რამდენად ჯანსაღი და სასარგებლოა პროდუქცია, რომელსაც ვყიდულობთ, როგორც რძის პროდუქტებს

საზოგადოება

რამდენად ჯანსაღი და სასარგებლოა პროდუქცია, რომელსაც ვყიდულობთ, როგორც რძის პროდუქტებს

6 ივნ. 2018, 11:13:25

როგორც ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ ანალიტიკოსი, თამარ გობეჯიშვილი განმარტავს, მიუხედავად კანონის გამკაცრებისა, კვლევის შედეგებში მაინც აღმოჩნდა მცირე დარღვევები, როდესაც შეუსაბამობა იყო პროდუქტის სახელწოდებასა და შემადგენლობას შორის. მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა ბაზრის ამ სექტორში კვლავ მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვაა.

"2015 წელს საქართველოს მთავრობის 152–ე დადგენილებით დამტკიცდა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რის მიხედვითაც, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება. ეს რეგულაცია საკმაოდ დადებითია თავისი იდეით, თუმცა, რეალურად პრობლემა არის ის, რომ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად შეუძლებელია პროდუქტში რძის ფხვნილის შემცველობის აღმოჩენა. შესაბამისად, მომხმარებლები კვლავაც მწარმოებლების კეთილსინდისიერების იმედზე რჩებიან. 2017 წელს დაემატა ყველის რეგულაციებიც, რომელზე დაყრდნობითაც, ყველის დამზადება რძის ფხვნილისგანაც არ არის რეკომენდებული.

ზოგადად დღეს ბაზარზე გვაქვს ორი სახის პროდუქტი, ერთი არის რძის პროდუქტი, რომელსაც შეფუთვაზე აწერია რძის პროდუქტი, ხოლო მეორე არის რძის პროდუქტების მსგავსი ნაწარმი იგივე არაჟანი, კარაქი,მაწონი, რომელსაც შეფუთვაზე არ უნდა ეწეროს რძის პროდუქტი რადგან მათში ძირითადად არაა 100% რძის ცხიმი გამოყენებული. მთავარი პრობლემა ბაზრის ამ სექტორში მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა, მათ უნდა იცოდნენ რა პროდუქციას მოიხმარენ და არის თუ არა ეს პროდუქტი 100%-ით ნატურალური, შესაბამისად მხოლოდ იმიტომ, რომ გარეგნული მახასიათებლებით სპრედი ჰგავს კარაქს არ შეიძლება ეს მომხმარებლებზე გასაღდეს როგორც კარაქი’’, – განაცხადა თამარ გობეჯიშვილმა.

მისივე თქმით, რძის ფხვნილზე ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურია, რადგან რეალურად იგი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მართალია, მისგან მიღებული ნაწარმი მავნე არ არის, თუმცა არც სასარგებლოა.

როცა ეტიკეტი მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევს, ამას საკმაოდ დიდ პრობლემად თვლიან სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში. ამასთან, როგორც თამარ გობეჯიშვილმა განაცხადა ვითარება გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, მაგრამ მაინც რჩება რიგი პრობლემები. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ასაწონი რძის პროდუქტების შეძენის დროს არ ირღვეოდეს მომხმარებელთა უფლებები და მათ შეეძლოთ პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

წყარო imedinews.ge




 ახალი ამბები
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...