რატომ უთხრეს უარი 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე თვითნასწავლ ხელოვანს

საზოგადოება

რატომ უთხრეს უარი 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე თვითნასწავლ ხელოვანს

29 მაი. 2018, 15:10:48

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 32 წლის ეკატერინე ახვლედიანი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 26 მაისის ღონისძიებაში მისი ნამუშევრების გამოფენა უნდა შემდგარიყო, მაგრამ მოგვიანებით ეს არ მოხდა.

ეკატერინე ახვლედიანი მეუღლესთან ერთად ხისგან სხვადასხვა ნაკეთობებს აკეთებს. ამ ხელობით დიდი ხანია დაინტერესებული არიან.

“ჩემი დეიდაშვილი იყო მოწვეული გამოფენაზე და მან მითხრა, რომ მეც წარმედგინა ჩემი ნამუშევრები. ორგანიზატორებთან შევთანხმდით და 26 მაისს წავიღე ხელნაკეთი ნივთები. ორგანიზატორები დამეხმარნენ ნივთების წაღებაში. როდესაც სამხატვრო გალერიის წინ მივედით, მითხრეს, რომ ჩემი ნამუშევრების ადგილი არ იყო და უკან უნდა დამებრუნებინა. ასეთ რამეს  ვერ გავიტანთ გამოფენაზეო, _ ეს მითხრეს და ძალიან მეწყინა. რამდენიმე ნამუშევარი მოეწონათ და მითხრეს ეს დაგვიტოვეთო, მაგრამ მე უარი ვთქვი.

ორგანიზატორებს ვთხოვე ეს გამოფენა ჩემთვის მნიშვნელოვანია და იქნებ სხვა ადგილი მომცეთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. ჩემი შვილი ავად არის, ეს ყველამ იცის და იქნებ ამის ხათრით მაინც დამითმოთ ადგილი-მეთქი _ ამაზეც უარი მივიღე. მხოლოდ ის მითხრეს, რომ 1 ივნისს გამოიტანეთო თქვენი ნამუშევრები და დაგითმობთ ადგილსო.

თუ ჩემი ნამუშევრები არ მოწონდათ, ადრე ეთქვათ და საერთოდ არ მივიდოდი. გული მეტკინა და ასე გულნატკენი წამოვედი სახლში. ეს იყო  გამოფენის პირველი მცდელობა და სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მინდოდა, რომ ჩემი ნამუშევრები ენახა ხალხს. იმედია, 1 ივნისს მაინც მოხერხდება“, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ეკატერინე ახვლედიანმა.

ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ ნადირიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს.

“ეკა ახვლედიანის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები არ ჯდებოდა 26 მაისის კომპოზიციაში, აქედან გამომდინარე შევთავაზეთ 1 ივნისს ღონისძიებაში მონაწილეობა, რაზეც შევთანხმდით“, _ გვითხრეს ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანებაში.“




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...