რა რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმა,,ფრესკოს“

gurianews.com

საზოგადოება

რა რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმა,,ფრესკოს“

2017 დეკ 7 23:20:38

სახალხო დამცველმა შპს ,,ფრესკოს“ სექსუალური შევიწროებით გამოხატული  სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველმა, საკუთარი ინიციატივით, სუპერმარკეტების ქსელ ,,ფრესკოს“ ქალებისთვის განკუთვნილ გასახდელში ფარული კამერების არსებობის ფაქტის შესწავლა დაიწყო.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სპეციალურ  განცხადება გააკეთა.

 მისი განმარტებით, არსებული პრაქტიკა დასაქმებულ ქალებს უქმნის შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოს, გაუმართლებლად ახდენს მათი პირადი სივრცის კონტროლს და უხეშად ერევა ინტიმურ სფეროში.

,,გამოსაცვლელ ოთახში, სამუშაო ადგილზე, სხვა ოთახებიდან თუ საერთო სივრცისგან გამოყოფილია იმ მიზნით, რომ დაცული იქნეს ინდივიდის ინტიმური სფერო და არ მოხდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულის სრულად თუ ნაწილობრივ წარმოჩენა სხვა პირების თანდასწრებით, მათი სქესის მიუხედავად. აღნიშნულის შესაძლებლობა კი არ ჰქონდა შპს ,,ფრესკოში“ დასაქმებულ ქალებს, ვინაიდან ხდებოდა მათი თითოეული მოქმედების კონტროლი სამუშაო ადგილზე ყოფნის პერიოდში.

კოპანიის წამომადგენლებმა სახალხო დამცველის აპარატს განუმარტეს, რომ ვიდეოკამერები მხოლოდ ქალი დასაქმებულების გამოსაცვლელ ოთახებში იყო დამონტაჟებული, უსაფრთხოების  ნორმების დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული პრაქტიკა დასაქმებულ ქალებს უქმნიდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოს, გაუმართლებლად ახდენდა მათი პირადი სივრცის კონტროლს და უხეშად ერეოდა ინტიმურ სფეროში.  კომპანიის მიერ დასახელებული მიზანი ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად, ვინაიდან, არსებული პრაქტიკა დასაქმებულ ქალებს უქმნიდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოს, გაუმართლებლად ახდენდა მათი პირადი სივრცის კონტროლს და უხეშად ერეოდა ინტიმურ სფეროში. კომპანიის მსგავსი მიდგომა  კი წარმოაჩენს ქალი თანამშრომლების მიმართ უპატივცემულო, ღირსების შემლახველ დამოკიდებულებას, რომელიც არაჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნის და აძლიერებს გენდერულ უთანასწორობას.

სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ  შპს ,,ფრესკოს“ მხრიდან ქალი დასაქმებულების მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროვებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკირიმინაციას და მოუწოდა კომპანიას, რომ დასაქმებულ პირებს შეუქმნას ადამიანის ღირსებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემო“, _ ნათქვამია სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის  განაცხადებაში ფრესკოს ყოფილი თანამშრომლების განმარტებით კი, ქალის გასახდელ ოთხაში, ისევ  სისტემატურად მიმდინარეობს ვიდეომონიტრინგი.

,,სუპერმარკეტის ყველა ფილიალის გასახდელ ოთახებში მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, აღნიშნულ ოთახებში შესვლა შეუძლია მამაკაცებს, ადმინისტრაციის ნებისმიერ წამომადგენელს, მათ შორის დაცვის უფროს დავით ბულიას და მის მოადგილეს ალექსანდრე ქაჩიბაიას, რომელთაც წვდომა აქვთ ვიდეო ჩანაწერებზე, ხელმძღვანელი პირების სამსახურში არ ყოფნის დროს მონიტროინგი, საცხოვრებელი სახლიდანაც მიმდინარეობს, _ ნათქვამია, ფრესკოს ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში.

,,გურია ნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფრესკოს დაუკავშირდა, თუმცა, ამ დრომდე მათგან კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა. ჩვენ ისევ შევეცდებით დავუკავშირდეთ ფრესკოს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შპს ,,ფრესკოს“,  ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის ქესების დარღვევისთავის, პერსონალურ მონაცემეთა დაცვის ინსპექტორმა დააკისრა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა და დაავალა, ვიდეოთვალთვალის გახორციელების შეწყვეტა, ასევე, მოპოვებული ჩანაწერების განადგურება.



