რა პოზიციები აქვთ მმართველი გუნდის წევრებს საპენსიო დაგროვებით რეფორმასთან დაკავშირებით

საზოგადოება

რა პოზიციები აქვთ მმართველი გუნდის წევრებს საპენსიო დაგროვებით რეფორმასთან დაკავშირებით

10 ნოე. 2017, 17:27:55

მთავრობა 2018 წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. თუ სისტემა ამოქმედდა, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) მოიცავს.

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს _ 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.

დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.

სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რას ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობა არსებულ ინიციატივაზე.

როგორც გავარკვიეთ, მმართველ გუნდში საპენსიო დაგროვებით რეფორმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. 

"ქართული ოცნების" წევრი  ზაქარია ქუცნაშვილი:

_ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ახალ  დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. მხარს დაუჭერთ კანონის მიღებას?

_ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რეფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა გახორციელდეს, რადგან ერთი მხრივ,  შრომა უკეთ დაფასდება და მეორე მხრივ,  საინვესტიციო კაპიტალი წარმოიშობა ქვეყანაში, რაც  ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, რეფორმის გახორციელება ადამიანების სიბერეს პროგნოზირებადს გახდის, რაც იმას ნიშნავს,  ადამიანები  მთავრობის ნება-სურვილზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  წევრი  გია ჟორჟოლიანი:

_ ვიცით, რომ  პარლამენტი  ახალი საპენსიო კანონპროექტის  განხილვას იწყებს. როგორ აფასებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ ინიციატივას?

_ ფრაქციის სხდომა  ორშაბათს გვაქვს დანიშნული და სხდომაზე სწორედ,  ახალი საპენსიო  კანონი განიხილება.  ზოგადად გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია, როცა  ამ კანონპროექტის საშუალებით შემოდის სოციალური შენატანი. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ცივილიზებული ქვეყანა, სადაც სოციალური შენატანები არ მოქმედებს. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში სოციალური შენატანები 31%-ს შეადგენს. მიუხედავად ზემოთ ხსენებულისა,  მართალია, პოზიტიურია  არსებული ინიციატივა  მაგრამ  სხვა საკითხია, როგორ იქნება ეს თანხები რეალიზებული.  ჩემი აზრით, დამქირავებელი შედარებით მეტს უნდა იხდიდეს, რაც სოციალურ შენატანს გაზრდის. ვაკრიტიკებ მთავრობის საპენსიო ინიციატივას, რადგან არსებული რეფორმა პენსიის მცირედით გაზრდას ემსახურება.

მოგეხსენებათ,  "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოციალური შენატანები გააუქმა და ე. წ. თავისუფლების აქტი შემოიღო. ისინი ამბობენ, შევამციროთ გადასახადები და გავზარდოთ პენსიაო, რაც სისულელეა.

"გურია ნიუსი"  დაინტერესდა, რას ფიქრობენ ეკონომიკის ექსპერტები საპენსიო დაგროვებით სისტემასთან დაკავშირებით.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს,  რომ ასეთი სახით საპენსიო  რეფორმის შემოღება ისეთ ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დაუშვებელია:

_  საქართველოში ახალი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა, რაც  დაგროვებითი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს. თქვენი აზრით, რა შედეგის მომტანი იქნება ეს კანონი?

_ ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყანაში  არ შეიძლება  ასეთი  სავალდებულო  საპენსიო რეფორმის შემოღება. მთელი  პრობლემა ამ ფონდში ჩადებულ თანხებშია, რომელსაც არავინ იცის, რა ბედი ეწევა. ფულს დროში ღირებულება აქვს, ამიტომ 30-40 წლის შემდეგ  როგორი სახით  დაუბრუნდება საზოგადოებას შეტანილი თანხები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საქმე ისაა, რომ  საპენსიო რეფორმა ახალგაზრდებისთვის კეთდება _ 75 წლის კაცს რეფორმა არ სჭირდება. პრობლემა ურთულესია. როგორც ჩანს, ამ საპენსიო რეფორმის ინიციატორები ბანკები და მსხვილი ბიზნესია და სწორედ, მათ ინიციატივაში შედის "ძველი ფულის" მუქთად მიღება.  საქართველოში არ არსებობს საფონდო ბირჟა, ნეპოტიზმი მეფობს. გეკითხებით, ერთპარტიული მმართველების მიერ დანიშნული მმართველი რა იქნება? ვხედავთ, როგორია სიღარიბის დონე და ხელისუფლებას მეტი ყურადღება მართებს.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...