებსა და მეთოდოლოგიებში“, _ ნათქვამია ანგარიშში.

ამასთანავე, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემურია ოჯახში ძალადობის შემთხვევათა აღრიცხვა და გამოწვევად რჩება მონაცემების შეგროვება.

„არ არსებობს დიფერენცირებული სტატისტიკა შშმ ბავშვთა მიმართ ოჯახში განხორციელებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ თუ სხვა სახის ძალადობასთან დაკავშირებით.

უნდა აღნიშნოს, რომ ოჯახში ძალადობის არსებული მონაცემები  ეფუძნება გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობას, რაც ვერ ასახავს პრობლემის რეალურ მასშტაბს. აღნიშნული, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეულია საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობით, შურისძიებისა და სტიგმატიზაციის შიშით, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ნაკლებობით და ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში არსებული მექანიზმებისა და სერვისების გაუმართაობით. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ის გარემოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობა ხშირად „უხილავია“ და სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, რასაც, გარკვეულწილად, განაპირობებს საზოგადოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა დაბალი ცნობიერება, სტერეოტიპული მიდგომა“, _ ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება დამცავი ღონისძიებების აღსრულების ეფექტური ზედამხედველობა.

„საჭიროა დაინერგოს მონიტორინგის მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის სტრუქტურებს მეთვალყურეობა გაუწიონ ოჯახებს, სადაც შშმ ბავშვებზე  ალადობის ფაქტი გამოვლინდა და ამასთან, შეიქმნას საინფორმაციო ბაზა, რომელიც შესაძლებელს გახდის ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.

ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელ, უფლებამოსილ ორგანოებს შორის კვლავ პრობლემას წარმოადგენს კოორდინაცია და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. საქმეთა შესწავლისას ხშირად ვლინდება ხარვეზები, როგორც სამართალდამცავი უწყების, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასებისას. რიგ შემთხვევებში დასახელებული უწყებების მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წინააღმდეგობრივია. ამასთან, მიუხედავად სოციალური მუშაკის მიერ ძალადობრივი ინციდენტების დადასტურებისა, სამართლ-დამცავებს უჭირთ ძალადობის იდენტიფიცირება და არ ახდენენ შესაბამის რეაგირებას. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებში. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ სამართალდამცავები არ ფლობენ შშმ პირებთან/ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკურ უნარ–ჩვევებს.

პრაქტიკულ ასპექტში პრობლემურია შშმ ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების პერსონალის შესაბამისი კვალიფიკაციის საკითხი, ბენეფიციართა რთული ქცევის  მართვასთან და სიტუაციის სტაბილიზებასთან მიმართებით“, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.




 ახალი ამბები
  • სკოლებს სსსმ მოსწავლის სწავლებისთვის დაფინანსება შეეცვალათ საქართველოს განათლების მინისტრის ხელმოწერით, საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ხელახლა განისაზღვრა დამატებით გამოყოფილი თანხების ოდენობები. ცვლილების თანახმად, საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 7,200.0 ლარი; ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 13,200.0 ლარი; გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 19,200.0 ლარი; დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი; ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 31,200.0 ლარი; ვ) 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 37,200.0 ლარი.“; ბრძანება ძალაშია და როგორც მასში ვკითხულობთ, მისი შინაარსი ვრცელდება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ... ...
  • ოზურგეთელი მოსწავლე, რომელიც საქართველოში სწავლის ზეშედეგს აჩვენებსმოსწავლეთა სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე,  ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე, ორი დღის წინ, რეიტინგული ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურში გადავიდა და მთელ საქართველოში, იმ ათას მოსწავლეს შორის უპირველესია, ვინც განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ყველა საგანში: ინგლისურ ენაში, 40-დან 40 ქულა, ფიზიკაში, 25-დან 21 ქულა, მათემატიკაში 20-დან 18 ქულა და ბიოლოგიაში 20-დან 20 ქულა. _მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, ფიზიკა-მათემატიკურ საგნებში ასეთი წარმატების მიღწევა. თუმცა, ეს საოცარი ბიჭი, ყველა საგანში ერთნაირად უძლიერესია, _ ამბობენ პირველი საჯარო სკოლის დირექციაში. მეგობრები კი სიყვარულით საუბრობენ გიორგის წარმატებებსა და მის გამორჩეულ პუნქტუალურ თვისებებზე: _ საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ადამიანია. ფეისბუკგვერდიც კი არ აქვს, რომ დრო არ დაკარგოს. იმდენი ჯილდო აქვს მიღებული წარმატებული სწავლისთვის, მარტო კომპიუტერები და სხვა მსგავსი ჯილდოები რომ გამოფინოს, ტექნიკის მაღაზია გაიხსნება, _ ხუმრობენ ისინი. გიორგი მეგრელიძეს „გურია ნიუსი“   დაუკავშირდა: _მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე იმართება. ახლა გამოქვეყნდა  სარეიტინგო ცხრილი და  გავიგე, რომ მეორე ტურში გადავედი, რომელიც იანვარში შედგება. შემდეგ კი მესამე ტური იქნება და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდება... ფეისბუკი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ სწავლაში დროს წამართმევს, _ გვითხრა მან. მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მეგრელიძე გასულ წელს „ეტალონის“ გამარჯვებულიც გახდა, ახლა კი წინ უფრო დიდი გამარჯვებებისკენ მიიწევს. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ... ...
  • დავით მჟავანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესენმ-ს ოზურგეთელი  ლიდერი დავით მჟავანაძე და მასთან ერთად 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულია. სასამართლოში საქმის განხილვა დღეს მოგვიანებით, პირველი საათიდან განახლდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამის სამი საათისთვის მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი დილის 11საათიდან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობისთვის სამართალდამცველებმა სულ 37 პირი დააკავეს. ყველა მათგანის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. დემონსტრანტებს ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის დაწვა სცადაცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  ის ამით,  როგორც სასამართლოს ეზოში შეკრებილები ამბობდნენ, უკანონო დაჭერებს აპროტესტებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?