რას აცხადებენ მერიაში უფასო სასადილოებთან დაკავშირებით

საზოგადოება

რას აცხადებენ მერიაში უფასო სასადილოებთან დაკავშირებით

2017 მაი 11 15:04:08

თბილისის მერია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის სატელიტი გაერთიანებები გადადიან წინასაარჩევნო რეჟიმზე და მათი წინასაარჩევნო კამპანიაც სიცრუესა და მერიის საქმიანობის დისკრედიტაციაზეა აგებული, თუმცა, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ნუ შეიყვანენ მოქალაქეებს შეცდომაში, განსაკუთრებით კი ისეთ სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით, როგორიც მაგალითად უფასო სასადილოებია“,_ ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „ამ შემთხვევაში, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით საუბრობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდშიც სასადილოების ბენეფიციარებს საკვების მიღება უწევდათ ანტისანიტარულ და არაჰიგიენურ პირობებში და გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უკონტროლოდ, ყოველგვარი წარმოების გარეშე, მაშინ როდესაც ამ ყველაფრის ნაცვლად თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებს შესთავაზა საკვების მაღალი ხარისხი,  ბენეფიციართა აღრიცხვიანობის მოწესრიგებული სისტემა  და კეთილმოწყობილი სივრცეები. ამას მოწმობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი მმართველობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა  გაიზარდა“.

მერიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია:

„რაც შეეხება იმ ე.წ. „კორუფციულ გარიგებებს“, რომელშიც როგორც გაკეთებული განცხადებიდან ჩანს კარგად თავადაც ვერ გაერკვია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ და მათი მთავარი მტკიცებულებები სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებს ეფუძნება, ვფიქრობთ არასერიოზულია და მათი მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, რეალური ეჭვების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ საგამოძიებო უწყებებს მიმართონ.

მანამდე კი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ხდებოდა უფასო სასადილოებში დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდში და როგორი მდგომარეობაა ახლა. (იხ. ფოტოები)

მოვუწოდებთ პოლიტიკურ გაერთიანებას - „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ნუ შეეცდებიან მერიის წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპირონ სიცრუე, დეზინფორმაცია და გადაუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ეჭვებზე დაფუძნებული ტყუილები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. ამ ყველაფერს, ყოველ ჯერზე, თბილისის მერია დაუპირისპირებს სიმართლეს და თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იმავე სფეროებში არსებულ უმძიმეს ვითარებას“, _ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის, "ახალი საქართველომ" უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, მასშტაბური კორუფციული სქემის დეტალები. 

კერძოდ,

"1. უფასო სასადილოების საქმეში, ფიგურირებს ორი მთავარი კომპანია - „ილი ჯგუფი“ და „ნილი“

2. 2014 წლის არჩევნების წინ, კომპანია „ნილის“ ხელმძღვანელმა, „ქართულ ოცნებას“ შესწირა 60 000 ლარი. ამავე კომპანიის დამფუძნებელმა, თეიმურაზ გიორგაძემ 30 000 ლარი.
3. 2014 წლის დეკემბერში, კომპანია „ნილმა“ მიიღო მილიონობით ლარის ხელშეკრულება, თბილისის სხვადასხვა გამგეობიდან.
4. ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა სამჯერ, შესაბამისად გაიზარდა კომპანიების დაფინანსება ბიუჯეიდან. 
5. 2015 წელს „ნილის“ დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ კვლავ შესწირა 60 000 ლარი.
6. „ილი ჯგუფი“ და მისი დირექტორები, იაშა ჩაუა და ლაშა უღრელიძე პირდაპირ კავშირში არიან, თბილისის მერის ყოფილ მოადგილესთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ლილუაშვილის საარჩევნო კამპანიაში 2016 წელს.
7. 2015 წელს, „ილი ჯგუფმა“ ნაძალადევის რაიონის გამგეობისგან მიიღო დაფინანსება 6 მილიონი ლარის ოდენობით.
8. „ახალი საქართველოს“ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 39 251 ბენეფიციარიდან, ნახევარიც კი არ დადის უფასო სასადილოებში ყოველდღიურად. ბიუჯეტი კი მთლიანადაა ათვისებული.

9. ყოველწლიურად 10 მილიონ ლარამდე მიდის მერიის, გამგეობისა და საკრებულოს ჩინოვნიკთა ჯიბეში. 

10. კომპანია „ილის“ დამფუძნებლები, ლაშა უღრელიძე და იაშა ჩაჩუა მდიდრდებიან ჰაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. .ლაშა უღრელიძემ, რამდენიმე თვის წინ იყიდა ავტომობილი Range Rover. იაშა ჩაჩუამ, რამდენიმე კვირის წინ იყიდა ავტომობილი Toyota", _ აცხადებს "ახალი საქართველო".




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?