რა ვითარებაა გოდერძის უღელტეხილზე (ფოტორეპორტაჟი)

საზოგადოება

რა ვითარებაა გოდერძის უღელტეხილზე (ფოტორეპორტაჟი)

2017 აგვ 30 17:28:55

აჭარაში ზღვის დონიდან 2025 მეტრის სიმაღლეზე გოდერძის უღელტეხილი მდებარეობს. გოდერძის უღელტეხილი მეორეული სუბალპური მდელოებითაა შემოსილი, ხოლო კალთები ციცაბო და დანაწევრებულია.

„გურია ნიუსი“ 23-25 აგვისტოს, გოდერძის უღელტეხილზე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ქსელ CENN-ის მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდა.

როგორც CENN-ის რეგიონალური კოორდინატორი, ირაკლი მიქელაძე აღნიშნავს, გარემოზე სხვადასხვა სახის ზემოქმედების შედეგად სუბალპური სარტყელი რამდენიმე მეტრით ჩამოწეულია.

„სუბალპური სარტყელი რამდენიმე მეტრით ქვევითაა ჩამოწეული. რაც იმას უკავშირდება, რომ ფაქტიურად მერქნიანი მცენარეები აღარ გვაქვს და ამ მცენარეების ადგილს ბუჩქნარები იკავებს. გარდა ამისა, მეიალაღეობა ტრადიციული დარგია ზემო აჭარაში. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი შედის ტყეში და ახალ წამოსულ ნაზარდებს ანადგურებს. ამიტომ ესეც ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია ტყის განახლებისთვის“, _ ამბობს მიქელაძე და აღნიშნავს, რომ რეკრეაციული წერტილების ათვისება უნდა მოხდეს.

„ამ ზეწოლის ჩანაცვლების სხვა გზები უნდა გამოიძებნოს. ეს გზები არის სწორედ რეკრეაციული პოტენციალის გამოყენება, იმისათვის რომ, ადამიანებს შემოსავლის სხვა წყარო გაუჩნდეთ. სხვა შემოსავალზე იფიქრონ და სწორედ ამ შემოსავალმა ჩაანაცვლოს დღეს არსებული შემოსავალი,  თუნდაც, ის რომ  ვიღაცას შეშა მიაქვს კანონიერად თუ არა კანონიერად. ეს ზეწოლა რომ შეცირდეს, ჩვენ გამოსავალს ვხედავთ, სწორედ რეკრეაციული პოტენციალის გამოყენებაში, რეკრეაციული წერტილების ათვისებაში. თუნდაც,მწვანე ტბა, ესეც ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული ტურისტული ადგილია და სწორედ ამ ადგილის განვითარებით მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს შემოსავლის წყარო“,_ამბობს მიქელაძე.

როგორც ხულოს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორის, რენარ ბოლქვაძის თქმით, ბუნებრივი გამწვანების ხელშეწყობაზე მუშაობა 4 წელია აქტიურად მიმდინარეობს.

„ბუნებრივი გამწვანების ხელშეწყობაზე ბოლო 4 წელია აქტიურად ვმუშაობთ. ტყის ბუნებრივად განახლების ხელშეწყობის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტის ტყის ფონდის ტერიტორიების დაახლოებით 400 ჰექტარი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ არის შემოკაებული. იქ არ ხდება საქონლის ძოვება, ადამიანების ან ტექნიკის შესვლა, რომ არ განადგურდეს. კიდევ გვაქვს დაგეგმილი მსგავსი ქმედებები სხვადასხვა ტერიტორიებზე, სადაც შეიძლება ეს ტერიტორიაც მოხვდეს და შემოვაკავოთ ეს პრობლემა“,_ამბობს მიქელაძე.

მისივე თქმით, წელს დაიგეგმება და მომავალი წლიდან აქაც დაიწყება შემოკავება. მოსახლეობა არაა იმდენად ბევრი რომ  რამე პრობლემა შეიქმნას, თუნდაც ძოვების თვალსაზრისით, რადგან საქონელიც ცოტაა და აღარ ხდება ტყეში ძოვება.