 ახალი ამბები
  • მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესპიჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.  პეჩორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ... ...
  • "გამომიყავით დაცვის ორი წევრი და დამიჯერეთ, ვერ მომკლავენ" _ მიხეილ სააკაშვილი„აქ დგას მსოფლიო მედია და ისინი უკრაინის სირცხვილს აშუქებენ. ფულს, რომელსაც ჩემს თვალთვალში ხარჯავდით, გამომიყავით დაცვის ორი წევრი და დამიჯერეთ, ვერ მომკლავენ", _ უთხრა პეჩორის სასამართლოზე ბოლო შესვენების გამოცხადების წინ მოსამართლეს. უკრაინის ოპოზიციის ლიდერის თქმით, პუტინი მას სიამოვნებით გაცვლისდაკავებულ უკრაინელ აგენტებში. მისივე განცხადებით, მისი დაკავებით ვიღაცამ პუტინს საჩუქარი გაუკეთა. „მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, პოროშენკომ და ლუცენკომ უდიდესი შეურაცხყოფა მომაყენეს, რადგან ამ 2-მა სუბიექტმა მე ეფესბეს აგენტი მიწოდა. ეს ყველაფერი უარესია, თუ მე "ეფესბეშნიკი" ვარ, ეს უნდა დაამტკიცოთ სასამართლოში. ამ შემთხვევაში მე პუტინი სიამოვნებით გამცვლის დაკავებულ უკრაინელ აგენტებში, დაამტკიცეთ ეს მალე და ყველა უკრაინელ ტყვეს გაათავისუფლებენ. ჩემს წასაყვანად პუტინი რამდენიმე თვითმფრინავსაც კი გამოაგზავნის, ნუთუ არ გესმით, ვის ბრძანებებს ასრულებთ. სააკაშვილი კიევის ციხეში არის პუტინის საუკეთესო ოცნება. "ეფესბე" უკეთეს ოპერაციას ვერ დაგეგმავდა, ვიდრე სააკაშვილის ციხეში ყოფნაა. თქვენ ხართ იარაღი მტრის ხელში, მე ვარ პირველი ადამიანი, რომელმაც პუტინის რუსეთის შესახებ გაეროში სიმართლე თქვა, საქმე გვაქვს სახელმწიფო ღალატთან და მტრის სასარგებლოდ მუშაობასთან. ვიღაცამ გადაწყვიტა, პუტინისთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა,“ - განაცხადა მიხეილ ... ...
  • "ადამიანის უფლებები არის საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანა" _ გიორგი კვირიკაშვილიჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ჩვენ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შედეგებით, რომლებიც დღეს გაგვაჩნია და დაწყებული თანმიმდევრული რეფორმები ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადად უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყველას მიულოცა ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, 10 დეკემბერი, რომელიც იმის ხაზგასმაა, რომ ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის უმთავრესი ღირებულებაა. „მომავალ წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 70 წელი უსრულდება. 1948 წელს მიღებულ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ჯერაც არ დაუკარგავს აქტუალობა და მისი სულისკვეთება და პრინციპები დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო 70 წლის წინ. ჩვენი ხელისუფლება ერთგულია ამ ღირებულებების და ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც თითოეული ადამიანის უფლებებია დაცული. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის და პარლამენტისთვის, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის პრინციპების განმტკიცება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჩვენი საერთო მიზანია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ, თვისობრივად განსხვავებულ რეალობას ქმნის ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩვენი ხელისუფლების მყარი პოლიტიკური ნების შედეგია და ამას ჩვენი მოქალაქეები, ყოველდღიურად და ყველა სფეროში ხედავენ. ეს არაერთხელაა დადასტურებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაზე საუბრობენ თანამედროვე, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანათა კონტექსტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განსაკუთრებული წუხილის საგნად რჩება ის ფაქტი, რომ დღეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აქვს საშუალება, მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს. „შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობის გაძლიერება და აქ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ გალის რაიონი; მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა; თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა; უკანონო დაკავებები და მავთულხლართებით შუაზე გაყოფილი კარ-მიდამოები - ეს ყველაფერი არის ოკუპაციის პოლიტიკის შედეგები და რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი. საქართველოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საჭიროებებზე. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური თუ სამშვიდობო ძალისხმევა, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და გაუმჯობესდეს ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლებას მუდმივად ეხმარებიან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რეფორმების გატარებაში; ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს ოფისს საქართველოში და ყველას, თითოეულ ადამიანს, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული საქმიანობა უსურვა ახლად არჩეულ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. "ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი კანდიდატისთვის სახალხო დამცველის თანამდებობაზე. მინდა, მივულოცო ქალბატონ ნინო ლომჯარიას ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მინდა, წარმატება გისურვოთ, ქალბატონო ნინო, ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე", - მიმართა პრემიერმა სახალხო დამცველს. მთავრობის მეთაურმა ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმების გაგრძელების პროცესში ფართო ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. "ხელისუფლება ვერ იქნება წარმატებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე და, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. ადამიანის უფლებები არის საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანა და მე დიდი იმედი მაქვს, ამ რეფორმების გზაზე ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, რათა მივაღწიოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო შედეგს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ... ...
  • ,,პრეზიდენტის არჩევის წესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ“ _ დავით ჭიჭინაძე,,ქართული ოცნების“  წევრი დავით ჭიჭინაძე  პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხვა საპარლამენტო რესპუბლიკების მსგავსად, პრეზიდენტს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უნდა ირჩევდეს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, პრეზიდენტის არჩევის ფორმა მისთვის მნიშვნელოვანი არა არის, რადგან პრეზიდენტის უფლებები შეკვეცილია და ძირითადად,  ქვეყანაში საშინაო და საგარეო ფაქტორებზე პასუხისმგებელი პარლამენტი და მთავრობაა. ,,ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს და საქართველოშიც პარლამენტმა რომ აირჩიოს რა დაშავდება. პარლამენტს ირჩევს ხალხი და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს. ჩვენი ქვეყანა არის საპარლამენტო რესპუბლიკა და საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობა და პარლამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობაზე. პრეზიდენტის უფლებები კი შეკვეცილია, ამიტომ სიმართლე გითხრათ, მე პრეზიდენტის არჩევის წესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უნდა გითხრათ, რომ მედიაში გავიგე იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, აქამდე ჩემთვის ცნობილი იყო პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის მხარს საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესს  უჭერდა. ჩვენი პარლამენტი დემოკრატიულად არჩეულია და ვერაფერს ვხედავ ცუდს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქვეყანაში არსებულ პროცესებზე პასუხისმგებელი მთავრობა და პარლამენტია“, _ განაცხადა დავით ... ...
  • ოზურგეთის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ძველი კადრებით დაკომპლექტდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად, მობილობის წესით, გია მამაკაიშვილის კანდიდატურა შეირჩა და მან სამსახურის უფროსის პოსტი შეინარჩუნა.  ამავე სამსახურში თანამდებობები შეინარჩუნეს _ ბიუჯეტირებისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ და ბუღალტრული აღრიცხვისა და სახაზინო მომსახურების განყოფილების უფროსმა ნინო დარჩიამ. ჯერჯერობით, ორი სამსახურის უფროსია დანიშნული _ იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.  უცნობია, ვინ დაიკავებს ოზურგეთის მერიაში სხვა სამსახურების უფროსების პოსტს. უახლოეს დღეებში დასრულდება საკადრო პოლიტიკის გატარება მუნიციპალიტეტის ... ...

არქივი

ზაფრანი

ტეილორ სვიფტი კვლავ გამოარჩიეს

ამერიკული ტელეარხის (VH1) აზრით, მომღერალი...

„სათამაშო“ ტანკი

როდესაც ჩინეთის არმიის 31 წლის...

"რასისტი გედი"

ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო ...

დათვების „სკოლა“

ლიტველი ფოტოგრაფები ფინეთის ერთ-ერთ ნაკრძალში...

ჯუზეპე ვერდის უცნაური ახირება

დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი...

„მძარცველი“ თოლიები

მასაჩუსეტსელი ფოტოგრაფი ქურდბაცაცა თოლიების მორიგ...
კარმიდამო ჩემი

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...

ჩიფსი მავნებელი ყოფილა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და...

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა

ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით იმუნიტეტი სუსტდება...