რას იწვევს ტუბერკულოზი და რა კეთდება დაავადებასთან საბრძოლველად

საზოგადოება

რას იწვევს ტუბერკულოზი და რა კეთდება დაავადებასთან საბრძოლველად

24 მარ. 2018, 14:52:52

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1982 წლიდან, ყოველწლიურად, 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც სასუნთქი გზებით ვრცელდება. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის კოხის ჩხირი, რომელიც 1882 წელს მეცნიერმა რობერტ კოხმა აღმოაჩინა. ტუბერკულოზით, სავარაუდოდ, მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედია ინფიცირებული. 

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 2016 წელს 10,4 მილიონი ახლად დაავადებული ადამიანია, 2 მილიონზე მეტია გარდაცვლილი და გარდაცვალებათა ტენდენცია ასეთია, ყოველ 20 წამში ტუბერკულოზით გამოწვეული გართულებების შედეგად 1 ადამიანი იღუპება. 

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, ტუბერკულოზი სოციალური პრობლემაა და საზოგადოების ცოდნა ამ დაავადებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად უნდა ამაღლდეს.

„24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის დღე. ამ კვირეულის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა ღონისძიებები, რაშიც  აქტიურად იყო ჩართული ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი. მაქსიმალურად უნდა ამაღლდეს ცნობიერება ტუბერკულოზთან დაკავშირებულ ცოდნასთან და  პრობლემის გაცნობიერებასთან. ის არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაა. ეხება ძალიან დიდ ჯგუფს ადამიანებისა, უამრავ ოჯახს. ტუბერკულოზით დაავადებული ოჯახები არიან დაზიანებულები, საზოგადოება ზიანდება",_ამბობს ავალიანი.

ის აღნიშნავს, რომ ტუბერკულოზის ყოველ მე-5 შემთხვევას ფილტვგარეშე ფორმა აქვს და უშვილობის დაახლოებით 27 %-ის მიზეზი ეს დაავადება ხდება.

"სამწუხაროდ, ყოველი მე-5 შემთხვევა ტუბერკულოზის არის ფილტვგარეშე ფორმები, სახსრების, საშვილოსნოსი. უშვილობის 27%-ის მიზეზი ტუბერკულოზია, ამის შესახებ ბევრმა არ იცის.  ტუბერკულოზით ყოველი მე-6 დაავადებული, ასევე არის დიაბეტით დაავადებული. ეს 2 პათოლოგია ძალიან თანამშრომლობს.  არსებობს ქუთუთოს ტუბერკულოზი და ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ტუბერკულოზი ასევე ხდება კუზის გამომწვევი. ადამიანს რომელსაც კუზი აქვს, ე.ი. მას ჰქონდა ტუბერკულოზის ისეთი ფორმა, რომელმაც ძვლოვანი სისტემა დააზიანა", _ ამბობს ავალიანი.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, მთავარ პრობლემას საზოგადოების უცოდინრობა და ის სიმპტომები წარმოადგენს, რაც გადაუდებელი მკურნალობა არ სჭირდება.

" ძალიან ხშირია შეწყვეტილი, დაგვიანებული მკურნალობები. ტუბერკულოზი ისეთი ვერაგი სენია, რომელსაც ისეთი ნიშნები აქვს, რომ არ საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას.  ის არის სენი, რომელსაც თავიდანვე უნდა დაწყება სწორი მკურნალობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვცემს შეუქცევად შედეგებს. ბოლო 2 საუკუნის მანძილზე ტუბერკულოზით მილიარდზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ეს არის ჩვენი პრობლემა, მსოფლიო პრობლემა. საქართველოში თითქმის 5%-მდე იყო ბოლო პერიოდში სიკვდილობა, ასე რომ ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საზოგადოების სიფხიზლისთვის. ტუბერკულოზი მხოლოდ 24 მარტს არ უნდა გაახსენდეს საზოგადოებას",_ამბობს ავალიანი.

მისივე თქმით, ტუბერკულოზის მკურნალობას 22 თვე, რიგ შემთხვევებში უფრო მეტი დრო სჭირდება, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ მკურნალობის პერიოდი 9 თვემდე შემცირდეს.

"ტუბერკულოზის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს, მკურნალობა 22 თვიანია, თუმცა, წამალგამძლე ფორმების მკურნალობას ხშირ შემთხვევებში რამდენიმე წელი სჭირდება. დღესდღეობით მუშავდება მკურნალობის ახალი რეჟიმები, რომელთა ამოცანაა მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება 6-იდან 9 თვემდე",_ ამბობს ავალიანი.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, უახლოეს 6 წელში აჭარის გათავისუფლება იგეგმება ტუბერკულოზისგან.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...