როგორც ხულოს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორი ამბობს, აჭარის იმ რეგიონებში სადაც ტყის რესურსის დეფიციტია, მოსახლეობას შეშას ადიგენიდან და ბახმაროდან აწვდიან. „აჭარაში ტყის ინვენტარიზაცია ანუ აღრიცხვა შარშან ჩატარდა. ტყის აღრიცხვა არ ითვალისწინებს ჭრას და გათვალისწინებულია მხოლოდ ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა და მოვლა. გაუვალ ადგილებში გზები გაგვყავს, მუნიციპალიტეტს კი მოხოვნილებდან გამომდინარე საშეშე და სამასალე მერქანს ვაწვდით. ეს დამოკიდებულია თვითმართველობის ორგანოზე. მოთხოვნილებიდან გამომდინარე ჩვენ რა რესურსიც გვაქვს ვეხმარებით. იქ სადაც ტყის სიმცირე გვაქვს, მაგალითად, ბეშუმში, მთა ლოდისძირში, მოველაპარაკეთ ადიგენს და ბახმაროს, ჩოხატაურს და მოსახლეობის შეშით მომარაგება ხდება მეზობელი რაიონებიდან, სადაც რესურსი არსებობს“, _ამბობს ბოლქვაძე.

როგორც ცნობილია,  2015 წლის დეკემბერში გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტი გაიხსნა და სასტუმროს ტიპის 6 კოტეჯია განთავსებული.

კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს, საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა, ტურისტული თვალსაზრისით განვითარება კი დღემდე გრძელდება.

როგორც შპს. „გოდერძის“ დირექტორის მოადგილე, გოჩა მელაძე ამბობს, კურორტზე 80 მილიონი ლარის ღირებულების 6 პროექტი ხორციელდება.

„გოდერძიზე საფუძველი ჩაეყარა 6 პროექტს, რომლის ღირებულებაც 80 მილიონი ლარია. სახელმწიფო ჰქმნის საინტერესო საინვესტიციო გარემოს, შუამავლის როლს ასრულებს ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.  ეს 6 პროექტი გახლავთ ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, 112-ის შენობის აშენება, სწრაფი კვების ობიექტები, თხილამურების გასაქირავებელი ობიექტები. თანხები გამოიყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან და იქმნება 500 სამუშაო ადგილი“, _ ამბობს მელაძე.

მისივე თქმით, 2019 წლისთვის ხულო-გოდერძი-ზარზმას გზის მშენებლობა დასრულდება.

„საუკუნის პროექტია, მისი ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. მისი განხორციელება უკვე იგეგმება მომავალი წლის გაზაფხულიდან, პროექტი არის 2 წლიანი და უნდა დასრულდეს 2019 წლის სექტემბრისთვის. რაც შეეხება გზის მონაკვეთს არის ხულო-გოდერძი, გოდერძი-ზარზმა. ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია კურორტისთვის“, _ ამბობს მელაძე.

კურორტზე ასევე ალპური პარკი შენდება.

როგორც გოდერძის ბაღის მენეჯერი, თემურ ვასაძე ამბობს, ბაღი საბოლოოდ 10 წლის შემდეგ ჩამოყალიბდება.

ალპური ბაღის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, ეს იქნება ეკო-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოხდება 800-მდე სახეობის მცენარის კონსერვაცია. ამჟამად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, _ ამბობს ვასაძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ბაღის მშენებლობისთვის 700 000 ლარია დახარჯული, პროექტის დასრულების შემდეგ კი ხარჯი 2 მილიონი ლარი იქნება.

გოდერძის ალპური  ბაღის მენეჯერი ასევე ამბობს, რომ ბაღის ტერიტორიაზე 165 სახეობის მცენარე აღმოჩნდა.

„ალპურ ბაღში ბალახოვანი მცენარეების ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა. ტერიტორიაზე აღმოჩენილია 165 სახეობა. მომავალში აჭარის რეგიონიდან 700 სახეობის მცენარეს შემოვიტანთ, შემდეგ კი მცენარეების შემოტანას გურიიდან და სხვა რეგიონებიდანაც ვაპირებთ“, _ ამბობს ვასაძე.

როგორც ვასაძე ამბობს, ალპური ბაღი ვიზიტორებს მომავალი წლის მაისიდან მიიღებს.

„გურია ნიუსი“ გოდერძის უღელტეხილზე გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.

]




 ახალი ამბები
  • თალაკვაძე: "მათი მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა"ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი - არჩევნები მათ არ სურთ,_ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებისას გაკეთებულ განცხადებას.  „მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით",_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და  თავისუფალი არჩევნების გზით. „მე  მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც, მან თქვა, რომ "დამხობა" არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ხვალ თქვან, რომ "დამხობა" არის მერიონ რასელის  ნახატი. ასე ეცდებიან ეს ადამიანები, რომ თავისი უპასუხისმგებლობა აჩვენონ სახელმწიფო ინტერესების მიმართ. რეალურად, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ჩვენ გვჯერა ჩვენი საზოგადოების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და პატივს ვცემთ  გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების გზით",_ განაცხადა არჩილ ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...