რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

საზოგადოება

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

18 მარ. 2020, 21:34:36

კორონავირუსის გავრცელების გამო არაერთ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და შეიზღუდა ადამიანის გარკვეული უფლებები.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სახელმწიფოს მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ მოკლე ვადაში მოაგვაროს კრიზისით გამოწვეული პრობლემები.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

გაეცანით რა უფლებები შეიძლება შეგვეზღუდოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში და როგორია უკანასკნელ პერიოდში საზღვარგარეთის ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკა.

როდის და როგორ ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება?
მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.  თუ საქართველოს პარლამენტი  ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კარგავს იურიდიულ ძალას.

რა უფლებები შეიძლება  შეეზღუდოთ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს?
საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია მოქალაქეებს შეეზღუდოთ ან შეუჩერდეთ კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული უფლებები. თუმცა ეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ავტომატურად არ ხდება, ამისთვის საჭიროა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დამატებთ გამოსცეს დეკრეტები. ის დეკრეტები, რომლითაც იზღუდება ან ჩერდება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, პარლამენტს წარედგინება დასამტკიცელად. 

როგორ ხდება თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა?
აუცილებლობის შემთხვევაში, დეკრეტით შესაძლოა, მოქალაქეებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე. ასევე, შესაძლოა შემოიღონ კომენდანტის საათი, რა დროსაც მოქალაქეებს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.  კარანტინში მყოფ, ან სხვა შესაძლო საფრთხის მატარებელ პირებს, დროის გარკვეული მონაკვეთით შეიძლება შეუზღუდონ თავისუფლება და მოსთხოვონ თვითიზოლაცია. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას შსს უზრუნველყოფს.  თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს პრეზიდენტი.

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

თავისუფლად გადაადგილების უფლება ამჟამად შეზღუდულია რამდენიმე ქვეყანაში: 14 მარტს ესპანეთის მთავრობამ 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის თანახმად, ყველა ესპანელი უნდა დარჩეს სახლში, შესაძლებელია სავარჯიშოდ და სამუშაოზე სიარული, საკვების ყიდვა, აფთიაქში წასვლა.  იტალიაში სახლიდან გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ სამუშაოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან პირველადი აუცილებელი საჭიროების ნივთების შეძენის მიზნით. ადამიანს, რომელიც სახლს ტოვებს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტი და შეეძლოს დადასტურება იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან ერთ-ერთი მიზნით არის გამოსული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედება დანაშაულად ჩაითვლება. ჩეხეთში აკრძალულია მოსახლეობისთვის  ისეთ ობიექტებზე წვდომა, როგორებიცაა საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები, აგრეთვე საჯარო ბიბლიოთეკები და გალერიები. მთავრობამ სასწავლო პროცესი ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეაჩერა.

როგორ შეიძლება მოხდეს შეკრების თავისუფლების შეზღუდვა?
შესაძლოა აიკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობაასევე გაფიცვის უფლებით სარგებლობა

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

2020 წლის 13 მარტიდან ჩეხეთში აიკრძალა საჯარო და კერძო კულტურული, სპორტული, სოციალური, რელიგიური საგანმანათლებლო და ყველა იმ სახის ღონისძიება, რომელიც მოიაზრებს 30-ზე მეტი ადამიანის ჩართულობას. ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყანაში იკრძალება ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება.

როგორ შეიძლება მოხდეს საკუთრების, მეწარმეობის და შრომის უფლების შეზღუდვა?
შესაძლოა დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, შეზღუდონ პროფესიული კავშირების თავისუფლება, გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის, ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

რამდენიმე ქვეყანაში შეზღუდვა შეეხო ბიზნესის სფეროსაც. მაგალითად, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ყველა ბარი, რესტორანი და კაფე დაიკეტა, მაგრამ მათ შესაძლებლობა დარჩათ სახლში მიტანის სერვისით ისარგებლონ. იტალიაში მაღაზიები, ბარები, კაფე-რესტორნები, სილამაზის ცენტრები და ყველა სხვა მსგავსი დაწესებულება დაიხურა. ჩეხეთში შეიზღუდა ტაქსით მომსახურების (უბერი, ბოლტი) სერვისის სფერო, სადაც ნებადართულია მხოლოდ საკვებისა და ტექნიკის გადატანა. სხვა კომპანიებს, რომლებიც ამ სახის მომსახურებას ეწევიან,  მხოლოდ საკარანტინო მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობის განხორციელება შეუძლიათ.

როგორ შეიძლება შეიზღუდოს  პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობა?  
შესაძლოა შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები.

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

მსგავსი სახის შეზღუდვები  აშშ-სა და ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, არ არის დაწესებული.

როგორ შეიძლება შეიზღუდოს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლება?
კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე.

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

მსგავსი სახის შეზღუდვები  აშშ-სა და ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, არ არის დაწესებული. ამ შეზღუდვის შემოღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში არის შესაძლებელი.

საგანგებო მდგომარეობისას თითოეული უფლების შეზღუდვის საჭიროება უნდა დასაბუთდეს სათანადოდ, ის უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა ჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა 




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...
  • მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალასაქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი ბატონი გოვენ ჭეიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოება და თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილება ავრცელებს. ცნობისთვის, გოვენ ჭეიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. 1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედნიერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ. 1996 წლიდან მუშაობდა ლადო მესხიშვილის სახელობის ... ...
  • საქართველოდან მონტენეგროში მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე ჩავლენმონტენეგროს მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ჩამსვლელებს დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი ვებგვერდზე აქვეყნებს. განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა სიაში კიდევ 50 სახელმწიფო მოხვდა, საიდანაც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს არც კორონავირუსზე ტესტის და არც  კარანტინის გავლა მოუწევთ. დანარჩენი ქვეყნებიდან ჩაულებისთვის კი სავალდებულო ... ...
  • უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდაკრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) 6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა. კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს. რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა. ცნობისათვის 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...